მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი იყო, უშე­დე­გოდ დას­რულ­და.

ელ­ჩე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე სა­უბ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა იყო.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა გრი­გოლ ვა­შა­ძემ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს არა­ვი­თა­რი წი­ნა­და­დე­ბა ან იდეა არ ჰქონ­დათ და კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვეს კომ­პრო­მი­სულ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ამ მო­ამ­ზა­და:

"ყო­ველ­გვა­რი დიპ­ლო­მა­ტი­ის გა­რე­შე გე­ტყვით: პირ­ვე­ლი - მმარ­თვე­ლი გუნ­დი ამ შემ­ხვედ­რა­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ მო­ვი­და, რომ გა­ნუ­წყვეტ­ლივ პრესს გა­ნიც­დი­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, ოპო­ზი­ცი­ის­გან და ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის­გან. ისე არა­ვი­თარ დი­ა­ლოგ­ზე, რა თქმა უნდა, ეს მმარ­თვე­ლი გუნ­დი ანუ ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ წა­მო­ვი­დო­და.

მე­ო­რე და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - არაფ­რის­თვის მზად არ იყ­ვნენ, არა­ვი­თა­რი წი­ნა­და­დე­ბა და არც იდეა არ ჰქონ­დათ. მე­სა­მე, კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თვეს გან­ხილ­ვა­ზე იმ კომ­პრო­მი­სუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბის, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ამ მო­ამ­ზა­და და გუ­შინ 30-მა პარ­ტი­ამ მო­ა­წე­რა ხელი. მე­ო­თხე, ჩვენ და­ვა­დას­ტუ­რეთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს შეხ­ვედ­რა სრუ­ლი­ად უშე­დე­გოდ დას­რულ­და, თუ ამას მო­ინ­დო­მე­ბენ ჩვე­ნი მე­დი­ა­ტო­რე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი, ჩვენ მე­ო­რე რა­უნდსაც და­ვეს­წრე­ბით.

არ მივ­ცემთ არას­დროს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ე.წ.მმარ­თველ გუნდს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ოპო­ზი­ცია სა­უბ­რის­თვის მზად არ არის“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ვა­შა­ძემ.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ნის თქმით, "ე.წ. გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლი, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცია ითხოვ­და, არის თუ არა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, ამა­ზე შედ­გა ღრმა მსჯე­ლო­ბა, რო­გორც სა­მარ­თლებ­რი­ვი, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი".

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ამ ვერ წარ­მო­ად­გი­ნა ვე­რა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც „გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლის“ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა წარ­მო­ჩინ­დე­ბო­და.

"ჩვე­ნი პო­ზი­ცია ურ­ყე­ვია, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო მო­დე­ლი, რაც წე­რია კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში არის ძა­ლა­ში და „გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლი“ არის ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი.

თუმ­ცა, თუ იქ­ნე­ბა სხვა რა­ი­მე ტი­პის შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გარ­კვე­უ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის­გან გა­კეთ­და და თუ ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი ჯდე­ბა იმ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც დღეს არის მოქ­მე­დი და 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე იქ­ნე­ბა მოქ­მე­დი, რა თქმა უნდა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ და­ი­ზა­რებს“, - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, კარლ ჰარ­ცელ­მა შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ეს იყო ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი გან­ხილ­ვა, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა მხა­რე იყო ჩარ­თუ­ლი.

"ჩემი მო­ლო­დი­ნი არ იყო, რომ ჩვენ სა­ბო­ლოო დას­კვნებს გა­ვა­კე­თებ­დით ამ შეხ­ვედ­რის დროს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მე რე­ა­ლის­ტი არ ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი მო­ლო­დი­ნიც ის იყო, რომ მხა­რე­ებს მე­ტად გა­ე­გოთ ერ­თმა­ნე­თის, თუ რა არის ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნე­ბი და იმე­დია, ეს შეხ­ვედ­რა გახ­სნის სა­მო­მავ­ლოდ კარს.

არ­სე­ბობს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ამ დი­ა­ლო­გის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ზედ­მეტ დე­ტა­ლებ­ში თუ არ შე­ვალ, ჩემ­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, რომ დი­ა­ლო­გი შედ­გა. ვფიქ­რობ, შე­თან­ხმე­ბა დი­ა­ლო­გის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე გვაჩ­ვე­ნებს, რომ ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­სი გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ჰარ­ცელ­მა.

შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­პარ­ლა­მენ­ტო და არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი, მათ შო­რის ამე­რი­კის, გერ­მა­ნი­ის და ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩე­ბი.

ალექს
1

ვინმემ ამიხსენით,თუ ამ 2 ნაკომკავშირალ მოქკავშირის კლანგლომერატს არ შეუძლიათ საკონსტიტუციო ცვლილებისათვის სხდომა გამართონ ,ქვორუმიცა აქვთ და ნებაც ,რა სპექტაკლს აწყობენ ?ჰერ ჰარცელ!ნაცი დამნაშავეა , ციხეში უნდა იჯდეს და არა პარლამენტში ! ბევრი ქოციც! ეს დაპირისპირება პროპორციული ,თუ მაჟორიტარული, არათითიდანაა გამოწოვილი,რადგან ორივემ იცის ,ჩვენც ვიცით,რომ ყალბია მოსახლეობის აღწერის და საარჩევნო სია,სხვა სიებიც ყალბია,გაყალბდება ეს არჩევნებიც,როგორც აქამდე ყველა სხვა გაყალბდა! ორი მილიონი ამომრჩეველი საერთოდ არ დადის არჩევნებზე,არც მოვა,ემიგრაცია მიშამ გაიყვანა გაღმა საარჩევნო პროცესიდან და ბიძინამ არ დააბრუნა ,ეს ისინია ,ვინც იცის რომ ყალბია სია,დიახ, 600-700 ათასი კაცი ხან მეტია,ხან ნაკლები ,მოსახლეობის აღწერაც ყალბია და უამრავი სხვა სია,ამაში კეთდება ფული ! ახლა ხომ არ დავობენ სიებზე ??არა !! ესე იგი ერთად აყალბეს აქამდეც და ერთად გააყალბებენ ახლაც ! დიახ, დემოკრატიული პროცესიდან გაყვანილია ხალხი ,ამომრჩეველი და დარჩენილია ნაცქოცი ,ორი ფრთა მოქკავშირისა,ის კი კომკავშირია,კომპარტიაა მოქკავშირი !
რეფერენდუმი,პლებისციტი,არჩევნები-არცერთი არ გვაქვს ,ესაა რეჟიმული დიქტატურა,ესაა ბერლინის კედელი ედუარდმიშას აგებული,ბიძო რომ არა ხსნის !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის ინიციატორი დიპლომატიური კორპუსი იყო, უშედეგოდ დასრულდა.

ელჩების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იყო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არავითარი წინადადება ან იდეა არ ჰქონდათ და კატეგორიული უარი თქვეს კომპრომისულ შეთავაზებაზე, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა:

"ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით: პირველი - მმართველი გუნდი ამ შემხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ განუწყვეტლივ პრესს განიცდიდა საქართველოს მოქალაქეებისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ისე არავითარ დიალოგზე, რა თქმა უნდა, ეს მმართველი გუნდი ანუ ე.წ. ხელისუფლება არ წამოვიდოდა.

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - არაფრისთვის მზად არ იყვნენ, არავითარი წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. მესამე, კატეგორიული უარი თვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი. მეოთხე, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით.

არ მივცემთ არასდროს „ქართულ ოცნებას“ და ე.წ.მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია საუბრისთვის მზად არ არის“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკინის თქმით, "ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა, არის თუ არა კონსტიტუციური, ამაზე შედგა ღრმა მსჯელობა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური".

მისივე თქმით, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი, რომლითაც „გერმანული მოდელის“ კონსტიტუციურობა წარმოჩინდებოდა.

"ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, საკონსტიტუციო მოდელი, რაც წერია კონსტიტუციაში არის ძალაში და „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური.

თუმცა, თუ იქნება სხვა რაიმე ტიპის შემოთავაზებები, რომლის შესახებაც გარკვეული მინიშნებები უცხოელი კოლეგებისგან გაკეთდა და თუ ეს შემოთავაზებები ჯდება იმ კონსტიტუციაში, რომელიც დღეს არის მოქმედი და 2020 წლის არჩევნებზე იქნება მოქმედი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ დაიზარებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს იყო ძალიან ღირსეული განხილვა, რომელშიც სხვადასხვა მხარე იყო ჩართული.

"ჩემი მოლოდინი არ იყო, რომ ჩვენ საბოლოო დასკვნებს გავაკეთებდით ამ შეხვედრის დროს. ამ შემთხვევაში მე რეალისტი არ ვიქნებოდი. ჩემი მოლოდინიც ის იყო, რომ მხარეებს მეტად გაეგოთ ერთმანეთის, თუ რა არის ძირითადი მოთხოვნები და იმედია, ეს შეხვედრა გახსნის სამომავლოდ კარს.

არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და შეხედულებები ამ დიალოგის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ზედმეტ დეტალებში თუ არ შევალ, ჩემთვის დამაკმაყოფილებელია, რომ დიალოგი შედგა. ვფიქრობ, შეთანხმება დიალოგის გაგრძელებაზე გვაჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზული პროცესი გვაქვს“, - განაცხადა ჰარცელმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის ამერიკის, გერმანიის და ევროკავშირის ელჩები.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"არ იყო ეს საუკეთესო განცხადება... არავინ არ ვიყავით საქმის კურსში" - ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე

„გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ