სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეგვიძლია დავაწეროთ "no comment" და ყველაფერი გასაგები იქნება" - ხუხაშვილი ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს
"შეგვიძლია დავაწეროთ "no comment" და ყველაფერი გასაგები იქნება" - ხუხაშვილი ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს

შეგ­ვიძ­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს და­ვა­წე­როთ "no comment" და ყვე­ლას­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, მთე­ლი ინ­ტერ­ვიუ ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სტილ­ში იყო და მან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, ვინც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" აკ­რი­ტი­კებს, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბად" გა­მო­ა­ცხა­და.

"მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კონ­სტრუქ­ცია იყო. თა­ვი­დან გარ­კვე­ულ­წი­ლად სი­ნა­ნუ­ლი გა­მოთ­ქვა პრობ­ლე­მებ­ზე, ძი­რი­თა­დად სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შემ­დეგ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სტილ­ში სამ­ყა­რო ორ ნა­წი­ლად გაყო. მთელ ინ­ტერ­ვი­უს ის ხაზი გას­დევ­და, რომ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობს მხო­ლოდ ორი ძალა: კე­თი­ლი -"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და ბო­რო­ტი - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". ვინც კე­თილ ძა­ლას, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აკ­რი­ტი­კებს, ყვე­ლა არის ბო­რო­ტი, ანუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“. მან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბად" გა­მო­ა­ცხა­და. პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­დაგ­დე­ბა და­ა­კავ­ში­რა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­დაგ­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა, დიდი ამ­ბა­ვი თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­და­ვაგ­დეთ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ხომ არ გა­და­აგ­დო? - მან გა­და­აგ­დო მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო, თო­რემ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სწო­რე­დაც რომ კარ­გად გრძნობს თავს, აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი აქვს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ამ ტი­პის კრი­ზი­სის ინი­ცი­რე­ბა, მათ წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლი გუ­შინ­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში უხა­რის­ხოდ შე­ე­ცა­და, რომ "მხნე­ო­ბა შე­ე­ტა­ნა თა­ვის ძა­ლი­ან შე­ფერ­თხი­ლი მომ­ხრე­ე­ბის რი­გებ­ში, რაც ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მო­უ­ვი­და". ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ გუ­შინ ივა­ნიშ­ვი­ლი "პო­ლი­ტი­კურ ბუნ­კერ­ში ჩა­ვი­და".

"ძა­ლი­ან ბევ­რი ისა­უბ­რა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე­ზე და გვიმ­ტკი­ცებ­და ყვე­ლას, რომ მე შე­ვარ­დნა­ძე არ ვარ. მას აქვს საფრ­თხის გან­ცდა, 2003 წლის კად­რე­ბი უდ­გას თვალ­წინ, რო­გორც ჩანს და ამის ეში­ნია. მან არ­ცერთ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ პრობ­ლე­მა­ზე არ ისა­უბ­რა. ისა­უბ­რა მხო­ლოდ კე­თილ „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ შო­რის ბრძო­ლა­ზე ანუ, ის ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­ვი­და პო­ლი­ტი­კურ ბუნ­კერ­ში, თვი­თი­ზო­ლა­ცია მო­ახ­დი­ნა, შექ­მნა თა­ვი­სი პა­რა­ლე­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა და იმ პა­რა­ლე­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს, რაც წამ­ყვან­მა, არ ვიცი ბო­რო­ტი გან­ზრახ­ვა ჰქონ­და თუ რა, სა­ჩუქ­რით და­ა­დას­ტუ­რა - აჩუ­ქა ორუ­ე­ლის "1984" , რაც ძა­ლი­ან მძი­მე კონ­ტექ­სტის მა­ტა­რე­ბე­ლია ამ რე­ა­ლო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ივა­ნიშ­ვილ­მა წი­თე­ლი ხაზი გა­დაკ­ვე­თა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, რაც შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო.

„თურ­მე სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში მუ­შა­ო­ბენ, უნდა ამ­ცნოს ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და მე­ტიც, ამე­რი­კის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ო­ბენ, რად­გან ბი­ძი­ნა არის თვით ამე­რი­კა. ჯერ აბ­სურ­დია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ თუ და­ვუშ­ვებთ, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ო­ბენ, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უდ­რის ამე­რი­კას , ე.ი ისი­ნი ამე­რი­კის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ო­ბენ, ამ ეპის­ტო­ლის და­წე­რას ვა­პი­რე­ბო. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? ამა­ზე რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო? ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს და­ვა­წე­როთ "no comment" და ყვე­ლას­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
97

ექსპერტი არ უნდა იყოს მიკერძოებული, ხუხაშვილი არის ვაი ექსპერტი

ლევანი
67

ეჰ,შე მართლა ხუხაშვილო.

ავტორი:

"შეგვიძლია დავაწეროთ "no comment" და ყველაფერი გასაგები იქნება" - ხუხაშვილი ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს

"შეგვიძლია დავაწეროთ "no comment" და ყველაფერი გასაგები იქნება" - ხუხაშვილი ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს

შეგვიძლია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დავაწეროთ "no comment" და ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნება, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

ხუხაშვილის თქმით, მთელი ინტერვიუ ივანიშვილისთვის დამახასიათებელ სტილში იყო და მან მთელი საქართველო, ვინც "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს, "ნაციონალურ მოძრაობად" გამოაცხადა.

"მისთვის დამახასიათებელი კონსტრუქცია იყო. თავიდან გარკვეულწილად სინანული გამოთქვა პრობლემებზე, ძირითადად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შემდეგ მისთვის დამახასიათებელ სტილში სამყარო ორ ნაწილად გაყო. მთელ ინტერვიუს ის ხაზი გასდევდა, რომ სამყაროში არსებობს მხოლოდ ორი ძალა: კეთილი -"ქართული ოცნება" და ბოროტი - "ნაციონალური მოძრაობა". ვინც კეთილ ძალას, „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, ყველა არის ბოროტი, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“. მან მთელი საქართველო, რომელსაც პრობლემები აქვს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, "ნაციონალურ მოძრაობად" გამოაცხადა. პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული გადაგდება დააკავშირა "ნაციონალურ მოძრაობასთან" - "ნაციონალური მოძრაობის" გადაგდება შეიძლება, დიდი ამბავი თუ "ნაციონალური მოძრაობა" გადავაგდეთ. სინამდვილეში, მან "ნაციონალური მოძრაობა" ხომ არ გადააგდო? - მან გადააგდო მთელი დანარჩენი საქართველო, თორემ "ნაციონალური მოძრაობა" სწორედაც რომ კარგად გრძნობს თავს, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ხელისუფლების მხრიდან ამ ტიპის კრიზისის ინიცირება, მათ წისქვილზე ასხამს წყალს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილი გუშინდელ ინტერვიუში უხარისხოდ შეეცადა, რომ "მხნეობა შეეტანა თავის ძალიან შეფერთხილი მომხრეების რიგებში, რაც ძალიან ცუდად გამოუვიდა". ხუხაშვილი ამბობს, რომ გუშინ ივანიშვილი "პოლიტიკურ ბუნკერში ჩავიდა".

"ძალიან ბევრი ისაუბრა ედუარდ შევარდნაძეზე და გვიმტკიცებდა ყველას, რომ მე შევარდნაძე არ ვარ. მას აქვს საფრთხის განცდა, 2003 წლის კადრები უდგას თვალწინ, როგორც ჩანს და ამის ეშინია. მან არცერთ სახელმწიფოებრივ პრობლემაზე არ ისაუბრა. ისაუბრა მხოლოდ კეთილ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ბრძოლაზე ანუ, ის ფაქტობრივად, ჩავიდა პოლიტიკურ ბუნკერში, თვითიზოლაცია მოახდინა, შექმნა თავისი პარალელური რეალობა და იმ პარალელურ რეალობაში ცხოვრობს, რაც წამყვანმა, არ ვიცი ბოროტი განზრახვა ჰქონდა თუ რა, საჩუქრით დაადასტურა - აჩუქა ორუელის "1984" , რაც ძალიან მძიმე კონტექსტის მატარებელია ამ რეალობაში", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა წითელი ხაზი გადაკვეთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებით, რაც შემაშფოთებელი იყო.

„თურმე სამოქალაქო ინსტიტუტების შესახებ, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, უნდა ამცნოს ამერიკის პრეზიდენტს, რომ საქართველოს და მეტიც, ამერიკის წინააღმდეგ მუშაობენ, რადგან ბიძინა არის თვით ამერიკა. ჯერ აბსურდია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობენ, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ მის წინააღმდეგ მუშაობენ, გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი უდრის ამერიკას , ე.ი ისინი ამერიკის წინააღმდეგ მუშაობენ, ამ ეპისტოლის დაწერას ვაპირებო. ხომ წარმოგიდგენიათ? ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დავაწეროთ "no comment" და ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნება", - განაცხადა ხუხაშვილმა.

დაპირისპირება პარლამენტთან  - სამართალდამცავებმა ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

"2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი..." - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო, ეს ბრძოლა ბოლომდე მივა" - მიხეილ სააკაშვილი წინასაახალწლო მილოცვას ავრცელებს