პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი დადგა..." - ვახო ჭუმბურიძის გულახდილი აღიარება თამაშდამოკიდებულების შესახებ
"ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი დადგა..." - ვახო ჭუმბურიძის გულახდილი აღიარება თამაშდამოკიდებულების შესახებ

თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი სა­უბ­რობს ხმა­მაღ­ლა და ლუ­დო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლა­ში და­სახ­მა­რებ­ლად, სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. პრობ­ლე­მა რომ უამ­რავ ადა­მი­ანს აწუ­ხებს, ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­მა იცის, თუმ­ცა, აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან გამ­კლა­ვე­ბას ბევ­რი ვერ ახერ­ხებს...

ერთ-ერთი იღ­ბლი­ა­ნი, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა ამ მძი­მე სე­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა, იუ­რის­ტი და ფი­ნან­სის­ტი ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძეა, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალ მაკა ზამ­ბა­ხი­ძის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე გახ­ლავთ. რო­გორც ის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მი­მარ­თვა­ში წერს, ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი გა­და­ლა­ხა და სურს მისი შემ­თხვე­ვა სხვე­ბის­თვის მა­გა­ლი­თად იქ­ცეს:

"ვფიქ­რობ, ამა­ზე სა­უ­ბა­რი სირ­ცხვი­ლი არ არის და მო­გიყ­ვე­ბით ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, უფრო სწო­რედ მცდე­ლო­ბას, რომ კარ­გად ჩა­ვეთ­რიე ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებს მათ მა­ხე­ში..

მეტ­ნაკ­ლე­ბად აზარ­ტუ­ლი ვარ, არამ­ხო­ლოდ თა­მა­შებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არა­მედ ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბა­ში. მიყ­ვარს ძა­ლი­ან ფეხ­ბურ­თი და ნუ სრულ­წლო­ვა­ნი ასა­კი­დან არა­სის­ტე­მა­ტუ­რად მაგ­რამ ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში გა­მი­კე­თე­ბია ფსო­ნი სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩებ­ზე.

ყო­ველ­თვის ვა­კონ­ტრო­ლებ­დი ჩემს თავს და არა­სო­დეს გა­დავ­სულ­ვარ ზღვარს მიღ­მა, ანუ ფაქ­ტი­უ­რად ეს უფრო გარ­თო­ბის სა­გა­ნი იყო შა­ბათ-კვი­რის სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩებ­ზე ვიდ­რე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მცდე­ლო­ბა, რომ მე აუ­ცი­ლებ­ლად გავ­მდიდ­რდე­ბო­დი ამით. სხვა­თა­შო­რის ხში­რად მო­მი­გია თან­ხე­ბი 200-300 ლარი, ხოლო და­დე­ბუ­ლი მქონ­და 10 მაქ­სი­მუმ 20 ლარი და ეს მო­გე­ბუ­ლი თან­ხა არა­სო­დეს შე­მიტ­რი­ა­ლე­ბია უკან, პი­რი­ქით გა­მომ­ქონ­და და გემ­რი­ე­ლად ვხარ­ჯავ­დი.

ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­თა­მა­შია კა­ზი­ნო და ზო­გა­დად არც წე­სე­ბი ვიცი რუ­ლეტ­კის, აპა­რა­ტე­ბის და პო­კე­რის... ახლა გა­და­ვი­დეთ კი­ნო­ზე: ბოლო 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე და­ი­წყო ის­ტე­რი­უ­ლად სმს-ების გა­მოგ­ზავ­ნა ორმა ონ­ლა­ინ-ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­მა (ამ ორში მაქვს ექა­უნ­თი) და­მი­რი­ცხეს სპი­ნე­ბი (აპა­რა­ტის­თვის იგი­ვე ელექტრო­ნუ­ლი ფული) დღე­ში 3-ჯერ გა­თა­მა­შე­ბა­ზე სმს-ები, ახა­ლი მან­ქა­ნე­ბი, ოც­ნე­ბე­ბი, რომ უნდა გავ­ხდე მი­ლი­ო­ნე­რი და ასე შემ­დეგ!

უფა­სო ხილი რა თქმა უნდა, სა­ინ­ტე­რე­სოა და წე­სე­ბიც მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა - ერთი ღი­ლაკ­ზე და­ჭე­რით და­ვატ­რი­ა­ლე ონ­ლა­ინ აპა­რა­ტი, მო­ვი­გე გარ­კვე­უ­ლი თან­ხა.. 2 დღე არ გა­მიშ­ვა სულ მატ­რი­ა­ლა. ჩემს მიერ მო­გე­ბულ თან­ხას ხან წა­მა­გე­ბი­ნებ­და, ხან ისევ იმ ნიშ­ნულ­ზე გა­მი­თა­ნაბ­რებ­და. სწო­რად რომ აგიხ­სნათ მე თან­ხა ისევ არ მქონ­და ჩა­რი­ცხუ­ლი, რაც მა­ჩუ­ქეს იმით ვთა­მა­შობ­დი.

ფაქ­ტი­უ­რად, მომ­წყვი­ტა გა­რე­სამ­ყა­როს, აქ­ტი­ვო­ბას, მე­გობ­რებს და იმის ფიქ­რში, რომ ამ­დენ მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ში შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა გავმხდა­რი­ყა­ვი მი­ლი­ო­ნე­რი, ჩა­მით­რია და ჩა­მით­რია.

სა­ბო­ლო­ოდ, მოხ­და ის, რომ ამა­თი ნა­ჩუ­ქა­რი სპი­ნე­ბით, რო­დე­საც ვი­ყა­ვი ასუ­ლი 1000 ლა­რამ­დე, მთლი­ა­ნად წა­მა­გე­ბი­ნა და ნუ ჩა­მაგ­დო უკვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ თუ 20 ლარი მა­ჩუ­ქეს და 1000-მდე ავე­დი, იქ­ნებ კი­დევ გავ­რის­კო ჩავ­რი­ცხო 20 ან 10 ან 50 და ისევ შე­ვუ­ბე­რო... ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ალ­ბათ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი დად­გა... იმის­და მი­უ­ხე­და­ვად რომ მი­ზე­რი თან­ხა წა­ვა­გე ალ­ბათ მაქ­სი­მუმ 300 ლარი. მე, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, რომ ფსი­ქი­კას მყა­რად ვა­კონ­ტრო­ლებ, სრუ­ლი­ად გა­მა­ნად­გუ­რა.

შემ­დეგ იყო ყველ­გან ნიშ­ნე­ბი: ჩარ­თავ ტე­ლე­ვი­ზორს ყვე­ლა ცენ­ტრა­ლურ არხზე გა­თა­მა­შე­ბა! ტაქს და­ვუქ­ნევ ხელს სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რით მო­ხა­ტუ­ლია, ქუ­ჩა­ში გა­ვი­ხე­დე­ბი ყველ­გან ბა­ნე­რე­ბია. სმს-ები მო­დის და მო­დის. ქუ­ჩა­ში ფე­ხით გა­ვი­სე­ირ­ნებ და ხალ­ხს ვხე­დავ ტე­ლე­ფო­ნებ­ში ჩარ­ჭო­ბი­ლებს და ატ­რი­ა­ლე­ბენ აპა­რა­ტე­ბის მარ­წყვებს და რა­ღა­ცე­ებს.

მოკ­ლედ, ორ­კვი­რი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, არ გავ­კა­რე­ბი­ვარ რამ­დე­ნი­მე თვე, მაგ­რამ ამ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­მაც არ დამ­ტო­ვეს უყუ­რა­დღე­ბოდ და ბევ­რჯერ მო­მი­ვი­და სმს, რომ ისევ ჩემს ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხუ­ლი იყო უფა­სო ფული სა­თა­მა­შოდ!

არ ვიცი ჩემი ეს პა­ტა­რა გა­მოც­დი­ლე­ბა რამ­დე­ნად იმოქ­მე­დებს ან წა­ი­კი­თხავთ თუ არა ზო­გა­დად, მაგ­რამ ერთი ის ვიცი, რომ შან­სი იმი­სა, რომ თქვენ ან ჩვენ ამით გავ­მდიდ­რდეთ, არ არ­სე­ბობს. ის 10, 20, 30 ლარი რაც შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლო უმ­ნიშ­ვნე­ლოდ დღე­ში და თქვა, რომ უბ­რა­ლოდ ერ­თო­ბი, სა­ბო­ლო ჯამ­ში მა­ინც მო­გახ­რჩობს! და კი­დევ ის ხალ­ხი ვინც ამას ფიქ­რობს, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა არ არის, ძა­ლი­ან ცდე­ბა. იმ­ხე­ლა ტე­რო­რი აქვს ტვინს და ზე­მოქ­მე­დე­ბა, რომ ზი­ან­დე­ბა და იფი­ტე­ბა მთლი­ა­ნი სხე­უ­ლი და მერე იწყე­ბა ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბა!

იმა­საც ვხდე­ბი, რომ ამ სის­ტე­მას­თან ბრძო­ლა ურ­თუ­ლე­სია, რად­გან ძა­ლი­ან დიდი ფული ტრი­ა­ლებს (შავი და თეთ­რი) ბევ­რი მოს­ყი­დუ­ლია, ბევ­რი ლო­ბის­ტია, მაგ­რამ მა­ინც ღირს!

კარ­გად და­ფიქ­რდით და იპო­ვეთ თქვენს თავ­ში ის ძალა, რომ არ ითა­მა­შოთ! ის ფული სა­კუ­თარ თავს მო­ახ­მა­რეთ და ნა­ხავთ თუ რო­გორ და­ის­ვე­ნებთ და რო­გორ შე­მო­ვა შუქი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში!" - წერს ჭუმ­ბუ­რი­ძე.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­ლა­ინ­თა­მა­შებ­ზე 700 000 ადა­მი­ა­ნია და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის არი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბიც. მა­შინ როცა, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 20% აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა ცხოვ­რობს, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვა წლი­დან წლამ­დე კო­ლო­სა­ლუ­რად, რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით იზ­რდე­ბა - მხო­ლოდ გა­სულ ერთ წე­ლი­წად­ში სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვა 5,06 მი­ლი­არ­დი ლა­რი­დან 13,8 მი­ლი­არდ ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
1

იგივე ეხება არა მარტო თამაშს, არამედ თამბაქოს, რომელზედაც ნახევარი საქართველოა შემჯდარი და თავის გროშების დიდ ნაწილს ამაზე ახარჯავს.

ბიკენტი
45

ზღაპარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი დადგა..." - ვახო ჭუმბურიძის გულახდილი აღიარება თამაშდამოკიდებულების შესახებ

"ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი დადგა..." - ვახო ჭუმბურიძის გულახდილი აღიარება თამაშდამოკიდებულების შესახებ

თამაშდამოკიდებულების შესახებ სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ხმამაღლა და ლუდომანიასთან ბრძოლაში დასახმარებლად, საკუთარ გამოცდილებას უზიარებს საზოგადოებას. პრობლემა რომ უამრავ ადამიანს აწუხებს, ეს საქართველოში თითქმის ყველა ოჯახმა იცის, თუმცა, აზარტულ თამაშებთან გამკლავებას ბევრი ვერ ახერხებს...

ერთ-ერთი იღბლიანი, რომელმაც მოახერხა ამ მძიმე სენისგან თავის დაღწევა, იურისტი და ფინანსისტი ვახო ჭუმბურიძეა, რომელიც მომღერალ მაკა ზამბახიძის ყოფილი მეუღლე გახლავთ. როგორც ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში წერს, ურთულესი პერიოდი გადალახა და სურს მისი შემთხვევა სხვებისთვის მაგალითად იქცეს:

"ვფიქრობ, ამაზე საუბარი სირცხვილი არ არის და მოგიყვებით ჩემს დამოკიდებულებას, უფრო სწორედ მცდელობას, რომ კარგად ჩავეთრიე ონლაინ ტოტალიზატორებს მათ მახეში..

მეტნაკლებად აზარტული ვარ, არამხოლოდ თამაშებთან მიმართებაში არამედ ზოგადად ცხოვრებაში. მიყვარს ძალიან ფეხბურთი და ნუ სრულწლოვანი ასაკიდან არასისტემატურად მაგრამ ტოტალიზატორში გამიკეთებია ფსონი საფეხბურთო მატჩებზე.

ყოველთვის ვაკონტროლებდი ჩემს თავს და არასოდეს გადავსულვარ ზღვარს მიღმა, ანუ ფაქტიურად ეს უფრო გართობის საგანი იყო შაბათ-კვირის საფეხბურთო მატჩებზე ვიდრე მიზანმიმართული მცდელობა, რომ მე აუცილებლად გავმდიდრდებოდი ამით. სხვათაშორის ხშირად მომიგია თანხები 200-300 ლარი, ხოლო დადებული მქონდა 10 მაქსიმუმ 20 ლარი და ეს მოგებული თანხა არასოდეს შემიტრიალებია უკან, პირიქით გამომქონდა და გემრიელად ვხარჯავდი.

ცხოვრებაში არ მითამაშია კაზინო და ზოგადად არც წესები ვიცი რულეტკის, აპარატების და პოკერის... ახლა გადავიდეთ კინოზე: ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩემს ტელეფონზე დაიწყო ისტერიულად სმს-ების გამოგზავნა ორმა ონლაინ-ტოტალიზატორმა (ამ ორში მაქვს ექაუნთი) დამირიცხეს სპინები (აპარატისთვის იგივე ელექტრონული ფული) დღეში 3-ჯერ გათამაშებაზე სმს-ები, ახალი მანქანები, ოცნებები, რომ უნდა გავხდე მილიონერი და ასე შემდეგ!

უფასო ხილი რა თქმა უნდა, საინტერესოა და წესებიც მარტივი აღმოჩნდა - ერთი ღილაკზე დაჭერით დავატრიალე ონლაინ აპარატი, მოვიგე გარკვეული თანხა.. 2 დღე არ გამიშვა სულ მატრიალა. ჩემს მიერ მოგებულ თანხას ხან წამაგებინებდა, ხან ისევ იმ ნიშნულზე გამითანაბრებდა. სწორად რომ აგიხსნათ მე თანხა ისევ არ მქონდა ჩარიცხული, რაც მაჩუქეს იმით ვთამაშობდი.

ფაქტიურად, მომწყვიტა გარესამყაროს, აქტივობას, მეგობრებს და იმის ფიქრში, რომ ამდენ მილიონ ადამიანში შეიძლება მართლა გავმხდარიყავი მილიონერი, ჩამითრია და ჩამითრია.

საბოლოოდ, მოხდა ის, რომ ამათი ნაჩუქარი სპინებით, როდესაც ვიყავი ასული 1000 ლარამდე, მთლიანად წამაგებინა და ნუ ჩამაგდო უკვე მდგომარეობაში, რომ თუ 20 ლარი მაჩუქეს და 1000-მდე ავედი, იქნებ კიდევ გავრისკო ჩავრიცხო 20 ან 10 ან 50 და ისევ შევუბერო... ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე რთული პერიოდი დადგა... იმისდა მიუხედავად რომ მიზერი თანხა წავაგე ალბათ მაქსიმუმ 300 ლარი. მე, რომელიც ვფიქრობ, რომ ფსიქიკას მყარად ვაკონტროლებ, სრულიად გამანადგურა.

შემდეგ იყო ყველგან ნიშნები: ჩართავ ტელევიზორს ყველა ცენტრალურ არხზე გათამაშება! ტაქს დავუქნევ ხელს სარეკლამო ბანერით მოხატულია, ქუჩაში გავიხედები ყველგან ბანერებია. სმს-ები მოდის და მოდის. ქუჩაში ფეხით გავისეირნებ და ხალხს ვხედავ ტელეფონებში ჩარჭობილებს და ატრიალებენ აპარატების მარწყვებს და რაღაცეებს.

მოკლედ, ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ, არ გავკარებივარ რამდენიმე თვე, მაგრამ ამ ტოტალიზატორებმაც არ დამტოვეს უყურადღებოდ და ბევრჯერ მომივიდა სმს, რომ ისევ ჩემს ანგარიშზე ჩარიცხული იყო უფასო ფული სათამაშოდ!

არ ვიცი ჩემი ეს პატარა გამოცდილება რამდენად იმოქმედებს ან წაიკითხავთ თუ არა ზოგადად, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ შანსი იმისა, რომ თქვენ ან ჩვენ ამით გავმდიდრდეთ, არ არსებობს. ის 10, 20, 30 ლარი რაც შეიძლება ჩათვალო უმნიშვნელოდ დღეში და თქვა, რომ უბრალოდ ერთობი, საბოლო ჯამში მაინც მოგახრჩობს! და კიდევ ის ხალხი ვინც ამას ფიქრობს, რომ ეს დაავადება არ არის, ძალიან ცდება. იმხელა ტერორი აქვს ტვინს და ზემოქმედება, რომ ზიანდება და იფიტება მთლიანი სხეული და მერე იწყება ყველა უბედურება!

იმასაც ვხდები, რომ ამ სისტემასთან ბრძოლა ურთულესია, რადგან ძალიან დიდი ფული ტრიალებს (შავი და თეთრი) ბევრი მოსყიდულია, ბევრი ლობისტია, მაგრამ მაინც ღირს!

კარგად დაფიქრდით და იპოვეთ თქვენს თავში ის ძალა, რომ არ ითამაშოთ! ის ფული საკუთარ თავს მოახმარეთ და ნახავთ თუ როგორ დაისვენებთ და როგორ შემოვა შუქი თქვენს ცხოვრებაში!" - წერს ჭუმბურიძე.

არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ონლაინთამაშებზე 700 000 ადამიანია დამოკიდებული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. მაშინ როცა, ქვეყნის მოსახლეობის 20% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე კოლოსალურად, რეკორდული მაჩვენებლებით იზრდება - მხოლოდ გასულ ერთ წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 5,06 მილიარდი ლარიდან 13,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

"უმძიმესი კვირა მაქვს... არ ვიცი, ვინ სად ლოცულობთ, მაგრამ თხოვეთ, დედაჩემი გადარჩეს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"ბენზინი მოასხა ეზოში, დაუკაკუნა კარებზე და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა" - რას წერს მეზობელი ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც 24 წლის მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა

"დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე..." - გიორგი შაქარაშვილის ბიძის მიმართვა ნიკა გვარამიას და "მთავარი არხის" დირექტორის პასუხი