სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუტანლად ძნელია უშენობა, რა უდარდელი იყო ჩემი ცხოვრება" - რას წერდა გია ყანჩელი გარდაცვლილ მეგობარს, რომელსაც ნაწარმოები მიუძღვნა
"აუტანლად ძნელია უშენობა, რა უდარდელი იყო ჩემი ცხოვრება" - რას წერდა გია ყანჩელი გარდაცვლილ მეგობარს, რომელსაც ნაწარმოები მიუძღვნა

"გივი ორ­ჯო­ნი­კი­ძეს მისი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც უნი­კა­ლურ და უნი­ვერ­სა­ლურ პი­როვ­ნე­ბას. ეს იყო მრა­ვალ­მხრი­ვი მოღ­ვა­წე და ღრმა მო­აზ­როვ­ნე, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის მეც­ნი­ე­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი მწე­რა­ლი, პუბ­ლი­ცის­ტი, კრი­ტი­კო­სი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, რო­მელ­მაც წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში.

წელს მისი და­ბა­დე­ბი­დან 90 წელი შეს­რულ­და, ხოლო გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან - 35" - გვიყ­ვე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი რუ­სუ­დან წურ­წუ­მია. გივი ორ­ჯო­ნი­კი­ძი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ღა­მო 3 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო რუ­სუ­დან, ახალ­მა თა­ო­ბამ ცოტა რამ იცის ბა­ტო­ნი გივი ორ­ჯო­ნი­კი­ძის შე­სა­ხებ, არა­და, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბა ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ნამ­დვი­ლად და სწო­რედ ამ თა­რიღს ეძღვნე­ბა 2019 წლის 2-4 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და­გეგ­მი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია "მუ­სი­კა კულ­ტუ­რის კონ­ტექ­სტში", რომ­ლის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი (დი­რი­ჟო­რი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, სო­ლის­ტი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი) და სა­მე­ბის სა­კა­თად­რო ტაძ­რის გუნ­დი (დი­რი­ჟო­რი სვი­მონ ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლი) კონ­ცერტს გა­მარ­თა­ვენ.

შეს­რულ­დე­ბა ქარ­თუ­ლი სა­გუნ­დო მუ­სი­კა და გია ყან­ჩე­ლის "ლი­ტურ­გია ალ­ტი­სა და სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი­სათ­ვის „ქა­რით და­ტი­რე­ბუ­ლი".

- გივი ორ­ჯო­ნი­კი­ძე იმ დიდი სა­მე­გობ­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, რო­მელ­შიც ერ­თი­ან­დე­ბოდ­ნენ - გია ყან­ჩე­ლი, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე, სულ­ხან ნა­სი­ძე და კი­დევ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი...

- გივი ორ­ჯო­ნი­კი­ძე გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბის კომ­პო­ზი­ტორ­თა ბრწყინ­ვა­ლე თა­ო­ბის აღი­ა­რე­ბუ­ლი ლი­დე­რი იყო – ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე, გია ყან­ჩე­ლი, სულ­ხან ნა­სი­ძე, ნო­დარ გა­ბუ­ნია და მათი თა­ნა­მო­აზ­რე, უნი­ჭი­ე­რე­სი დი­რი­ჟო­რი ჯან­სუღ კა­ხი­ძე მას თა­ვი­ანთ იდე­ო­ლო­გად მი­იჩ­ნევ­დნენ. სწო­რედ გივი ორ­ჯო­ნი­კი­ძე იცავ­და თა­ვი­სი მახ­ვი­ლი სი­ტყვით ამ მუ­სი­კო­სე­ბის მიერ ქარ­თულ მუ­სი­კა­ში პირ­ვე­ლად დეკ­ლა­რი­რე­ბულ ახალ ეს­თე­ტი­კას, რა­მაც მხატ­ვრუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­სა­წყი­სი აღ­ნიშ­ნა. გივი ორ­ჯო­ნი­კი­ძე მათი არა მარ­ტო თა­ნა­მო­აზ­რე, არა­მედ უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რიც იყო. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა მე­გობ­რე­ბი­სათ­ვის ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა.

სულ­ხან ნა­სი­ძე, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე და გია ყან­ჩე­ლი

- რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, გია ყან­ჩელ­მა, მას ნა­წარ­მო­ე­ბი მი­უ­ძღვნა...

- აი, რას წერ­და გია ყან­ჩე­ლი გივი ორ­ჯო­ნი­კი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 5 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც მის­თვის მი­ძღვნი­ლი დიდი სიმ­ფო­ნი­უ­რი თხზუ­ლე­ბა "ლი­ტურ­გია" და­ას­რუ­ლა:

"მხო­ლოდ დღეს, რო­დე­საც ჩემ­ში ვიგ­რძე­ნი ძალა, და­ვას­რუ­ლო შენი ნა­თე­ლი ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, ვბე­დავ ქა­ღალ­დზე გა­და­ვი­ტა­ნო ის, რა­ზე­დაც ფიქ­რი კარ­გა ხა­ნია მტან­ჯავს. აუ­ტან­ლად ძნე­ლია უშე­ნო­ბა. ახ­ლა­ღა ვხვდე­ბი, თუ რა უდარ­დე­ლი იყო ჩემი ცხოვ­რე­ბა და არა მარ­ტო ჩემი. რა ხში­რად გკი­ცხავ­დით თბი­ლი­სი­დან გა­უ­თა­ვე­ბე­ლი გამ­გზავ­რე­ბის გამო. არ გვიყ­ვარ­და უშე­ნოდ დარ­ჩე­ნა.

რა ვაჟ­კა­ცუ­რად უფრთხილ­დე­ბო­დი შენ ჩვენს მე­გობ­რო­ბას და რად გი­ღირ­და ეს ვაჟ­კა­ცო­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის დაც­ვის დროს შენ იცავ­დი შენს რწმე­ნას, შენს სი­მარ­თლეს, შენს მუ­სი­კას; იცავ­დი შენს იდე­ა­ლებს - მა­ღალზ­ნე­ობ­რივ­სა და დი­ადს.

რა უსა­მარ­თლო­ბაა, რა გულ­სატ­კე­ნია, ასე ადრე რომ წახ­ვე­დი ამ წუ­თი­სოფ­ლი­დან სწო­რედ ახლა გვჭირ­დე­ბი უფრო, რად­გან ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით გან­ვიც­დით მო­აზ­როვ­ნე­თა, მქა­და­გე­ბელ­თა, მებ­რძოლ­თა, ჭეშ­მა­რიტ ლი­დერ­თა სა­ჭი­რო­ე­ბას.

რამ­დენ­დაც შე­მეძ­ლო, ვე­ცა­დე "ლი­ტურ­გი­ა­ში" გა­მო­მე­ხა­ტა ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ ამ­გვა­რი პი­როვ­ნე­ბი­სად­მი, იდე­ა­ლი­სად­მი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის უსა­ზღვროდ საყ­ვა­რე­ლი და ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის იერ­სა­ხე­ში იყო გან­სხე­უ­ლე­ბუ­ლი" - ეს გახ­ლავთ ეპი­ზო­დი წიგ­ნი­დან - "წე­რი­ლი მე­გო­ბარს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ".

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

აი ასეთი ადამიანებით იყო სავსე თბილისის ქუჩები, ლაღები, ნამდვილი ქართველი მამაკაცები ნათელში იყავით და ილოცეთ სადაც ხართ, რომ საქარტველოს და თბილისს დაუბრუნდეს თქვენი მსგავსი თაობა.

gega
1

რაღა უნდა დაუბრუნდეს შეხედეთ ვის ხელშია თბილისი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"აუტანლად ძნელია უშენობა, რა უდარდელი იყო ჩემი ცხოვრება" - რას წერდა გია ყანჩელი გარდაცვლილ მეგობარს, რომელსაც ნაწარმოები მიუძღვნა

"აუტანლად ძნელია უშენობა, რა უდარდელი იყო ჩემი ცხოვრება" - რას წერდა გია ყანჩელი გარდაცვლილ მეგობარს, რომელსაც ნაწარმოები მიუძღვნა

"გივი ორჯონიკიძეს მისი თანამედროვეები მოიხსენიებენ, როგორც უნიკალურ და უნივერსალურ პიროვნებას. ეს იყო მრავალმხრივი მოღვაწე და ღრმა მოაზროვნე, საერთაშორისო მასშტაბის მეცნიერი, მუსიკალური მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ქართული მუსიკალური კულტურის ისტორიაში.

წელს მისი დაბადებიდან 90 წელი შესრულდა, ხოლო გარდაცვალებიდან - 35" - გვიყვება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი რუსუდან წურწუმია. გივი ორჯონიკიძისადმი მიძღვნილი საღამო 3 დეკემბერს გაიმართება.

- ქალბატონო რუსუდან, ახალმა თაობამ ცოტა რამ იცის ბატონი გივი ორჯონიკიძის შესახებ, არადა, მისი დამსახურება ქართულ კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანია.

- ნამდვილად და სწორედ ამ თარიღს ეძღვნება 2019 წლის 2-4 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია "მუსიკა კულტურის კონტექსტში", რომლის ფარგლებში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი (დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, სოლისტი გიორგი ცაგარელი) და სამების საკათადრო ტაძრის გუნდი (დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი) კონცერტს გამართავენ.

შესრულდება ქართული საგუნდო მუსიკა და გია ყანჩელის "ლიტურგია ალტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის „ქარით დატირებული".

- გივი ორჯონიკიძე იმ დიდი სამეგობროს წარმომადგენელი იყო, რომელშიც ერთიანდებოდნენ - გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, სულხან ნასიძე და კიდევ არაერთი საინტერესო ადამიანი...

- გივი ორჯონიკიძე გასული საუკუნის 60-იანი წლების კომპოზიტორთა ბრწყინვალე თაობის აღიარებული ლიდერი იყო – ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, სულხან ნასიძე, ნოდარ გაბუნია და მათი თანამოაზრე, უნიჭიერესი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე მას თავიანთ იდეოლოგად მიიჩნევდნენ. სწორედ გივი ორჯონიკიძე იცავდა თავისი მახვილი სიტყვით ამ მუსიკოსების მიერ ქართულ მუსიკაში პირველად დეკლარირებულ ახალ ესთეტიკას, რამაც მხატვრული აზროვნების ახალი ეტაპის დასაწყისი აღნიშნა. გივი ორჯონიკიძე მათი არა მარტო თანამოაზრე, არამედ უახლოესი მეგობარიც იყო. მისი გარდაცვალება მეგობრებისათვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა.

სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე და გია ყანჩელი

- როგორც შევიტყვეთ, გია ყანჩელმა, მას ნაწარმოები მიუძღვნა...

- აი, რას წერდა გია ყანჩელი გივი ორჯონიკიძის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, როდესაც მისთვის მიძღვნილი დიდი სიმფონიური თხზულება "ლიტურგია" დაასრულა:

"მხოლოდ დღეს, როდესაც ჩემში ვიგრძენი ძალა, დავასრულო შენი ნათელი ხსოვნისადმი მიძღვნილი ნაწარმოები, ვბედავ ქაღალდზე გადავიტანო ის, რაზედაც ფიქრი კარგა ხანია მტანჯავს. აუტანლად ძნელია უშენობა. ახლაღა ვხვდები, თუ რა უდარდელი იყო ჩემი ცხოვრება და არა მარტო ჩემი. რა ხშირად გკიცხავდით თბილისიდან გაუთავებელი გამგზავრების გამო. არ გვიყვარდა უშენოდ დარჩენა.

რა ვაჟკაცურად უფრთხილდებოდი შენ ჩვენს მეგობრობას და რად გიღირდა ეს ვაჟკაცობა. თითოეული ჩვენგანის დაცვის დროს შენ იცავდი შენს რწმენას, შენს სიმართლეს, შენს მუსიკას; იცავდი შენს იდეალებს - მაღალზნეობრივსა და დიადს.

რა უსამართლობაა, რა გულსატკენია, ასე ადრე რომ წახვედი ამ წუთისოფლიდან სწორედ ახლა გვჭირდები უფრო, რადგან ახლა განსაკუთრებით განვიცდით მოაზროვნეთა, მქადაგებელთა, მებრძოლთა, ჭეშმარიტ ლიდერთა საჭიროებას.

რამდენდაც შემეძლო, ვეცადე "ლიტურგიაში" გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება სწორედ ამგვარი პიროვნებისადმი, იდეალისადმი, რომელიც ჩემთვის უსაზღვროდ საყვარელი და ძვირფასი ადამიანის იერსახეში იყო განსხეულებული" - ეს გახლავთ ეპიზოდი წიგნიდან - "წერილი მეგობარს სიკვდილის შემდეგ".

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"