მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე, მთვარე ტყუპშია – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა ჟიურის: გვერდით დამიდგნენ და არ მითხრეს, რომ რადგან ვტირი, ე.ი. სუსტი ვარ" - რატომ ვერ შეიკავა ცრემლები ნუცა სურგულაძემ "მასტერშეფში"
"მადლობა ჟიურის: გვერდით დამიდგნენ და არ მითხრეს, რომ რადგან ვტირი, ე.ი. სუსტი ვარ" - რატომ ვერ შეიკავა ცრემლები ნუცა სურგულაძემ "მასტერშეფში"

ყო­ველ შე­ჯიბრს თან ერ­თვის სტრე­სი და ნერ­ვი­უ­ლო­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუ "მას­ტერ­შე­ფია", რომ­ლის ბოლო გა­და­ცე­მაც მა­ყუ­რე­ბელს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მო­ნა­წი­ლის, ნუცა სურ­გუ­ლა­ძის, ტი­რი­ლით და­ა­მახ­სოვ­რდა.

ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ ნუ­ცას მიერ მომ­ზა­დე­ბულ­მა პირ­ველ­მა კერძმა ჟი­უ­რის მო­წო­ნე­ბა ვერ და­იმ­სა­ხუ­რა. ნუ­ცას თქმით, იმ­დე­ნად ბევ­რი იშ­რო­მა ლობსტე­რის მო­სამ­ზა­დებ­ლად, რომ ჟი­უ­რის­გან ასეთ შე­ფა­სე­ბას არ ელო­და. გა­და­ცე­მის მე­ო­რე ნა­წილ­შიც ნუცა ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებ­და. სწო­რედ ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რით და­ვი­წყეთ ინ­ტერ­ვიუ:

- ზო­გა­დად ემო­ცი­უ­რი ხარ, თუ იმ დღეს ინერ­ვი­უ­ლე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად?

- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. შე­იძ­ლე­ბა, კა­ტამ გა­და­ირ­ბი­ნოს და იმა­ზე ვი­ტი­რო. ჩემ­გან ცრემ­ლე­ბი ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვია და არც იშ­ვი­ა­თო­ბაა. არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, როცა და­ი­ნა­ხავთ, რომ ნუცა ტი­რის, რად­გან ნუცა თით­ქმის სულ ტი­რის. ბოლო გა­და­ცე­მის ეპი­ზო­დი ყვე­ლა­ზე ცუდი დღე იყო.

თა­ვი­დან თით­ქოს კარ­გად და­ი­წყო, მაგ­რამ მერე რომ და­ვი­წყე ტი­რი­ლი, ვე­ღარ გავ­ჩერ­დი: ვტი­რო­დი კე­თე­ბის დროს, შე­ფა­სე­ბის დრო­საც და მას შემ­დე­გაც, რაც გა­ვი­აზ­რე, რომ მე არ ვტო­ვებ­დი პრო­ექტს. რა თქმა უნდა, არც მე არ მსი­ა­მოვ­ნებ­და. ძა­ლი­ან ვე­ცა­დე თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნას, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და. მინ­და ვთქვა, რომ ტი­რი­ლი სი­სუს­ტის ნი­შა­ნი არ არის. ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის ერთ-ერთი ფორ­მაა, რო­გორც სი­ცი­ლი, ყვი­რი­ლი... მე გაბ­რა­ზე­ბა არ შე­მიძ­ლია და ვტი­რი.

- ცრემ­ლებ­მა კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა­შიც შე­გი­შა­ლა ხელი?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან შე­მი­შა­ლა ხელი. კერ­ძი ისე­თი არ გა­მო­მი­ვი­და, რო­გო­რიც მინ­დო­და. ამა­ზე ორ­მა­გად ვი­ტი­რე. გა­დავ­რჩი, რომ არ გავ­ვარ­დი მაგ დღეს. ლუ­კას სი­ტყვე­ბის არ იყოს, ცრემ­ლე­ბი არ უხ­დე­ბა კერძს. მან­ვე მირ­ჩია: ეს ცრემ­ლე­ბი და­იშ­რე, ემო­ცია სიბ­რა­ზე­ში გა­და­ი­ტა­ნე და კერ­ძში ჩა­დეო. ჟი­უ­რის სა­მი­ვე წევ­რს მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, რომ გვერ­დით და­მიდ­გნენ და არ მი­თხრეს, რომ რად­გან ვტი­რო­დი, ე.ი. სუს­ტი ვი­ყა­ვი.

- რე­ა­ლურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არა­ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და სტრე­სი, ვიდ­რე "მას­ტერ­შე­ფის" სამ­ზა­რე­უ­ლო­ში...

- იქ სხვა­ნა­ი­რი სტრე­სია. ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლია და უხე­ში შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა. რა თქმა უნდა, შეფ­საც გა­აჩ­ნია. ძა­ლი­ან მკაცრ შეფ­თან მუ­შა­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე ვის­თა­ნაც მო­მი­წია მუ­შა­ო­ბა, საკ­მა­ოდ კე­თი­ლე­ბი იყ­ვნენ. თუმ­ცა რამ­დენ­ჯერ­მე სუ­შე­ფებ­თან მქო­ნია უთან­ხმო­ე­ბა და მი­ტი­რია კი­დეც. როცა დამ­წყე­ბი ხარ, შენ­ზე გა­მოც­დი­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი კი საკ­მა­ოდ უხე­შად გაძ­ლე­ვენ შე­ნიშ­ვნას, რა თქმა უნდა, არაა სა­სი­ა­მოვ­ნო. რამ­დენ­ჯერ­მე სა­პირ­ფა­რე­შო­შიც მი­ტი­რია, მერე დავ­ბრუ­ნე­ბულ­ვარ და გა­მიგ­რძე­ლე­ბია მუ­შა­ო­ბა.

- ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბებ­ზე რას იტყვი?

- რად­გან ასე თუ ისე გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, მე ცოტა სხვა­ნა­ი­რად მა­ფა­სე­ბენ. ჩემ­გან უფრო მეტს მო­ი­თხო­ვენ. და­ნარ­ჩე­ნებს თუ წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით აქე­ბენ ხოლ­მე, მე ყვე­ლა პა­ტა­რა დე­ტალ­ზეც კი მი­მი­თი­თე­ბენ და შეც­დო­მად მით­ვლი­ან. თუმ­ცა ეს უფრო მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევს, რომ ჩემი მაქ­სი­მუ­მი ვაჩ­ვე­ნო ჟი­უ­რის.

ლუ­კას რჩე­ვე­ბი ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სოა ხოლ­მე. ყო­ველ­თვის იცის, რა ტექ­ნი­კუ­რი დარ­ღვე­ვა მაქვს კერ­ძში, ყო­ველ პა­ტა­რა დარ­ღვე­ვას ამ­ჩნევს და მე­უბ­ნე­ბა, რო­გორ ჯო­ბია. ლე­ვანს უფრო ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო უყ­ვარს, არ მოს­წონს, როცა უცხო­უ­რი დე­ტა­ლე­ბი შე­მო­მაქვს ხოლ­მე...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"მადლობა ჟიურის: გვერდით დამიდგნენ და არ მითხრეს, რომ რადგან ვტირი, ე.ი. სუსტი ვარ" - რატომ ვერ შეიკავა ცრემლები ნუცა სურგულაძემ "მასტერშეფში"

"მადლობა ჟიურის: გვერდით დამიდგნენ და არ მითხრეს, რომ რადგან ვტირი, ე.ი. სუსტი ვარ" - რატომ ვერ შეიკავა ცრემლები ნუცა სურგულაძემ "მასტერშეფში"

ყოველ შეჯიბრს თან ერთვის სტრესი და ნერვიულობა. გამონაკლისი არც კულინარიული შოუ "მასტერშეფია", რომლის ბოლო გადაცემაც მაყურებელს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მონაწილის, ნუცა სურგულაძის, ტირილით დაამახსოვრდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნუცას მიერ მომზადებულმა პირველმა კერძმა ჟიურის მოწონება ვერ დაიმსახურა. ნუცას თქმით, იმდენად ბევრი იშრომა ლობსტერის მოსამზადებლად, რომ ჟიურისგან ასეთ შეფასებას არ ელოდა. გადაცემის მეორე ნაწილშიც ნუცა ცრემლებს ვერ იკავებდა. სწორედ ამის შესახებ საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ:

- ზოგადად ემოციური ხარ, თუ იმ დღეს ინერვიულე განსაკუთრებულად?

- ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. შეიძლება, კატამ გადაირბინოს და იმაზე ვიტირო. ჩემგან ცრემლები ძალიან ბუნებრივია და არც იშვიათობაა. არ უნდა გაგიკვირდეთ, როცა დაინახავთ, რომ ნუცა ტირის, რადგან ნუცა თითქმის სულ ტირის. ბოლო გადაცემის ეპიზოდი ყველაზე ცუდი დღე იყო.

თავიდან თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ მერე რომ დავიწყე ტირილი, ვეღარ გავჩერდი: ვტიროდი კეთების დროს, შეფასების დროსაც და მას შემდეგაც, რაც გავიაზრე, რომ მე არ ვტოვებდი პროექტს. რა თქმა უნდა, არც მე არ მსიამოვნებდა. ძალიან ვეცადე თავის ხელში აყვანას, მაგრამ არ გამომივიდა. მინდა ვთქვა, რომ ტირილი სისუსტის ნიშანი არ არის. ემოციის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, როგორც სიცილი, ყვირილი... მე გაბრაზება არ შემიძლია და ვტირი.

- ცრემლებმა კერძის მომზადებაშიც შეგიშალა ხელი?

- რა თქმა უნდა, ძალიან შემიშალა ხელი. კერძი ისეთი არ გამომივიდა, როგორიც მინდოდა. ამაზე ორმაგად ვიტირე. გადავრჩი, რომ არ გავვარდი მაგ დღეს. ლუკას სიტყვების არ იყოს, ცრემლები არ უხდება კერძს. მანვე მირჩია: ეს ცრემლები დაიშრე, ემოცია სიბრაზეში გადაიტანე და კერძში ჩადეო. ჟიურის სამივე წევრს მინდა მადლობა გადავუხადო, რომ გვერდით დამიდგნენ და არ მითხრეს, რომ რადგან ვტიროდი, ე.ი. სუსტი ვიყავი.

- რეალურ სამზარეულოში არანაკლები იქნებოდა სტრესი, ვიდრე "მასტერშეფის" სამზარეულოში...

- იქ სხვანაირი სტრესია. ყველაფერი დალაგებულია და უხეში შეცდომის დაშვების ალბათობა ძალიან მცირეა. რა თქმა უნდა, შეფსაც გააჩნია. ძალიან მკაცრ შეფთან მუშაობა განსაკუთრებულად რთულია. საბედნიეროდ, მე ვისთანაც მომიწია მუშაობა, საკმაოდ კეთილები იყვნენ. თუმცა რამდენჯერმე სუშეფებთან მქონია უთანხმოება და მიტირია კიდეც. როცა დამწყები ხარ, შენზე გამოცდილი მზარეულები კი საკმაოდ უხეშად გაძლევენ შენიშვნას, რა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო. რამდენჯერმე საპირფარეშოშიც მიტირია, მერე დავბრუნებულვარ და გამიგრძელებია მუშაობა.

- ჟიურის შეფასებებზე რას იტყვი?

- რადგან ასე თუ ისე გამოცდილება მაქვს, მე ცოტა სხვანაირად მაფასებენ. ჩემგან უფრო მეტს მოითხოვენ. დანარჩენებს თუ წახალისების მიზნით აქებენ ხოლმე, მე ყველა პატარა დეტალზეც კი მიმითითებენ და შეცდომად მითვლიან. თუმცა ეს უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო ჟიურის.

ლუკას რჩევები ყოველთვის საუკეთესოა ხოლმე. ყოველთვის იცის, რა ტექნიკური დარღვევა მაქვს კერძში, ყოველ პატარა დარღვევას ამჩნევს და მეუბნება, როგორ ჯობია. ლევანს უფრო ქართული სამზარეულო უყვარს, არ მოსწონს, როცა უცხოური დეტალები შემომაქვს ხოლმე...წაიკითხეთ სრულად

"ვის ან რის გამო უნდა გადავიტანოთ ამდენი მთელმა ოჯახმა?!" - აქციის დარბევისას თვალდაკარგულ გიორგი სულაძეს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა

"მის ცხოვრებაში არ ვერეოდი, 1-2 გოგოს ნაკლოვანებაზე მივანიშნე" - როგორი დედამთილია მარინა კახიანი და რა საერთო აქვს "ნატრულისთან"

გიორგი კეკელიძე რუსული ენისა და კულტურის ცენტრის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნაზე საჯარო უარს აცხადებს -   რას ამბობს ზურაბ აბაშიძე