ავტორი:

გვიწევს დეპუტატების შეკავება,  - ეს 100 დეპუტატი ეყოფა პარლამენტთან მყოფ 198 კაცს, ასე რომ მუშტებს ნუ აბრახუნებენ - ირაკლი კობახიძე

გვიწევს დეპუტატების შეკავება,  - ეს 100 დეპუტატი ეყოფა პარლამენტთან მყოფ 198 კაცს, ასე რომ მუშტებს ნუ აბრახუნებენ - ირაკლი კობახიძე

გვიწევს დეპუტატების შეკავება, რომ მათ არ გამოხატონ ის ემოციები, რომლებიც აქვთ გარე აქციასთან დაკავშირებით. ეს 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომელიც დგას პარლამენტის გარშემო, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დესტრუქცია კარგია მაშინ, როცა რესურსი გაქვს, ამიტომ ოპოზიცია გამოსავლის პოვნას ცდილობს, რადგან მათთვისაც უკვე დისკომფორტია დესტრუქციული ქმედებები.

რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატების დილით ადრე პარლამენტში მობილიზებას, კობახიძე ამბობს, რომ გარკვეული საკითხები ჰქონდათ განსახილველი, ხოლო 10:00 საათისთვის უკვე კომიტეტის სხდომა იყო ჩანიშნული.

"ოპოზიციის ენას ძვალი არ აქვს. გასავლელი იყო გარკვეული საკითხები, რომელიც უკავშირდება საპარლამენტო დღის წესრიგს. ამასთან ერთად სხვა საკითხებიც განვიხილეთ, რაც ზოგადად პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირდება. რაც შეეხება აქციას, რომელიც გარეთ იმართება, რეალურად გვიწევს დეპუტატების შეკავება რომ მათ არ გამოხატონ ის ემოციები, რომელიც აქვთ გარე აქციასთან დაკავშირებით. ეს 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომელიც დგას პარლამენტის გარშემო, თუ ემოციებზეა საუბარი. ოპოზიცია არის მძიმე დღეში, 200 კაცზე მეტს ვერ კრებენ და უწევთ მარგინალიზაციის გამართლება. ოპოზიცია ეძებს გამოსავალს იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც არის ჩავარდნილი. ბუნებრივია,ისინი არიან მილევად რეჟიმში. არიან აბსოლუტურად დესტრუქციულ გარემოში, რომელიც ალბათ, თვითონაც აღარ მოსწონთ, იმიტომ რომ დესტრუქცია კარგია, როცა რაღაც გიმაგრებს ზურგს. როცა 200კაცზე მეტი არ გიმაგრებს ზურგს, მაშინ ბუნებრივია, დესტრუქცია მათთვისაც არის დისკომფორტი. იქით გვიწევს ამ უმრავლესობის დეპუტატების ემოციების დარეგულირება, რომ ამ 200 კაცთან დაკავშირებით რაიმე ისეთი არ მოხდეს. ეს არის რეალური ვითარება. ასე რომ, კარგად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და მუშტებს ნუ აბრახუნებენ. 200კაცის მუშტების ბრახუნი საშიშია ისევ ამ 200 კაცისთვის, რადგან რესურსი რომ არ გაქვს, უნდა შეეგუო, რომ მიილევი საბოლოოდ და მიილევიან კიდეც ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტომობილში მგზავრის წინ დასმაზე არსებული შეზღუდვა 22 მაისიდან არ მოიხსნება

LIVE: 360 გრადუსი - ირაკლი კობახიძე

პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა