ავტორი:

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაპირისპირებისას ირაკლი აბესაძემ სახის არეში დაზიანება მიიღო

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაპირისპირებისას ირაკლი აბესაძემ სახის არეში დაზიანება მიიღო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ სამართალდამცავებთან დაპირისპირებისას სახის არეში დაზიანება მიიღო.

„არ შეიძლება აქტივისთი დააკავო, თუ ის არ ჩადის დანაშაულს. არ შეიძლება მოქალაქეებზე, დეპუტატებზე, ჟურნალისტებზე იძალადო მხოლოდ იმიტომ, რომ წულუკიანმა მშვიდად იცხოვროს“, - განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაპირისპირება იყო. დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები. დაკავებულებს შორისაა „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მისვლას მოჰყვა.

"ჩვენ ვრჩებით და ბოლომდე დავეხმარებით ყველას" - ნიკა გვარამია საქართველოდან წასვლას არ აპირებს

რას პასუხობს პროკურატურა ნიკა გვარამიას

როგორ აფასებენ ექსპერტები ოპოზიციისა და ხელისუფლების გუშინდელ შეხვედრას და რა პროგნოზებს აკეთებენ სამომავლოდ