მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
მეცნიერება
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში გიდების ტრენინგები „ბათუმი კინოში“ თემით გაიხსნა
აჭარაში გიდების ტრენინგები „ბათუმი კინოში“ თემით გაიხსნა

ბა­თუ­მის, რო­გორც კი­ნო­გა­და­ღე­ბე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ით გა­იხ­სნა ტრე­ნინ­გე­ბის პირ­ვე­ლი დღე აჭა­რა­ში მოქ­მე­დი გი­დე­ბის­თვის. ტრე­ნინ­გის თემა, რო­მე­ლიც გი­დებს ქა­ლა­ქის კი­ნო­ტუ­რი­სა და მარ­შრუ­ტის და­გეგ­მვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა მათ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად შე­ი­მუ­შა­ვა. გარ­და ამი­სა, სა­შე­მოდ­გო­მო ტრე­ნინ­გე­ბი­სას ისი­ნი თე­ო­რი­ულ-პრაქ­ტი­კულ ლექ­ცი­ებს ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე გა­ივ­ლი­ან, რო­გო­რე­ბი­ცაა ბა­თუ­მის ცნო­ბი­ლი შე­ნო­ბე­ბი, აივ­ნე­ბი, ეზო­ე­ბი, ქა­ლაქთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი ის­ტო­რი­ე­ბი, ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გია და ქო­რე­ოგ­რა­ფია.

„ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბა­თუ­მის ქა­ლა­ქის ტური გახ­დეს უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. ამი­ტომ გი­დებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად ჩვენ შევ­კა­რით სა­შე­მოდ­გო­მო სატ­რე­ნინ­გო კურ­სი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ქა­ლა­ქის მნიშ­ვნე­ლო­ვან ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რულ თე­მებ­სა და სა­კი­თხებს. ეს თე­მე­ბი ერ­თის მხრივ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს გი­დებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც გა­ნა­ვი­თა­რონ ბა­თუ­მის ტური და ტუ­რის­ტებ­თან უფრო სა­ინ­ტე­რე­სოდ წარ­მო­ა­ჩი­ნონ ჩვე­ნი ქა­ლა­ქი. მე­ო­რეს მხრივ კი, უკვე ჩვენ ვგეგ­მავთ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გა­მო­ცე­მას, სა­დაც ბა­თუ­მის სხვა­და­სახ­ვა თე­მა­ტი­კის ტუ­რე­ბი ერ­თად იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი, რაც დამ­წყებ გი­დებს და­ეხ­მა­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ და­გეგ­მონ ქა­ლა­ქის ექ­სკურ­სი­ე­ბი,“ გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე თი­ნა­თინ ზო­ი­ძემ.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წრე­ბა გარ­და გი­დე­ბი­სა, ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს 8 დე­კემ­ბრამ­დე შე­უძ­ლია (რე­გის­ტრა­ცია - https://cutt.ly/ceCp6uZ). სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მა, ისე­ვე რო­გორც დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სხვა ტრე­ნინ­გე­ბი უფა­სოა.

პროგ­რა­მა:

ბა­თუ­მი და პი­როვ­ნე­ბე­ბი -28 ნო­ემ­ბე­რი, 18:30-21:30

ქა­ლა­ქის ცნო­ბი­ლი შე­ნო­ბე­ბი და მათი ის­ტო­რი­ე­ბი - 29 ნო­ემ­ბე­რი, 14:00-18:00 (გას­ვლი­თი ტური)

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა - 30 ნო­ემ­ბე­რი, 17:00-20:00; 1 დე­კემ­ბე­რი, 17:00-20:00

ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გია - 6 დე­კემ­ბე­რი, 18:30-21:30

ქარ­თუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფია - 7 დე­კემ­ბე­რი, 18:00-21:00; 8 დე­კემ­ბე­რი, 18:00-21:00

ბა­თუ­მუ­რი ეზო­ე­ბი, აივ­ნე­ბი და კა­რე­ბი - 8 დე­კემ­ბე­რი, 14:00-18:00

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აჭარაში გიდების ტრენინგები „ბათუმი კინოში“ თემით გაიხსნა

აჭარაში გიდების ტრენინგები „ბათუმი კინოში“ თემით გაიხსნა

ბათუმის, როგორც კინოგადაღებებისთვის საინტერესო ქალაქის ისტორიით გაიხსნა ტრენინგების პირველი დღე აჭარაში მოქმედი გიდებისთვის. ტრენინგის თემა, რომელიც გიდებს ქალაქის კინოტურისა და მარშრუტის დაგეგმვაში დაეხმარება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მათთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავა. გარდა ამისა, საშემოდგომო ტრენინგებისას ისინი თეორიულ-პრაქტიკულ ლექციებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გაივლიან, როგორებიცაა ბათუმის ცნობილი შენობები, აივნები, ეზოები, ქალაქთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები და მათი ისტორიები, ქართული მითოლოგია და ქორეოგრაფია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის ქალაქის ტური გახდეს უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი. ამიტომ გიდებთან კონსულტაციის შედეგად ჩვენ შევკარით საშემოდგომო სატრენინგო კურსი, რომელიც მოიცავს ქალაქის მნიშვნელოვან ისტორიულ-კულტურულ თემებსა და საკითხებს. ეს თემები ერთის მხრივ საშუალებას მისცემს გიდებს ინდივიდუალურადაც განავითარონ ბათუმის ტური და ტურისტებთან უფრო საინტერესოდ წარმოაჩინონ ჩვენი ქალაქი. მეორეს მხრივ კი, უკვე ჩვენ ვგეგმავთ სახელმძღვანელოს გამოცემას, სადაც ბათუმის სხვადასახვა თემატიკის ტურები ერთად იქნება თავმოყრილი, რაც დამწყებ გიდებს დაეხმარება საინტერესოდ დაგეგმონ ქალაქის ექსკურსიები,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგებზე დასწრება გარდა გიდებისა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 8 დეკემბრამდე შეუძლია (რეგისტრაცია - https://cutt.ly/ceCp6uZ). სატრენინგო პროგრამა, ისევე როგორც დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სხვა ტრენინგები უფასოა.

პროგრამა:

ბათუმი და პიროვნებები -28 ნოემბერი, 18:30-21:30

ქალაქის ცნობილი შენობები და მათი ისტორიები - 29 ნოემბერი, 14:00-18:00 (გასვლითი ტური)

საქართველოს ეკონომიკა - 30 ნოემბერი, 17:00-20:00; 1 დეკემბერი, 17:00-20:00

ქართული მითოლოგია - 6 დეკემბერი, 18:30-21:30

ქართული ქორეოგრაფია - 7 დეკემბერი, 18:00-21:00; 8 დეკემბერი, 18:00-21:00

ბათუმური ეზოები, აივნები და კარები - 8 დეკემბერი, 14:00-18:00

The Blackest Friday - სად მივიღოთ პროდუქცია 100%-მდე დანაზოგით

დღე, როდესაც ადამიანები მაღაზიების რიგებში საათობით დგანან და ერთმანეთსაც არ ინდობენ - რა ხდება 29 ნოემბერს?

უახლესი 2020 წლის საახალწლო კოლექცია „ბიბლუსში“ - ყველაფერი იდეალური ახალი წლისთვის