ავტორი:

"გაბედეს" წევრებმა მამუკა მდინარაძეს მაჟორიტარულ ბიუროსთან 41 ვერცხლი მიუტანეს

"გაბედეს" წევრებმა მამუკა მდინარაძეს მაჟორიტარულ ბიუროსთან 41 ვერცხლი მიუტანეს

მოძრაობა "გაბედეს" წევრები პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მივიდნენ და მას 41 ვერცხლი მიუტანეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები დახვდნენ, რის გამოც „გაბედეს“ წევრებსა და მათ შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

მამუკა მდინარაძის ბიუროსთან მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.

როგორც “გაბედეს“ წევრმა, მამუკა ჯუღელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „პოლიცია არ ჩაერია დაპირისპირებაში და არ მიიღო შესაბამისი ზომები“.

"ჩვენ ვრჩებით და ბოლომდე დავეხმარებით ყველას" - ნიკა გვარამია საქართველოდან წასვლას არ აპირებს

რას პასუხობს პროკურატურა ნიკა გვარამიას

როგორ აფასებენ ექსპერტები ოპოზიციისა და ხელისუფლების გუშინდელ შეხვედრას და რა პროგნოზებს აკეთებენ სამომავლოდ