მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრაზილიის პრეზიდენტი ლეონარდო დიკაპრიოს ამაზონის ტყის გადაწვაში ადანაშაულებს
ბრაზილიის პრეზიდენტი ლეონარდო დიკაპრიოს ამაზონის ტყის გადაწვაში ადანაშაულებს

ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტი ჟაირ ბოლ­სო­ნა­რო ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოს ამა­ზო­ნის ტყე­ე­ბის წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხულ გა­დაწ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. პრე­ზი­დენ­ტის მტკი­ცე­ბით, მსა­ხი­ო­ბი და გა­რე­მო­დამ­ცვე­ლი აქ­ტი­ვის­ტი აფი­ნან­სებს არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს, რომ­ლე­ბიც ამა­ზო­ნის ტყე­ებ­ში ხან­ძრის გა­ჩე­ნა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ნი.

მსა­ხი­ო­ბის ხან­ძრებ­თან კავ­შირ­ზე, პრე­ზი­დენ­ტის პო­ლი­ტი­კო­სი ვაჟი ედუ­არ­დო ბოლ­სო­ნა­როც სა­უბ­რობს. რო­გორც მან ტვი­ტერ­ზე და­წე­რა, "დი­კაპ­რი­ომ 300 000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რომ მათ ამა­ზო­ნის ტყე­ში ხან­ძა­რი გა­ე­ჩი­ნათ".

ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტის მტკი­ცე­ბით, დი­კაპ­რი­ოს და­ფი­ნან­სე­ბით მსოფ­ლი­ოს ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ფონ­დი (WWF) მო­ხა­ლი­სე მე­ხან­ძრე­ებს ფულს უხ­დი­და, რომ ამა­ზო­ნის ტყე­ებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე სუ­რა­თე­ბი გა­და­ეგ­ზავ­ნათ მათ­თვის. ამას­თან, ბოლ­სო­ნა­როს თქმით, მე­ხან­ძრე­ე­ბი ცე­ცხლს აჩენ­დნენ, რომ და­ფი­ნან­სე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ.

"ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო, შენ თა­ნამ­შრომ­ლობ ამა­ზო­ნის დაწ­ვის საქ­მე­ში, ეს კამ­პა­ნი­აა ბრა­ზი­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ... მა­გა­რი ბი­ჭია ხომ დი­კაპ­რიო? ასეა არა? მან ფული ამა­ზო­ნის­თვის ცე­ცხლის წა­კი­დე­ბა­ში გა­და­ი­ხა­და" - გა­ნა­ცხა­და ბოლ­სო­ნე­რომ.

ბრალ­დე­ბებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. მათი გან­ცხა­დე­ბით, ბრა­ზი­ლი­ის მთავ­რო­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ში­ნე­ბის პო­ლი­ტი­კი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

უმ­ძი­მე­სი ხან­ძრე­ბი ამა­ზო­ნის ტყე­ში აგ­ვის­ტო­ში გაჩ­ნდა. ტრო­პი­კულ ტყე­ებ­ში ათა­სო­ბით ცე­ცხლის კერა მძვინ­ვა­რებ­და. ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი სტი­ქი­ა იყო.

გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით ხან­ძრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბრა­ზი­ლი­ა­ში 85%-ით არის გაზ­რდი­ლი. სტი­ქია ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბის­თვის მშრალ სე­ზონ­ზე უცხო არ არის, მი­ზე­ზი კი ხში­რად ხდე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი - მა­გა­ლი­თად, მეხი, თუმ­ცა ხან­ძრებ­ში დამ­ნა­შა­ვე მე­ტყე­ვე­ე­ბი და ფერ­მე­რე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც ხე­ებს და­უნ­დობ­ლად ჩე­ხა­ვენ და მი­წას ასუფ­თა­ვე­ბენ.

გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი მე­ტყე­ვე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­ში ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენტს, ჟაირ ბოლ­სო­ნა­როს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ბოლ­სო­ნა­რო კი, რო­მე­ლიც კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, ამ­ბობს, რომ ხან­ძრე­ბის გა­ჩე­ნა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმი­ჯის შე­ლახ­ვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ბრა­ლია...

ხან­ძრე­ბის დროს, ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიოს გა­რე­მოს დაც­ვის­თვის შექ­მნი­ლმა ფონ­დმა ამა­ზო­ნის ტყის ხან­ძარ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად 5 მლნ დო­ლარი გა­მო­ყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ბრაზილიის პრეზიდენტი ლეონარდო დიკაპრიოს ამაზონის ტყის გადაწვაში ადანაშაულებს

ბრაზილიის პრეზიდენტი ლეონარდო დიკაპრიოს ამაზონის ტყის გადაწვაში ადანაშაულებს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ჰოლივუდის ვარსკვლავს ლეონარდო დიკაპრიოს ამაზონის ტყეების წინასწარგანზრახულ გადაწვაში ადანაშაულებს. პრეზიდენტის მტკიცებით, მსახიობი და გარემოდამცველი აქტივისტი აფინანსებს არასამთავრობოებს, რომლებიც ამაზონის ტყეებში ხანძრის გაჩენაში არიან ეჭვმიტანილნი.

მსახიობის ხანძრებთან კავშირზე, პრეზიდენტის პოლიტიკოსი ვაჟი ედუარდო ბოლსონაროც საუბრობს. როგორც მან ტვიტერზე დაწერა, "დიკაპრიომ 300 000 დოლარი გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მათ ამაზონის ტყეში ხანძარი გაეჩინათ".

ბრაზილიის პრეზიდენტის მტკიცებით, დიკაპრიოს დაფინანსებით მსოფლიოს ველური ბუნების ფონდი (WWF) მოხალისე მეხანძრეებს ფულს უხდიდა, რომ ამაზონის ტყეებში არსებულ ვითარებაზე სურათები გადაეგზავნათ მათთვის. ამასთან, ბოლსონაროს თქმით, მეხანძრეები ცეცხლს აჩენდნენ, რომ დაფინანსება მოეპოვებინათ.

"ლეონარდო დიკაპრიო, შენ თანამშრომლობ ამაზონის დაწვის საქმეში, ეს კამპანიაა ბრაზილიის წინააღმდეგ... მაგარი ბიჭია ხომ დიკაპრიო? ასეა არა? მან ფული ამაზონისთვის ცეცხლის წაკიდებაში გადაიხადა" - განაცხადა ბოლსონერომ.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ გარემოსდამცველი ორგანიზაციები. მათი განცხადებით, ბრაზილიის მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების პოლიტიკითაა დაკავებული.

უმძიმესი ხანძრები ამაზონის ტყეში აგვისტოში გაჩნდა. ტროპიკულ ტყეებში ათასობით ცეცხლის კერა მძვინვარებდა. ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაზე სასტიკი სტიქია იყო.

გასულ წელთან შედარებით ხანძრების რაოდენობა ბრაზილიაში 85%-ით არის გაზრდილი. სტიქია ტროპიკული ტყეებისთვის მშრალ სეზონზე უცხო არ არის, მიზეზი კი ხშირად ხდება ბუნებრივი მოვლენები - მაგალითად, მეხი, თუმცა ხანძრებში დამნაშავე მეტყევეები და ფერმერებიც არიან, რომლებიც ხეებს დაუნდობლად ჩეხავენ და მიწას ასუფთავებენ.

გარემოსდამცველი აქტივისტები მეტყევეების წახალისებაში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს ადანაშაულებენ. ბოლსონარო კი, რომელიც კლიმატური ცვლილებების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, ამბობს, რომ ხანძრების გაჩენა და ხელისუფლების იმიჯის შელახვა არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალია...

ხანძრების დროს, ლეონარდო დიკაპრიოს გარემოს დაცვისთვის შექმნილმა ფონდმა ამაზონის ტყის ხანძართან გასამკლავებლად 5 მლნ დოლარი გამოყო.

"მე მისი, როგორც ლიდერის და მამაკაცის ღირსება დავამცირე" - კადიროვის კრიტიკის გამო, მოსკოვში მცხოვრებ გოგონას ბოდიში მოახდევინეს

რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი

სისასტიკით ცნობილ ციხეში ათასობით პატიმარი საიდუმლოდ ჩამოახრჩეს - სირიაში ჯიჰადისტებს სასამართლოს გარეშე დასჯიან