ავტორი:

"არ მიყვარს შენი "ენჯეოები" - ევროპელი ანალიტიკოსი წერს, რომ ქართველ მესაზღვრესთან აეროპორტში პრობლემები შეექმნა

"არ მიყვარს შენი "ენჯეოები" - ევროპელი ანალიტიკოსი წერს, რომ ქართველ მესაზღვრესთან აეროპორტში პრობლემები შეექმნა

მკვლევარი და ანალიტიკოსი მაქს ფრასი თბილისის აეროპორტში საპასპორტო კონტროლისას მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს.

მისი თქმით, რადგან პასპორტში საქართველოს ბევრი ბეჭედი აქვს, მესაზღვრემ ბინადრობის მოწმობა მოსთხოვა, მას შემდეგ კი რაც გაიგო, რომ უბრალო ვიზიტორი იყო, საქმიანობის შესახებ გამოჰკითხა.

ფრასმა მესაზღვრეს განუცხადა, რომ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის კონსულტანტი იყო. პოლიციის თანამშრომელმა მოსთხოვა, კიდევ უფრო კონკრეტულად აეხსნა მისი საქმიანობის შესახებ და შემდეგ განუცხადა, რომ "არასამთავრობო ორგანიზაციები არ უყვარს“.

"არ მიყვარს შენი "ენჯეოები". სხვა რიგში გადაინაცვლე. ეს ჩემი ქვეყანაა და არა შენი!" - აღწერს ფრასი მესაზღვრესთან დიალოგს. მისივე თქმით, უკვე 15 წელია, საქართველოში ჩამოდის და ასეთი რამ პირველად შეემთხვა.

Tbilisi Airport passport check shock horror..

Producing my passport + boarding passes to the police officer.
He spots the (many) Georgian passport stamps.
- "where is your residence permit"
- I don't have one, I am only visiting
- what do you do? 1/4
— Max Fras (@maxfras) November 29, 2019

ანალიტიკოსი "ტვიტერზე" იმასაც წერს, რომ არც ხელმძღვანელ პირთან გასაუბრების საშუალება მიეცა. მომხდარის შესახებ მან შსს-ს გენერალურ ინსპექციას აცნობა.

მისი პოსტის კომენტარში NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი წერს, რომ საქართველოში ანტიდემოკრატიული და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნეგატიური რიტორიკის გამო ასეთი დამოკიდებულება მალე "ნორმად იქცევა".

"ერთ დღეში  მეტრომ 512 000 მგზავრი გადაიყვანა, მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა" - მერი

ართროსკოპია - სახსრის ქირურგიული მკურნალობის ეფექტური მეთოდი

რამდენ ხანს უნდა დარჩეთ სახლში გრიპის გადატანის შემდეგ? - ექიმების რეკომენდაცია