კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი
რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი

თურ­ქე­თის მხრი­დან სი­ურპრი­ზე­ბი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ნატო-ს ალი­ან­სის­თვის არ წყდე­ბა. C-400-ების, სი­რი­ა­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ი­სა და მიგ­რან­ტე­ბის ნა­კად­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მუ­ქა­რე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა (რო­მე­ლიც შე­უძ­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის თან­ხმო­ბის გა­რე­შე მომ­ხდა­რი­ყო) ნატო-ს თავ­დაც­ვის გეგ­მის პრაქ­ტი­კუ­ლად დაბ­ლოკ­ვის შე­სა­ხებ მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნას ჰგავ­და.

გუ­შინ სა­ა­გენ­ტო Reuters-მა სა­კუ­თარ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­სა და პო­ლო­ნეთ­ში ნატო-ს ახა­ლი სა­ჯა­რი­სო ფორ­მი­რე­ბე­ბი გან­ლაგ­დეს მა­ნამ, სა­ნამ ალი­ან­სი ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად არ აღი­ა­რებს ერთ-ერთ ქურ­თულ დაჯ­გუ­ფე­ბას "სა­ხალ­ხო თავ­დაც­ვის ერ­თე­უ­ლებს" (YPG). ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა ნატო-სთვის, ვი­ნა­ი­დან უკვე ცხა­დად გა­მოჩ­ნდა, რომ თურ­ქეთს სე­რი­ო­ზუ­ლი დი­სო­ნან­სი შე­აქვს ალი­ან­სში და მის ერ­თი­ა­ნო­ბას თუ არა, სულ მცი­რე მის იმიჯს ძა­ლი­ან დიდ საფრ­თხეს უქ­მნის.

ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მა­ლე­ვე გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბე­ბი ნატო-ს გენმდივ­ნი­სა და ლიტ­ვის პრე­ზი­დენ­ტის მიერ. იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა გა­ნა­ცხა­და, რომ თურ­ქე­თის ამ ნა­ბი­ჯის მი­უ­ხე­და­ვად, ნატო-ს ერ­თი­ა­ნი თავ­დაც­ვის სის­ტე­მას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ლიტ­ვის პრე­ზი­დენ­ტმა გი­ტა­ნას ნა­უ­სე­დამ კი აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სა­კი­თხის დრა­მა­ტი­ზე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და ალი­ან­სში ყვე­ლა წევ­რს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა აქვს გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი მდგო­მა­რე­ო­ბის ჩა­სა­წყნა­რებ­ლად უფრო არის გა­კე­თე­ბუ­ლი და ჩვე­ნი აზ­რით, ნაკ­ლე­ბად ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას.

რე­ა­ლო­ბა კი შემ­დეგ­ნა­ი­რია.

ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ Reuters-მა უკვე თურ­ქე­თის დიპ­ლო­მა­ტი­ურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ თურ­ქე­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევს ნატო-ს ზე­წო­ლას თავ­დაც­ვის გეგ­მის მხარ­და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს უკვე ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა არც ისე მარ­ტი­ვია, რო­გორც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს და სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ ალი­ან­სში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის ქო­ნას არ შე­ე­ხე­ბა.

3-4 დე­კემ­ბერს ლონ­დონ­ში ნატო-ს და­არ­სე­ბი­დან 70-ე სა­მი­ტი უნდა გა­ი­მარ­თოს, სა­დაც აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა თურ­ქე­თის მიერ სი­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის სა­კი­თხი, რა­ზეც ერ­დო­ღანს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კებ­დნენ. რო­გორც ჩანს, ერ­დო­ღან­მა თა­ვად გა­და­წყვი­ტა შე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლა და სა­მი­ტამ­დე მო­კავ­ში­რე­ებს სი­ურპრი­ზი და­ახ­ვედ­რა ერთი მხრივ თავ­დაც­ვის გეგ­მას­თან, მე­ო­რე მხრივ კი C-400-ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის ტეს­ტი­რე­ბაც უკვე და­ი­წყეს ამე­რი­კუ­ლი გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის F-16 Viper-ები­სა და F-4 Phantom II-ების წი­ნა­აღ­მდეგ. იხი­ლეთ ვრცლად

ავტორი:

რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი

რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი

თურქეთის მხრიდან სიურპრიზები შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ალიანსისთვის არ წყდება. C-400-ების, სირიაში სამხედრო ოპერაციისა და მიგრანტების ნაკადთან დაკავშირებული მუქარების შემდეგ გადაწყვეტილება (რომელიც შეუძლებელია ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანხმობის გარეშე მომხდარიყო) ნატო-ს თავდაცვის გეგმის პრაქტიკულად დაბლოკვის შესახებ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.

გუშინ სააგენტო Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგება ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატო-ს ახალი საჯარისო ფორმირებები განლაგდეს მანამ, სანამ ალიანსი ტერორისტულ ორგანიზაციად არ აღიარებს ერთ-ერთ ქურთულ დაჯგუფებას "სახალხო თავდაცვის ერთეულებს" (YPG). ეს არის სერიოზული დარტყმა ნატო-სთვის, ვინაიდან უკვე ცხადად გამოჩნდა, რომ თურქეთს სერიოზული დისონანსი შეაქვს ალიანსში და მის ერთიანობას თუ არა, სულ მცირე მის იმიჯს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის.

ამ საკითხთან დაკავშირებით მალევე გაკეთდა განცხადებები ნატო-ს გენმდივნისა და ლიტვის პრეზიდენტის მიერ. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის ამ ნაბიჯის მიუხედავად, ნატო-ს ერთიანი თავდაცვის სისტემას საფრთხე არ ემუქრება, ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კი აღნიშნა, რომ ამ საკითხის დრამატიზება არ შეიძლება და ალიანსში ყველა წევრს საკუთარი მოსაზრება აქვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ეს განცხადებები მდგომარეობის ჩასაწყნარებლად უფრო არის გაკეთებული და ჩვენი აზრით, ნაკლებად ასახავს რეალობას.

რეალობა კი შემდეგნაირია.

ამ განცხადებების შემდეგ Reuters-მა უკვე თურქეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თურქეთი წინააღმდეგობას გაუწევს ნატო-ს ზეწოლას თავდაცვის გეგმის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ეს უკვე ნათლად აჩვენებს, რომ მდგომარეობა არც ისე მარტივია, როგორც ზემოთ აღნიშნულმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს და საუბარი მხოლოდ ალიანსში განსხვავებული აზრის ქონას არ შეეხება.

3-4 დეკემბერს ლონდონში ნატო-ს დაარსებიდან 70-ე სამიტი უნდა გაიმართოს, სადაც აუცილებლად დადგება თურქეთის მიერ სირიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის საკითხი, რაზეც ერდოღანს, სავარაუდოდ, მკაცრად გააკრიტიკებდნენ. როგორც ჩანს, ერდოღანმა თავად გადაწყვიტა შეტევაზე გადასვლა და სამიტამდე მოკავშირეებს სიურპრიზი დაახვედრა ერთი მხრივ თავდაცვის გეგმასთან, მეორე მხრივ კი C-400-ებთან დაკავშირებით, რომლის ტესტირებაც უკვე დაიწყეს ამერიკული გამანადგურებლების F-16 Viper-ებისა და F-4 Phantom II-ების წინააღმდეგ. იხილეთ ვრცლად

რუსული ელიტის ცნობილი სახეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

ქვეყნები, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე უკვე დაიწყეს

მსოფლიოს "ბიბლიური მასშტაბის" შიმშილი ელის - გაერო მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ გვაფრთხილებს