მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ კილოგრამი სოკო გარეთ ექვსი ლარი ღირს, ციხეში მისი ფასი 15 ლარია“ - რას აჭმევენ ქართველ პატიმრებს?
"თუ კილოგრამი სოკო გარეთ ექვსი ლარი ღირს, ციხეში მისი ფასი 15 ლარია“ - რას აჭმევენ ქართველ პატიმრებს?

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ად­ვო­კა­ტე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის" იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ად­ვო­კა­ტი შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე ამ­ტკი­ცებს, რომ სა­ხე­ზეა ბრალ­დე­ბულ­თა და მსჯავ­რდე­ბულ­თა კვე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის მცდე­ლო­ბა. რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი აცხა­დებს, ხელთ აქვს კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი.

საქ­მე ეხე­ბა 2019 წლის მა­ის­ში იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ მსჯავ­რდე­ბულ­თა კვე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერს, რო­მე­ლიც 90 მი­ლი­ონ ლარ­ზე, 3 წლით მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე გა­მო­ცხად­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, კომ­პა­ნია "ილი ჯგუფ­მა" ტენ­დერ­ში ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი წა­რად­გი­ნა, რის გა­მოც მას პირ­ველ ჯერ­ზე დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ნი­ჭა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ამ კომ­პა­ნი­ას გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნეს:

"ილი ჯგუფ­მა“ სა­ტენ­დერო პი­რო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ტენ­დერ­ში წარ­მო­ად­გი­ნა ქარ­თულ კომ­პა­ნი­ას­თან შპს „ათი­ნათ­თან“ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რძის პრო­დუქ­ტე­ბის ვი­თომ­და მი­წო­დე­ბის შე­სა­ხებ.

ჩვენ მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად და­ვად­გი­ნეთ, რომ "ათი­ნა­თი" სი­ნამ­დვი­ლე­ში არ გახ­ლავთ რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი და მხო­ლოდ ახ­დენს სხვის მიერ უცხო­ეთ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­ფუთ­ვას. ეს არის სა­ტენ­დერო პი­რო­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა და ამას "ილი ჯგუ­ფის" დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია უნდა მოჰ­ყო­ლო­და" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე ასე­ვე მი­იჩ­ნევს, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო კონ­კრე­ტულ კომ­პი­ას­თან თაღ­ლი­თურ შე­თან­ხმე­ბა­ში შეს­ვლას და ამ გზით ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას გეგ­მავს.

"ტენ­დე­რი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია კა­რაქთან ერ­თად სპრე­დის მი­წო­დე­ბა­ზეც. სპრე­დის გა­მო­ყე­ნე­ბა ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკ­რძლუ­ლია, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია. ამას­თან, ერთი კი­ლოგ­რა­მი სპრე­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გახ­ლავთ, ერთი კი­ლოგ­რა­მი კა­რა­ქის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­სა­მე­დი.

შე­დე­გად შემ­სყიდ­ვე­ლი, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო, თა­ვად უბიძ­გებს კომ­პა­ნი­ას, გა­მო­ი­ყე­ნოს და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა და ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­არ­წმუ­ნებს, რომ გა­მო­ი­ყე­ნა კა­რა­ქი.

კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა ასე­თია: პა­ტიმ­რებს კა­რა­ქის მა­გივ­რად მი­ე­წო­დე­ბათ სპრე­დი, მე­ნი­უ­ში კი გა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა კა­რა­ქი, სა­ხელ­მწი­ფო გა­და­იხ­დის კა­რა­ქის ღი­რე­ბუ­ლე­ბას, ხოლო მომ­სა­ხუ­რე კომ­პა­ნი­ას თაღ­ლი­თუ­რი გზით გა­უ­იაფ­დე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მი­ით­ვი­სებს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონს“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბას უპა­სუ­ხა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა.

უწყე­ბა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "ად­ვო­კა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, არ ემ­ყა­რე­ბა ფაქ­ტებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ისა­ხავს მიზ­ნად".

"ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ 2019 წლის 22 მა­ისს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კვე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის ტენ­დერ­ში (რო­მე­ლიც უშე­დე­გოდ დას­რულ­და) მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნია „ილი ჯგუფს“ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰქონ­და ყალ­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნი­დან ერთ-ერთი პრო­დუქ­ტის, კერ­ძოდ, რძის პრო­დუქ­ტის მო­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის მი­ე­წო­და სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ას, თუმ­ცა კო­მი­სი­ამ ამა­ზე არ იმ­სჯე­ლა.

დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის შე­დე­გად პრე­ტენ­დენ­ტი კომ­პა­ნი­ის მიერ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა არ და­დას­ტურ­და.

ასე­ვე, სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის 2.7.1 პუნ­ქტის თა­ნახ­მად პრე­ტენ­დენ­ტმა წარ­მო­ად­გი­ნა შპს „ათი­ნა­თის“ სა­ხელ­ზე გა­ცე­მუ­ლი სსიპ „სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს“ მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბის დო­კუ­მენ­ტი, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ შპს „ათი­ნა­თი“-ს ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბია რძის გა­და­მუ­შა­ვე­ბა და ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა (რძე, ყვე­ლი, კა­რა­ქი, არა­ჟა­ნი, მა­წო­ნი, ხაჭო, კე­ფი­რი, ნა­ღე­ბი, შე­ს­ქე­ლე­ბუ­ლი რძე).

ამას­თან, „სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს“ მიერ 22.11.2019 წ. გა­ცე­მუ­ლი წე­რი­ლით დას­ტურ­დე­ბა, რომ შპს „ათი­ნა­თი“ აწარ­მო­ებს 82.5%-იან კა­რაქს, შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბა, თით­ქოს შპს „ათი­ნა­თი“ არ არის მწარ­მო­ე­ბე­ლი, უსა­ფუძ­ვლოა", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ AMBEBI.GE-სთვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ასე­ვე უარ­ყოფს ბრალ­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს არა­სა­თა­ნა­დო კვე­ბა აქვთ. უწყე­ბის მიერ ჩვენ­თვის მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი დე­კემ­ბრი­დან მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის დღი­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბა იზ­რდე­ბა.

"ხა­ჭა­პუ­რი­ძე აცხა­დებს, რომ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გან­თავ­სე­ბულ პა­ტიმ­რებს არა­სა­თა­ნა­დო კვე­ბა აქვთ, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. მას შემ­დეგ, რაც 2018 წლის ივ­ლის­ში პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მმარ­თვე­ლო­ბის სფე­რო­ში მო­ექ­ცა, 2019 წელს ჩა­ტარ­და კვე­ბის ხა­რის­ხის რე­ფორ­მა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ნუტ­რი­ცი­ო­ნის­ტე­ბის მიერ შე­მუ­შავ­და ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის, მათ შო­რის სე­ზო­ნუ­რი და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი მე­ნი­უ­ე­ბი.

სწო­რედ ამ მე­ნი­უ­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მი­ე­წო­დე­ბათ საკ­ვე­ბი პა­ტიმ­რებს. ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახალ ტენ­დერ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და თი­თო­ე­უ­ლი პა­ტიმ­რის კვე­ბა­ზე გა­წე­რი­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა - თუ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბულ/მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის კვე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე (სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა, პუ­რის ჩათ­ვლით) სა­ხელ­მწი­ფო დღე­ში 4.37 ლარს ხარ­ჯავ­და, 2019 წლის 1 დე­კემ­ბრი­დან (ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით) ერთი პა­ტიმ­რის გა­მოკ­ვე­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო 6.00 ლარს და­ხარ­ჯავს, რის შე­დე­გა­დაც პა­ტიმ­რე­ბის კვე­ბა კი­დევ უფრო ხა­რის­ხი­ა­ნი გახ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი, აქ­ტი­უ­რად აკ­რი­ტი­კებს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს იმის გამო, რომ სა­ხელ­მწი­ფო ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის სა­თა­ნა­დო კვე­ბას.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" ად­ვო­კა­ტი დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე AMBEBI.GE-ს კონ­კრე­ტულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე უყ­ვე­ბა, რომ­ლი­თაც და­დას­ტურ­და, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს ვა­და­გა­სულ პრო­დუქ­ტებს აწ­ვდი­ან.

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ მქონ­და ასე­თი საქ­მე: მსჯავ­რდე­ბუ­ლი უჩი­ო­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის­თვის. მათ შო­რის არა­სა­თა­ნა­დო კვე­ბის გა­მოც. არ ვიცი რო­გორ მო­ა­ხერ­ხა, მაგ­რამ მსჯავ­რდე­ბულ­მა პრო­ცეს­ზე წარ­მო­ად­გი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იყო ვა­და­გა­სუ­ლი.

ყო­ველ­დღი­უ­რად მი­წევს მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მოს­მე­ნა და ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ცი­ხის მა­ღა­ზი­ებ­ში ფა­სე­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. ჩვე­უ­ლებ­რივ ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით ორ­ჯერ და სამ­ჯერ მეტი ღირს. მა­გა­ლი­თად, სო­კოს ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც გა­რეთ კი­ლოგ­რა­მი ექვს ლა­რამ­დე ღირს, ცი­ხე­ში 15 ლარი ღირს“ - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

პე­ინ­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" ად­ვო­კა­ტის ბრალ­დე­ბას AMBEBI.GE- სთვის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლით უპა­სუ­ხა:

"ად­ვო­კა­ტის ეს გან­ცხა­დე­ბა არის სრუ­ლი სიც­რუე, რად­გან დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით თი­თო­ე­ულ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­თა და მსჯავ­რდე­ბულ­თა კვე­ბი­სა და სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, შექ­მნი­ლია კვე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის კო­მი­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქმის ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ამოწ­მე­ბენ მომ­სა­ხუ­რე კომ­პა­ნი­ის მიერ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტის არა­თუ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის/მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის­თვის მი­წო­დე­ბის, არა­მედ აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მომ­სა­ხუ­რე კომ­პა­ნი­ის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.“ - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში. პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა ასე­ვე სიც­რუე უწო­და ად­ვო­კა­ტის მო­საზ­რე­ბას ცი­ხე­ებ­ში პრო­დუქ­ტე­ბის სიძ­ვი­რეს­თან და­კავ­შრე­ბით.

"სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ 2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­ტა­რე­ბულ აუქ­ცი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ ერთ-ერთ წამ­ყვან სა­ვაჭ­რო ქსელ­თან 2018 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა (პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ცე­მუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს), რომ­ლის თა­ნახ­მად, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ფა­სე­ბი არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს კომ­პა­ნი­ის მა­ღა­ზი­ა­თა გარე ქსელ­ში არ­სე­ბულ ფა­სებს. ამ ცვლი­ლე­ბით პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბი გარე ქსელ­ში არ­სე­ბულ ფა­სებს გა­უ­ტოლ­და და გა­უქ­მდა მა­ნამ­დე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კა, რო­დე­საც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში სა­შუ­ა­ლოდ 30%-იანი ფას­ნა­მა­ტი მოქ­მე­დებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას სო­კოს ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში არ არ­სე­ბობს სო­კოს პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც 15 ლარი ღირს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს გან­ცხა­დე­ბაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა" - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ბოლო ან­გა­რიშს, მას­ში პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის კვე­ბის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი არა­ე­ფექ­ტუ­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, რად­გან სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ შე­დის:

"სწო­რედ ამი­ტომ, არ­სე­ბობს მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა, რომ სა­სა­დი­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­მოწ­მე­ბის დღეს ამ­ზა­დე­ბენ უკე­თე­სი ხა­რის­ხის საკ­ვებს, ვიდ­რე შე­მოწ­მე­ბამ­დე, ან შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ. ასე­თი ალ­ბა­თო­ბა კი, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­გენ­ტოს დას­კვნის სან­დო­ო­ბას ეჭვქვეშ აყე­ნებს" - ვკი­თხუ­ლობთ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში.

ომ­ბუდსმე­ნის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ინ­სპექ­ტი­რე­ბა კვე­ბის ბლოკ­ზე უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მო­უ­ლოდ­ნე­ლად და შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციხის ადმინისტრაცია.
0

რას აჭმევენ და 15 ლარიან სოკოს, რომელსაც, პატიმრების მერე ჭამენ ციხის ადმინისტრაცია. ჯერ საბედნიეროდ, მასიური მოწამვლის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მშიერი და თავისუფალი
5

კარაქი მინდაააააა, ჯანდაბას იყოს სპრედი(

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"თუ კილოგრამი სოკო გარეთ ექვსი ლარი ღირს, ციხეში მისი ფასი 15 ლარია“ - რას აჭმევენ ქართველ პატიმრებს?

"თუ კილოგრამი სოკო გარეთ ექვსი ლარი ღირს, ციხეში მისი ფასი 15 ლარია“ - რას აჭმევენ ქართველ პატიმრებს?

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადვოკატები დემოკრატიისთვის" იუსტიციის სამინისტროს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამტკიცებს, რომ სახეზეა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისთვის გამოყოფილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისების მცდელობა. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ხელთ აქვს კორუფციული გარიგებისა და დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი დოკუმენტები.

საქმე ეხება 2019 წლის მაისში იუსტიციის სამინისტროს მიერ მსჯავრდებულთა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც 90 მილიონ ლარზე, 3 წლით მომსახურებაზე გამოცხადდა.

ადვოკატის თქმით, კომპანია "ილი ჯგუფმა" ტენდერში ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რის გამოც მას პირველ ჯერზე დისკვალიფიკაცია მიენიჭა, თუმცა, საბოლოოდ მაინც ამ კომპანიას გაამარჯვებინეს:

"ილი ჯგუფმა“ სატენდერო პირობის შესაბამისად ტენდერში წარმოადგინა ქართულ კომპანიასთან შპს „ათინათთან“ გაფორმებული ხელშეკრულება რძის პროდუქტების ვითომდა მიწოდების შესახებ.

ჩვენ მოკვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ "ათინათი" სინამდვილეში არ გახლავთ რძის პროდუქტების მწარმოებელი და მხოლოდ ახდენს სხვის მიერ უცხოეთში წარმოებული პროდუქტის შეფუთვას. ეს არის სატენდერო პირობის უხეში დარღვევა და ამას "ილი ჯგუფის" დისკვალიფიკაცია უნდა მოჰყოლოდა" - ამბობს ადვოკატი.

შალვა ხაჭაპურიძე ასევე მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრო კონკრეტულ კომპიასთან თაღლითურ შეთანხმებაში შესვლას და ამ გზით ფულის გათეთრებას გეგმავს.

"ტენდერი გამოცხადებულია კარაქთან ერთად სპრედის მიწოდებაზეც. სპრედის გამოყენება ქართული კანონმდებლობით აკრძლულია, რადგან ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. ამასთან, ერთი კილოგრამი სპრედის ღირებულება გახლავთ, ერთი კილოგრამი კარაქის ღირებულების მესამედი.

შედეგად შემსყიდველი, იუსტიციის სამინისტრო, თავად უბიძგებს კომპანიას, გამოიყენოს დაბალი ღირებულებისა და ხარისხის პროდუქტი, ხოლო საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ გამოიყენა კარაქი.

კორუფციული სქემა ასეთია: პატიმრებს კარაქის მაგივრად მიეწოდებათ სპრედი, მენიუში კი გაწერილი იქნება კარაქი, სახელმწიფო გადაიხდის კარაქის ღირებულებას, ხოლო მომსახურე კომპანიას თაღლითური გზით გაუიაფდება მომსახურების თვითღირებულება და დანაშაულებრივი გზით მიითვისებს რამდენიმე მილიონს“, - აცხადებს ადვოკატი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას უპასუხა პენიტენციურმა სამსახურმა.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ "ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციები არასერიოზულია, არ ემყარება ფაქტებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად".

"ადვოკატი აცხადებს, რომ 2019 წლის 22 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული კვებითი მომსახურების ტენდერში (რომელიც უშედეგოდ დასრულდა) მონაწილე კომპანია „ილი ჯგუფს“ წარმოდგენილი ჰქონდა ყალბი ხელშეკრულება უკრაინიდან ერთ-ერთი პროდუქტის, კერძოდ, რძის პროდუქტის მოწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის მიეწოდა სატენდერო კომისიას, თუმცა კომისიამ ამაზე არ იმსჯელა.

დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად პრეტენდენტი კომპანიის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა არ დადასტურდა.

ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის თანახმად პრეტენდენტმა წარმოადგინა შპს „ათინათის“ სახელზე გაცემული სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ მინიჭებული აღიარების დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ათინათი“-ს ეკონომიკური საქმიანობის სახეებია რძის გადამუშავება და ყველის წარმოება (რძე, ყველი, კარაქი, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კეფირი, ნაღები, შესქელებული რძე).

ამასთან, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ 22.11.2019 წ. გაცემული წერილით დასტურდება, რომ შპს „ათინათი“ აწარმოებს 82.5%-იან კარაქს, შესაბამისად, ბრალდება, თითქოს შპს „ათინათი“ არ არის მწარმოებელი, უსაფუძვლოა", - ნათქვამია უწყების მიერ AMBEBI.GE-სთვის გამოგზავნილ წერილში.

პენიტენციური სამსახური ასევე უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს არასათანადო კვება აქვთ. უწყების მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან მსჯავრდებულების კვებითი ღირებულების დღიური დაფინანსება იზრდება.

"ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პატიმრებს არასათანადო კვება აქვთ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მას შემდეგ, რაც 2018 წლის ივლისში პენიტენციური სისტემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოექცა, 2019 წელს ჩატარდა კვების ხარისხის რეფორმა, რომლის შედეგადაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დაქირავებული ნუტრიციონისტების მიერ შემუშავდა ახალი სტანდარტების, მათ შორის სეზონური და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუები.

სწორედ ამ მენიუების შესაბამისად მიეწოდებათ საკვები პატიმრებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ახალ ტენდერთან ერთად გაიზარდა თითოეული პატიმრის კვებაზე გაწერილი თანხის ოდენობა - თუ ბოლო წლების განმავლობაში, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულების კვებით მომსახურებაზე (სამჯერადი კვება, პურის ჩათვლით) სახელმწიფო დღეში 4.37 ლარს ხარჯავდა, 2019 წლის 1 დეკემბრიდან (ახალი ხელშეკრულებით) ერთი პატიმრის გამოკვებაზე სახელმწიფო 6.00 ლარს დახარჯავს, რის შედეგადაც პატიმრების კვება კიდევ უფრო ხარისხიანი გახდება" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უფლებადამცველები და სახალხო დამცველის აპარატი, აქტიურად აკრიტიკებს პენიტენციურ სამსახურს იმის გამო, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულების სათანადო კვებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე AMBEBI.GE-ს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე უყვება, რომლითაც დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებს ვადაგასულ პროდუქტებს აწვდიან.

"რამდენიმე თვის წინ მქონდა ასეთი საქმე: მსჯავრდებული უჩიოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებას არასათანადო მოპყრობისთვის. მათ შორის არასათანადო კვების გამოც. არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ მსჯავრდებულმა პროცესზე წარმოადგინა კონკრეტული პროდუქტეები, რომლებიც იყო ვადაგასული.

ყოველდღიურად მიწევს მსჯავრდებულების მოსმენა და ისინი ამბობენ, რომ ციხის მაღაზიებში ფასები ძალიან მაღალია. ჩვეულებრივ ღირებულებასთან შედარებით ორჯერ და სამჯერ მეტი ღირს. მაგალითად, სოკოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გარეთ კილოგრამი ექვს ლარამდე ღირს, ციხეში 15 ლარი ღირს“ - ამბობს უფლებადამცველი.

პეინტენციურმა სამსახურმა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატის ბრალდებას AMBEBI.GE- სთვის გამოგზავნილი წერილით უპასუხა:

"ადვოკატის ეს განცხადება არის სრული სიცრუე, რადგან დღეის მდგომარეობით თითოეულ პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შემოწმების მიზნით, შექმნილია კვების ინსპექტირების კომისიები, რომლებიც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებენ მომსახურე კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. დაწესებულებაში ვადაგასული პროდუქტის არათუ ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის მიწოდების, არამედ აღმოჩენის შემთხვევაში, მომსახურე კომპანიის მიმართ გამოყენებული იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები.“ - ნათქვამია უწყების მიერ გამოგზავნილ წერილში. პენიტენციურმა სამსახურმა ასევე სიცრუე უწოდა ადვოკატის მოსაზრებას ციხეებში პროდუქტების სიძვირესთან დაკავშრებით.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2018 წლის სექტემბერში ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულ ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო ქსელთან 2018 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება (პენიტენციური სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემული ხელშეკრულება სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს), რომლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პროდუქციის ფასები არ უნდა აღემატებოდეს კომპანიის მაღაზიათა გარე ქსელში არსებულ ფასებს. ამ ცვლილებით პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებში არსებული ფასები გარე ქსელში არსებულ ფასებს გაუტოლდა და გაუქმდა მანამდე წლების განმავლობაში არსებული მანკიერი პრაქტიკა, როდესაც პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებში საშუალოდ 30%-იანი ფასნამატი მოქმედებდა. რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას სოკოს ფასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებში არ არსებობს სოკოს პროდუქტი, რომელიც 15 ლარი ღირს. შესაბამისად, ეს განცხადებაც სიმართლეს არ შეესაბამება" - აღნიშნულია წერილში.

რაც შეეხება სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშს, მასში პენიტენციური სამსახურის კვების ხარისხის კონტროლის მექანიზმი არაეფექტურად არის შეფასებული, რადგან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური კომისია დაწესებულებებში სასჯელაღსრულების სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების შემდეგ შედის:

"სწორედ ამიტომ, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ სასადილოს თანამშრომლები შემოწმების დღეს ამზადებენ უკეთესი ხარისხის საკვებს, ვიდრე შემოწმებამდე, ან შემოწმების შემდეგ. ასეთი ალბათობა კი, სურსათის ეროვნული საგენტოს დასკვნის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს" - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

ომბუდსმენის რეკომენდაციით, ინსპექტირება კვების ბლოკზე უნდა განხორციელდეს მოულოდნელად და შემოწმების შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის.