მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავრბოდი პროექტიდან... ჩამკეტეს, რომ არ წავსულიყავი" - რას ამბობს "მასტერშეფზე" და ვის მიმართ აქვს დედობრივი მზრუნველობა დალი ჩიტალაძეს
"გავრბოდი პროექტიდან... ჩამკეტეს, რომ არ წავსულიყავი" - რას ამბობს "მასტერშეფზე" და ვის მიმართ აქვს დედობრივი მზრუნველობა დალი ჩიტალაძეს

მო­დის ექ­სპერ­ტმა დალი ჩი­ტა­ლა­ძემ, ცოტა ხნის წინ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახალ ამ­პლუ­ა­ში წა­რუდ­გი­ნა თავი, როცა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს "მას­ტერ­შე­ფის" კონ­კურ­სან­ტი გახ­და.

და­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი, მის სა­მე­გობ­რო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, თუმ­ცა კუ­ლი­ნა­რი­ა­ში უფრო მეტი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა მო­ი­სურ­ვა და პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლია. თბი­ლი­სის ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე მო­დურ­მა ქალ­ბა­ტონ­მა გა­და­წყვი­ტა, სა­კუ­თა­რი კაფე ჰქონ­დეს, რო­მე­ლიც ზა­ფხულ­ში გა­იხ­სნე­ბა.

რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, მო­დის ექ­სპერ­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წინ კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს და ინ­ტერ­ვიუ სწო­რედ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ვი­წყეთ:

"სტრე­სის ნი­ა­დაგ­ზე გან­მი­ვი­თარ­და თი­ა­ქა­რი ხერ­ხე­მალ­ზე და გა­ვი­კე­თე სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია. მარ­ჯვე­ნა ტერ­ფი წა­მერ­თვა, სა­ერ­თოდ ვერ ვგრძნობ­დი, ტკი­ვი­ლე­ბი მქონ­და... მოვ­ხვდი კლი­ნი­კა­ში, 9 მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი თი­ა­ქა­რი ამო­მაჭ­რეს, ოპე­რა­ცი­ამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა და მალე გა­მომ­წე­რენ კლი­ნი­კი­დან.

- თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ახლა მთა­ვა­რი ად­გი­ლი უჭი­რავს „მას­ტერ­შეფს“, ხალ­ხმა სულ სხვა კუ­თხით გა­გიც­ნოთ... რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ძა­ლე­ბის კუ­ლი­ნა­რი­ა­ში მო­სინ­ჯვა?

- ყვე­ლამ იცის რო­გორ მიყ­ვარს კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. მოდა, მუ­სი­კა და კუ­ლი­ნა­რია გა­მომ­დის ყვე­ლა­ზე კარ­გად. ეს სამი სფე­რო არის ხე­ლოვ­ნე­ბა და ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, თუ არ გაქვს გე­მოვ­ნე­ბა, პირ­ში გე­მოც ვერ გექ­ნე­ბა.

გუნ­დზე, რო­მე­ლიც „მას­ტერ­შეფს“ აკე­თებს, ად­რეც ბევ­რი კარ­გი მსმე­ნია, მაგ­რამ როცა შიგ­ნი­დან ხე­დავ ამ ყვე­ლა­ფერს, რო­გორ აკე­თებს საქ­მეს „ნოვა პრო­დაქ­შე­ნი“, ეს სულ სხვა სი­ა­მოვ­ნე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია. უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, ცოდ­ნა შე­ვი­ძი­ნე, ჩემს მიერ მომ­ზა­დე­ბულ ღომს და ხარ­ჩოს მოჰ­ყვა ყვე­ლა­ზე დიდი შე­ფა­სე­ბა, მაგ­რამ კი­დევ სხვა­ნა­ი­რად ვის­წავ­ლე მომ­ზა­დე­ბა, სერ­ვი­რე­ბა და ა.შ.

ვა­პი­რებ სა­კუ­თა­რი კაფე გავ­ხსნა, უკვე შერ­ჩე­უ­ლი მაქვს ად­გი­ლი, სა­დაც ამ ბიზ­ნესს და­ვი­წყებ. მინი ფაბ­რი­კის ტი­პის ლო­კა­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს თბი­ლის­ში და ჩემი კა­ფეც იქ და­ი­დებს ბი­ნას, სა­დაც ჩემს სა­ფირ­მო კერ­ძებს ყვე­ლა და­ა­გე­მოვ­ნებს.

- კონ­კურ­სან­ტე­ბი ხში­რად უს­ვა­მენ ხაზს თქვენს ასაკს, გა­ღი­ზი­ა­ნებთ ეს?

- ყვე­ლა ახალ­გაზ­რდას ჰგო­ნია, რომ თა­ვად უკე­თე­სია. თუმ­ცა, გა­მოც­დი­ლე­ბას სხვა ხიბ­ლი აქვს, კარ­გია ცოდ­ნა, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­რე­შე ეს ცოდ­ნა ჰა­ერ­ში იკარ­გე­ბა.

პირ­ვე­ლი ორი ტური ეს ახალ­გაზ­რდე­ბი ცოტა სხვა­ნა­ი­რად მი­ყუ­რებ­დნენ, მაგ­რამ ახლა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვგრძნობთ თავს ერ­თად

ამ პრო­ექ­ტში მე მოყ­ვა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლი ვარ, რო­მე­ლიც სახ­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო­დან მოხ­ვდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში. მე, სოფო გო­გე­ბაშ­ვი­ლი და პიტო ვართ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი შო­უ­ში. გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას გე­ნე­ტი­კაც უწყობს ხელს - მე დე­დის­გან გა­მომ­ყვა ეს, ასე­ვე გვაქვს რე­ცეპ­ტე­ბი, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბებს გა­და­ე­ცე­მა. ექ­სპე­რი­მენ­ტებს სახ­ლშიც ვა­ტა­რებ და პრო­ექ­ტშიც არ ვამ­ბობ უარს.

მთე­ლი მსოფ­ლიო შე­თან­ხმდა იმა­ზე, რომ 50-70 წლამ­დე ასა­კი მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის ასა­კი არ არის. ეს არის სა­უ­კე­თე­სო ასა­კი, როცა შე­გიძ­ლია შენი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვა­საც გა­უ­ზი­ა­რო, როცა კარ­გად ხვდე­ბი რო­გორ გი­ცხოვ­რია.

მე მინ­და ჩემი აქ­ტი­უ­რო­ბით ბევრ ქალს მივ­ცე იმის მა­გა­ლი­თი, რომ ახა­ლი ცხოვ­რე­ბის ან საქ­მის და­წყე­ბა არ­ცერთ ასაკ­ში არაა გვი­ან. ისე­დაც ხან­მოკ­ლეა ცხოვ­რე­ბა და როცა ღმერ­თი და­ბე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, ეს უდი­დე­სი მად­ლია. ჩემი და 43 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა - და­ი­ძი­ნა და აღარ გა­იღ­ვი­ძა, სწო­რედ მა­შინ მივ­ხვდი, რომ და­ბე­რე­ბა მად­ლია.

- ხინ­კლის ტურ­ში ნერ­ვებ­მა გიმ­ტყუ­ნათ... რამ შე­გი­შა­ლათ ხელი?

- მე და ცომი ისე ვართ ერ­თმა­ნეთ­თან, რო­გორც ორ­ჯერ-ორი ოთხი. იმ დღეს ჩემი კერ­ძი სა­უ­კე­თე­სო უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ცომი არ შე­იკ­რა! ახა­ლი ხინ­კლის მოხ­ვე­ვა არ და­ვი­წყე და ძა­ლი­ან და­ვის­ტრე­სე... ვი­ტი­რე, გავ­რბო­დი პრო­ექ­ტი­დან, მთე­ლი ჯგუ­ფი იდგა და ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

ლოქო ქინ­ძმარ­ში ხინ­კლის სა­ხით არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია, ისე­თი გემ­რი­ე­ლი ფარ­ში იყო, უმ ფარშს მი­ირ­თმევ­დნენ, მაგ­რამ არ ვიცი რა მოხ­და, ჯერ ცომი არ შედ­გა, შემ­დეგ კი ფარ­ში და­აკ­ლდა...

- შოუს გა­და­ღე­ბებ­ზე ბრენ­დულ სა­მოსს ირ­ჩევთ?

- ჩემ­თვის ბრენ­დუ­ლია ყვე­ლა სა­მო­სი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს უხ­დე­ბა. რთუ­ლია შოუს დროს ისეთ სა­მოს­ზეც იფიქ­რო, რო­მელ­საც წინ­სა­ფა­რი მო­უხ­დე­ბა, თან ახლა აცივ­და პა­ვი­ლი­ონ­ში და გავ­ცივ­დი კი­დეც.

მა­გა­ლი­თად, ხინ­კლის ტურ­ში მე­კე­თა Dalood-ის თავ­სა­ფა­რი და მეც­ვა "შა­ნე­ლის" შარ­ვა­ლი, ღო­მის და ხარ­ჩოს ტურ­ში კი Vivetta-ს წი­თე­ლი კაბა. გა­და­ცე­მის ბოლო ეპი­ზოდ­ში Dalood-ის ბლუ­ზა და „ვა­ლენ­ტი­ნოს“ ბრი­ჯე­ბი.

- პრო­ექ­ტის და­წყე­ბი­სას ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­დეთ, რომ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის მოხ­ვე­დით, ახლა რა პროგ­ნო­ზე­ბი გაქვთ?

- რა­ღაც ეტა­პამ­დე მი­ვალ და შემ­დეგ გა­მო­ვე­თი­შე­ბი პრო­ექტს. მე მინ­და მარ­ტამ მო­ი­გოს „მას­ტერ­შე­ფი“, რად­გან ეს მას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა!

მარ­ტამ ურ­თუ­ლე­სი ცხოვ­რე­ბის გზა გა­ი­ა­რა და ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად მიკ­ვირს, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ჰქონ­დეს გა­ნათ­ლე­ბაც, ინ­ტე­ლექ­ტიც და არ იყოს გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი. ყო­ველ სა­ღა­მოს ვუ­რე­კავ მას, დე­დობ­რი­ვი მზრუნ­ვე­ლო­ბა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და მის მი­მართ.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ მო­ნა­წი­ლე­ებს, იმე­დია ნუცა და გაგა არ მი­წყე­ნენ - მათ არც ვე­ჯიბ­რე­ბი, რად­გან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიკი
3

მეც მინდა, მარტამ მოიგოს. კარგი გოგოა, მორიდებული და მონდომებული.

ეეეე
60

რაში გვაინტერესებს ერთი დალის ამბავი, ვინაა საერთოდ რას წარმოადგენს.

ავტორი:

"გავრბოდი პროექტიდან... ჩამკეტეს, რომ არ წავსულიყავი" - რას ამბობს "მასტერშეფზე" და ვის მიმართ აქვს დედობრივი მზრუნველობა დალი ჩიტალაძეს

"გავრბოდი პროექტიდან... ჩამკეტეს, რომ არ წავსულიყავი" - რას ამბობს "მასტერშეფზე" და ვის მიმართ აქვს დედობრივი მზრუნველობა დალი ჩიტალაძეს

მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ, ცოტა ხნის წინ ქართულ საზოგადოებას ახალ ამპლუაში წარუდგინა თავი, როცა კულინარიული შოუს "მასტერშეფის" კონკურსანტი გახდა.

დალის მიერ მომზადებული კერძები, მის სამეგობროში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა კულინარიაში უფრო მეტი გამოცდილების მიღება მოისურვა და პროექტში მონაწილეობით კმაყოფილია. თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე მოდურმა ქალბატონმა გადაწყვიტა, საკუთარი კაფე ჰქონდეს, რომელიც ზაფხულში გაიხსნება.

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, მოდის ექსპერტი რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მოათავსეს და ინტერვიუ სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყეთ:

"სტრესის ნიადაგზე განმივითარდა თიაქარი ხერხემალზე და გავიკეთე სასწრაფო ოპერაცია. მარჯვენა ტერფი წამერთვა, საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ტკივილები მქონდა... მოვხვდი კლინიკაში, 9 მილიმეტრიანი თიაქარი ამომაჭრეს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და მალე გამომწერენ კლინიკიდან.

- თქვენს ცხოვრებაში ახლა მთავარი ადგილი უჭირავს „მასტერშეფს“, ხალხმა სულ სხვა კუთხით გაგიცნოთ... რატომ გადაწყვიტეთ ძალების კულინარიაში მოსინჯვა?

- ყველამ იცის როგორ მიყვარს კერძების მომზადება და შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. მოდა, მუსიკა და კულინარია გამომდის ყველაზე კარგად. ეს სამი სფერო არის ხელოვნება და ყოველთვის ვამბობ, თუ არ გაქვს გემოვნება, პირში გემოც ვერ გექნება.

გუნდზე, რომელიც „მასტერშეფს“ აკეთებს, ადრეც ბევრი კარგი მსმენია, მაგრამ როცა შიგნიდან ხედავ ამ ყველაფერს, როგორ აკეთებს საქმეს „ნოვა პროდაქშენი“, ეს სულ სხვა სიამოვნება და პროფესიონალიზმია. უდიდესი გამოცდილება მივიღე, ცოდნა შევიძინე, ჩემს მიერ მომზადებულ ღომს და ხარჩოს მოჰყვა ყველაზე დიდი შეფასება, მაგრამ კიდევ სხვანაირად ვისწავლე მომზადება, სერვირება და ა.შ.

ვაპირებ საკუთარი კაფე გავხსნა, უკვე შერჩეული მაქვს ადგილი, სადაც ამ ბიზნესს დავიწყებ. მინი ფაბრიკის ტიპის ლოკაციის მშენებლობა მიმდინარეობს თბილისში და ჩემი კაფეც იქ დაიდებს ბინას, სადაც ჩემს საფირმო კერძებს ყველა დააგემოვნებს.

- კონკურსანტები ხშირად უსვამენ ხაზს თქვენს ასაკს, გაღიზიანებთ ეს?

- ყველა ახალგაზრდას ჰგონია, რომ თავად უკეთესია. თუმცა, გამოცდილებას სხვა ხიბლი აქვს, კარგია ცოდნა, მაგრამ გამოცდილების გარეშე ეს ცოდნა ჰაერში იკარგება.

პირველი ორი ტური ეს ახალგაზრდები ცოტა სხვანაირად მიყურებდნენ, მაგრამ ახლა შესანიშნავად ვგრძნობთ თავს ერთად

ამ პროექტში მე მოყვარული მზარეული ვარ, რომელიც სახლის სამზარეულოდან მოხვდა პროფესიონალებში. მე, სოფო გოგებაშვილი და პიტო ვართ არაპროფესიონალი მზარეულები შოუში. გემრიელი კერძების მომზადებას გენეტიკაც უწყობს ხელს - მე დედისგან გამომყვა ეს, ასევე გვაქვს რეცეპტები, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა. ექსპერიმენტებს სახლშიც ვატარებ და პროექტშიც არ ვამბობ უარს.

მთელი მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ 50-70 წლამდე ასაკი მოხუცებულობის ასაკი არ არის. ეს არის საუკეთესო ასაკი, როცა შეგიძლია შენი გამოცდილება სხვასაც გაუზიარო, როცა კარგად ხვდები როგორ გიცხოვრია.

მე მინდა ჩემი აქტიურობით ბევრ ქალს მივცე იმის მაგალითი, რომ ახალი ცხოვრების ან საქმის დაწყება არცერთ ასაკში არაა გვიან. ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება და როცა ღმერთი დაბერების საშუალებას გაძლევს, ეს უდიდესი მადლია. ჩემი და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა - დაიძინა და აღარ გაიღვიძა, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ დაბერება მადლია.

- ხინკლის ტურში ნერვებმა გიმტყუნათ... რამ შეგიშალათ ხელი?

- მე და ცომი ისე ვართ ერთმანეთთან, როგორც ორჯერ-ორი ოთხი. იმ დღეს ჩემი კერძი საუკეთესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცომი არ შეიკრა! ახალი ხინკლის მოხვევა არ დავიწყე და ძალიან დავისტრესე... ვიტირე, გავრბოდი პროექტიდან, მთელი ჯგუფი იდგა და ჩაკეტილი ვიყავი, რომ არ წავსულიყავი.

ლოქო ქინძმარში ხინკლის სახით არავის გაუკეთებია, ისეთი გემრიელი ფარში იყო, უმ ფარშს მიირთმევდნენ, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა, ჯერ ცომი არ შედგა, შემდეგ კი ფარში დააკლდა...

- შოუს გადაღებებზე ბრენდულ სამოსს ირჩევთ?

- ჩემთვის ბრენდულია ყველა სამოსი, რომელიც ადამიანს უხდება. რთულია შოუს დროს ისეთ სამოსზეც იფიქრო, რომელსაც წინსაფარი მოუხდება, თან ახლა აცივდა პავილიონში და გავცივდი კიდეც.

მაგალითად, ხინკლის ტურში მეკეთა Dalood-ის თავსაფარი და მეცვა "შანელის" შარვალი, ღომის და ხარჩოს ტურში კი Vivetta-ს წითელი კაბა. გადაცემის ბოლო ეპიზოდში Dalood-ის ბლუზა და „ვალენტინოს“ ბრიჯები.

- პროექტის დაწყებისას ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ გამარჯვებისთვის მოხვედით, ახლა რა პროგნოზები გაქვთ?

- რაღაც ეტაპამდე მივალ და შემდეგ გამოვეთიშები პროექტს. მე მინდა მარტამ მოიგოს „მასტერშეფი“, რადგან ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება!

მარტამ ურთულესი ცხოვრების გზა გაიარა და ამ ყველაფრის მიუხედავად მიკვირს, როგორ მოახერხა ჰქონდეს განათლებაც, ინტელექტიც და არ იყოს გაბოროტებული. ყოველ საღამოს ვურეკავ მას, დედობრივი მზრუნველობა ჩამომიყალიბდა მის მიმართ.

რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, იმედია ნუცა და გაგა არ მიწყენენ - მათ არც ვეჯიბრები, რადგან პროფესიონალი და ნიჭიერი ადამიანები არიან.

ოთხი სხვადასხვა ხასიათი "საქართველოს ვარსკვლავში" - ქალები, რომლებიც მეგაშოუს მართავენ

"სიტყვები ცოტაა კოტეს "ასახსნელად" - ანი ჩირაძის და კონსტანტინე თედელურის სიყვარულის ისტორია

დიკაპრიოს შეყვარებულს, მსახიობთან 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო კიცხავენ -  რას პასუხობს კამილა მორონე კრიტიკოსებს