ავტორი:

ივანიშვილი - არ მახსოვს, 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ რამე სერიოზული დაპირება ჩვენ არ შეგვისრულებია

ივანიშვილი - არ მახსოვს, 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ რამე სერიოზული დაპირება ჩვენ არ შეგვისრულებია

არ მახსოვს, 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ რამე სერიოზული დაპირება ჩვენ არ შეგვისრულებია. მე ზოგადად ვუფრთხილდები დაპირებებს, ასჯერ და ათასჯერ ვზომავ, რომ შევძლო - თუ პირდები უნდა გააკეთო, - ეს განცხადება “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის თავის სიტყვებს ძალიან უფრთხილდება და როგორც ყველა, განიცდის, როცა პირდება და ვერ აკეთებს.

“ძალიან ვუფრთხილდები ყოველთვის ჩემს სიტყვებს და მთელი ცხოვრება ასე მიცხოვრია, არამარტო მე, ყველა განიცდის, როცა ამბობს და ვერ აკეთებს. ჩვენ ცილს გვამწებდნენ მუდამ, რომ რაღაც ვერ გავაკეთეთ, რაღაც არ შევასრულებთ, მაგრამ არც ერთი პრინციპული არ მახსოვს ჩვენი 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, როცა “ქართული ოცნება” მოვიდა პოლიტიკაში, რომ რამე სერიოზული დაპირება არ შეგვისრულებია, მე ზოგადად ვუფრთხილდები დაპირებებს, ასჯერ და ათასჯერ ვზომავ, რომ თუ პირდები უნდა გააკეთო”, - აღნიშნა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

მისივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაპირების შესრულება ვერ შეძლო.

მამუკა ხაზარაძე - კრიმინალ გახარიაზე საქმე უნდა აღიძრას

ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე  ბიზნესკლასის ბილეთი ვუყიდე და შეუძლია ქვეყანა დატოვოს - მამუკა ხაზარაძე

"ჩვენ ვრჩებით და ბოლომდე დავეხმარებით ყველას" - ნიკა გვარამია საქართველოდან წასვლას არ აპირებს