პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად  ისტორიაში, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება
პირველად  ისტორიაში, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

დღე­ი­დან 2020 წლის 15 მა­ი­სის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ქვე­ყა­ნა ხდე­ბა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო საფ­რან­გე­თის­გან თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა მო­ად­გი­ლე­ე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გად­მო­ი­ბა­რებს, რო­მე­ლიც დღეს სტრას­ბურ­გში გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს საფ­რან­გე­თის მხრი­დან ევ­რო­პის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის სიმ­ბო­ლუ­რი გა­სა­ღე­ბი გად­მო­ე­ცე­მა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს და­ვით ზალ­კა­ლი­ანს, რო­გორც ევ­რო­პის საბ­ჭოს მო­მა­ვალ თავ­მჯდო­მა­რეს სიმ­ბო­ლურ გა­სა­ღებს საფ­რან­გე­თის ევ­რო­პულ საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ამე­ლი დე მონ­შა­ლე­ნი გა­დას­ცემს.

თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის გად­მო­ცე­მის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა მო­ად­გი­ლე­ე­ბის კო­მი­ტეტს სი­ტყვით მი­მარ­თავს და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტებს გა­აც­ნობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევ­რო­პის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს ოთხი პრი­ო­რი­ტე­ტი: ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და გა­რე­მოს დაც­ვა; სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში; ბავ­შვზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა - აღ­დგე­ნი­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა; დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის გად­მო­ცე­მის ოფი­ცი­ა­ლურ ცე­რე­მო­ნი­ამ­დე, დღეს, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­სა­მარ­თლო შე­ნო­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და ევ­რო­პის საბ­ჭოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრამ­ვა­ით იმ­გზავ­რე­ბენ, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნით და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის ლო­გო­თი არის მორ­თუ­ლი. შემ­დეგ, ქ. სტრას­ბურ­გის რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის დრო­შის აღ­მარ­თვის ცე­რე­მო­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ქ. სტრას­ბურ­გის მე­რი­ის, ევ­რო­პის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის და ევ­რო­პის საბ­ჭო­ში საფ­რან­გე­თის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ცე­რე­მო­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­იჭ­რე­ბა სიმ­ბო­ლუ­რი ლენ­ტი და შეს­რულ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნით და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის ლო­გო­თი მორ­თუ­ლი ტრამ­ვაი ქ. სტრას­ბურ­გში 6 თვის გან­მა­ლო­ბა­ში იმოძ­რა­ვებს.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ქ. სტრას­ბურ­გში 2019 წლის 3 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის - სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის კონ­ცერ­ტი.

სტრას­ბურ­გში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს ევ­რო­პის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტთან და ასე­ვე ევ­რო­პის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის რან­გში სი­ტყვით გა­მო­ვა ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის მუდ­მივ­მოქ­მე­დი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე.

თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის 6 თვის გან­მა­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის საბ­ჭოს ფარ­გლებ­ში 20-მდე ღო­ნის­ძი­ე­ბას გა­უ­წევს ორ­გა­ნი­ზე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკაკი
5

აი პოზიტივი მართლა ძალიან კარგია

A M E R I C A
2

ძირს რუსეთი გაუმარჯოს აშშ-ს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

პირველად  ისტორიაში, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

პირველად  ისტორიაში, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველო საფრანგეთისგან თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადმოიბარებს, რომელიც დღეს სტრასბურგში გაიმართება.

საქართველოს საფრანგეთის მხრიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები გადმოეცემა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ამელი დე მონშალენი გადასცემს.

თავმჯდომარეობის გადმოცემის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს ოთხი პრიორიტეტი: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალურ ცერემონიამდე, დღეს, ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, სპეციალური ტრამვაით იმგზავრებენ, რომელიც ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი არის მორთული. შემდეგ, ქ. სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქ. სტრასბურგის მერიის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით. ცერემონიის ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი. აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი მორთული ტრამვაი ქ. სტრასბურგში 6 თვის განმალობაში იმოძრავებს.

საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად ქ. სტრასბურგში 2019 წლის 3 დეკემბერს გაიმართება საქართველოს ნაციონალური ბალეტის - სუხიშვილების კონცერტი.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასევე ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე.

თავმჯდომარეობის 6 თვის განმალობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

"პოლიციამ ავლაბარში ჩამომსვა, საფულეც არ მქონდა..." - გიგი უგულავას "სელფი" ტაქსიდან

გვიწევს დეპუტატების შეკავება,  - ეს 100 დეპუტატი ეყოფა პარლამენტთან მყოფ 198 კაცს, ასე რომ მუშტებს ნუ აბრახუნებენ - ირაკლი კობახიძე

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაპირისპირებისას ირაკლი აბესაძემ სახის არეში დაზიანება მიიღო