მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლები აქციების გამო თავს იკავებენ ბავშვების გამოშვებაზე" - რა მდგომარეობაა პარლამენტთან მდებარე სკოლებში
"მშობლები აქციების გამო თავს იკავებენ ბავშვების გამოშვებაზე" - რა მდგომარეობაა პარლამენტთან მდებარე სკოლებში

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი დი­ლი­დან გა­და­კე­ტი­ლია, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია, რო­მე­ლიც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მის­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რედ ორი სა­ჯა­რო სკო­ლა - თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზია და 47-ე სა­ჯა­რო სკო­ლა მდე­ბა­რე­ობს, რო­მელ­თა მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი, ბოლო დღე­ე­ბია გაკ­ვე­თი­ლებს არ ეს­წრე­ბა ქა­ლაქ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო. მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ თით­ქმის ბოლო 2 კვი­რაა სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­ფერ­ხე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, არც სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია და არც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენს.

47-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ირმა ხუ­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის 32% პრო­ცენ­ტი არ გა­მო­ცხად­და. მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა ეს სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბო­დეს, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, სკო­ლას­თან არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს და მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

"სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩვე­უ­ლებ­რივ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მშობ­ლე­ბი აქ­ცი­ე­ბის გამო თავს იკა­ვე­ბენ ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში გა­მოშ­ვე­ბა­ზე.

გვაქვს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მი, რომ სას­წავ­ლო პრო­ცესს არ ეს­წრე­ბა ბავ­შვე­ბის 32 პრო­ცენ­ტი. სულ 1700 ბავ­შვია ჩვენს სკო­ლა­ში და ათას­ზე მეტი ბავ­შვი ეს­წრე­ბა გაკ­ვე­თი­ლებს, შე­ფერ­ხე­ბა არ გვაქვს.

ჯერ არ გვი­სა­უბ­რია მშობ­ლებ­თან იმა­ზე, თუ რა­ტომ არ მო­ვიდ­ნენ ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში, მაგ­რამ დღეს დღის ბო­ლოს და­უ­რე­კა­ვენ პე­და­გო­გე­ბი და გა­მო­კი­თხა­ვენ მი­ზეზს. ალ­ბათ, ხვალ მოვ­ლენ ბავ­შვე­ბი.

უნდა ით­ქვას, რომ ჩვენ შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბით და მოვ­დი­ვართ სკო­ლამ­დე, ამ­დე­ნი ბავ­შვი მო­ვი­და და რო­გორ მო­ვიდ­ნენ აბა?! ზე­ვი­დან გა­დავ­დი­ვართ, ქვე­მო­და­ნაც არის სხვა­დას­ხვა ქუ­ჩე­ბი. არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს... ზო­გი­ერ­თი მშობ­ლის ფან­ტა­ზი­ას არ აქვს სა­ზღვა­რი" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ირმა ხუ­ციშ­ვილ­მა.

მოს­წავ­ლე­თა დას­წრე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია პირ­ველ კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში. რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა თა­მარ კა­პა­ნა­ძემ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­მარ­ტა, მშობ­ლებ­მა დღეს მოს­წავ­ლე­ე­ბის სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნის­გან თავი შე­ი­კა­ვეს.

"სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩვე­უ­ლებ­რივ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა დას­წრე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. მოს­წავ­ლე­ე­ბის თით­ქმის 35% არ გა­მო­ცხად­და სკო­ლა­ში. მშობ­ლებ­მა თავი შე­ი­კა­ვეს მათ გა­მოშ­ვე­ბა­ზე. თუმ­ცა, შე­ფერ­ხე­ბა არ არ­სე­ბობს და ჩვე­უ­ლებ­რივ ტარ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბი" - გა­ნა­ცხა­და თა­მარ კა­პა­ნა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი რამ­დე­ნი­მე დღეა ფაქ­ტობ­რი­ვად, პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. დღეს დი­ლი­დან, ჩი­ტა­ძი­სა და ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის ქუ­ჩე­ბი, ასე­ვე უშუ­ა­ლოდ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს რამ­დე­ნი­მე შე­სას­ვლე­ლი პო­ლი­ცი­ას რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით აქვს ჩა­კე­ტი­ლი. ჩა­კე­ტი­ლია ასე­ვე ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩაც.

რაც შე­ე­ხე­ბა ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩას, იქ რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი არ დგას, თუმ­ცა პარ­ლა­მენ­ტის შე­სას­ვლელ ჭიშ­კარ­თან 30-მდე პო­ლი­ცი­ე­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

გა­და­ად­გი­ლე­ბა კი თა­ვი­სუფ­ლა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი უშუ­ა­ლოდ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
marTali
14

200 kacis gamo ratom unda viyoT paralizebulebi , imitom am 200 kacs parlamentshi unda shezroma da erTi adgilis gaTboba , me amisTvis bavshvi skolashi ver unda gavushva . mtavroba ratom xar aseTi ususuri. gamoiyene kanoniT miniwebuli ufleba . daviralet 30 wliani saxeebis yurebiT.

სიმართლე
20

ნაცების მიერ მართული აქციების მიზანია რევოლუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება და არა საკუთარ ხალხზე ზრუნვა.ამიტომ საჭიროა ყველამ ავიმაღლოთ ხმა და სასწრაფოდ აღმოფხვრათ მათი უკანონო დესტრუქციული ქმედებები.მათ საერთოდ არ ადარდებთ არც ხალხი და არც ბავშვები,მათ მხოლოდ და მხოლოდ ამოძრავებთ რამენაირად ძალაუფლების ხელში ჩაგდება და შემდეგ არეულობების და შურისძიებების მოწყობა.თქვენი ამდენი გაუთავებელი კინკლაობით და ერთმანეთის ლანძღვა გინებით დაიღალა ხალხი.ჩვენ, პარლამენტთან ახლოს მცხოვრებლები ამ არეულობების გამო ვართ გაუსაძლის მდგომარეობაში.წადით და მოგვეცით ნორმალურად ცხოვრების საშუალება.კმარა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მშობლები აქციების გამო თავს იკავებენ ბავშვების გამოშვებაზე" - რა მდგომარეობაა პარლამენტთან მდებარე სკოლებში

"მშობლები აქციების გამო თავს იკავებენ ბავშვების გამოშვებაზე" - რა მდგომარეობაა პარლამენტთან მდებარე სკოლებში

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ქუჩები დილიდან გადაკეტილია, ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალებას არ აძლევს.

პარლამენტის მიმდებარედ ორი საჯარო სკოლა - თბილისის კლასიკური გიმნაზია და 47-ე საჯარო სკოლა მდებარეობს, რომელთა მოსწავლეების ნაწილი, ბოლო დღეებია გაკვეთილებს არ ესწრება ქალაქში განვითარებული მოვლენების გამო. მშობლების ნაწილი ამბობს, რომ თითქმის ბოლო 2 კვირაა სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს, თუმცა, არც სკოლების ადმინისტრაცია და არც განათლების სამინისტრო ამაზე რეაგირებას არ ახდენს.

47-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ირმა ხუციშვილის განცხადებით, დღეს სკოლაში მოსწავლეების 32% პროცენტი არ გამოცხადდა. მისივე თქმით, შესაძლოა ეს სკოლის ტერიტორიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას უკავშირდებოდეს, თუმცა, მისივე თქმით, სკოლასთან არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და მოსწავლეები და მასწავლებლები უპრობლემოდ გადაადგილდებიან.

"სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს, თუმცა, როგორც ჩანს, მშობლები აქციების გამო თავს იკავებენ ბავშვების სკოლაში გამოშვებაზე.

გვაქვს სტატისტიკური მონაცემი, რომ სასწავლო პროცესს არ ესწრება ბავშვების 32 პროცენტი. სულ 1700 ბავშვია ჩვენს სკოლაში და ათასზე მეტი ბავშვი ესწრება გაკვეთილებს, შეფერხება არ გვაქვს.

ჯერ არ გვისაუბრია მშობლებთან იმაზე, თუ რატომ არ მოვიდნენ ბავშვები სკოლაში, მაგრამ დღეს დღის ბოლოს დაურეკავენ პედაგოგები და გამოკითხავენ მიზეზს. ალბათ, ხვალ მოვლენ ბავშვები.

უნდა ითქვას, რომ ჩვენ შეუფერხებლად გადავაადგილდებით და მოვდივართ სკოლამდე, ამდენი ბავშვი მოვიდა და როგორ მოვიდნენ აბა?! ზევიდან გადავდივართ, ქვემოდანაც არის სხვადასხვა ქუჩები. არანაირი საფრთხე არ არსებობს... ზოგიერთი მშობლის ფანტაზიას არ აქვს საზღვარი" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ირმა ხუციშვილმა.

მოსწავლეთა დასწრების დაბალი მაჩვენებელია პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. როგორც სკოლის დირექტორმა თამარ კაპანაძემ AMBEBI.GE-ს განუმარტა, მშობლებმა დღეს მოსწავლეების სკოლაში მიყვანისგან თავი შეიკავეს.

"სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს, თუმცა დასწრების დაბალი მაჩვენებელია. მოსწავლეების თითქმის 35% არ გამოცხადდა სკოლაში. მშობლებმა თავი შეიკავეს მათ გამოშვებაზე. თუმცა, შეფერხება არ არსებობს და ჩვეულებრივ ტარდება გაკვეთილები" - განაცხადა თამარ კაპანაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რამდენიმე დღეა ფაქტობრივად, პარალიზებულია. დღეს დილიდან, ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი. ჩაკეტილია ასევე ინგოროყვას ქუჩაც.

რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, იქ რკინის კონსტრუქციები არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან 30-მდე პოლიციელია მობილიზებული.

გადაადგილება კი თავისუფლადაა შესაძლებელი უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ბიჭის მშობლები გახდნენ

"ვის ან რის გამო უნდა გადავიტანოთ ამდენი მთელმა ოჯახმა?!" - აქციის დარბევისას თვალდაკარგულ გიორგი სულაძეს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა

"მის ცხოვრებაში არ ვერეოდი, 1-2 გოგოს ნაკლოვანებაზე მივანიშნე" - როგორი დედამთილია მარინა კახიანი და რა საერთო აქვს "ნატრულისთან"