პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალების" დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო" -  რას აპროტესტებს ნიკა თავაძე
"ნაციონალების" დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო" -  რას აპროტესტებს ნიკა თავაძე

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ნიკა თა­ვა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებს ეხ­მა­უ­რე­ბა. მსა­ხი­ო­ბი მო­მი­ტინ­გე პო­ლი­ტი­კო­სებს "ძველ ცოდ­ვებს" უხ­სე­ნებს:

"სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტებს.... გე­ბელ­სი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს... რამე არ მოგ­წონს? შენ­ში პრო­ტესტს იწ­ვევს? ძა­ლი­ან კარ­გი, ასეც უნდა იყოს და ნე­ბის­მი­ერ უკა­ნო­ნო­ბას წინ უნდა გა­და­უდ­გე და ყვე­ლას პა­სუ­ხი უნდა აგე­ბი­ნო და გა­მო­ი­ყე­ნო ამის­თვის ყვე­ლა რე­სურ­სი, რაც გა­გაჩ­ნია, მაგ­რამ ქვეყ­ნის და ხალ­ხის მო­ძუ­ლე, რო­მელ­მაც კონ­სტი­ტუ­ცია და კა­ნო­ნი ბე­ბი­ა­მი­სის ფო­ხა­ნი­ვით მო­ირ­გო, რო­მელ­მაც გას­ვა­რა და გა­ა­ნად­გუ­რა ყვე­ლა­ფე­რი ძვირ­ფა­სი და მერე - რო­გორც აწყობ­და გა­აპ­რა­ვა, ამას­თან ერ­თად დგა­ხარ და მო­რალ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბი? კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე?

მათ დროს მი­ტინგს კი არ არ­ბევ­დნენ, კლავ­დნენ და ანად­გუ­რებ­დნენ. კლავ­დნენ და პა­სუ­ხის მომ­თხოვ­ნიც არა­ვინ იყო. რა­საც უნ­დო­დათ იმას აკე­თებ­დნენ",ორი გვა­მის” მომ­თხოვ­ნი, რო­მე­ლიც ისე­თი ჯა­ლა­თია, რომ ვე­ღარც გრძნობს, რას ლა­პა­რა­კობს, თან კა­მე­რე­ბის წინ... და პრე­მი­ას პირ­დე­ბა თა­ნაც დიდს, თუ მოკ­ლა­ვენ და გვა­მებს მო­უ­ტა­ნენ... ამ ვი­დე­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი არა წარ­მოთ­ქმუ­ლი ტექ­სტია, არა­მედ ის, რომ ეს იქ მყოფ­თათ­ვის ახა­ლი არ არის, პირ­ვე­ლად არ ეს­მით, რომ ასე­თი ბრძა­ნე­ბა სხვა დრო­საც მი­უ­ღი­ათ. ეს არის სა­ში­ნე­ლე­ბა...

და ესე­ნი ლა­პა­რა­კო­ბენ, დღეს რა არის დე­მოკ­რა­ტია და კა­ნო­ნი. რისი უფ­ლე­ბა აქვს თუ არ აქვს ვინ­მეს? ხო და... იმას თუ ვერ ხვდე­ბი, ვის გვერ­დით გი­წევს გაპ­რო­ტეს­ტე­ბა, იმა­საც ვერ მიხ­ვდე­ბი, რას ნიშ­ნავს, როცა სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას იცავს და იო­ზეფ გე­ბელ­სი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს" - წერს თა­ვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
82

წარმატებები, ბატონო ნიკა

გიორგი
88

სრულად ვეთანხმები.ახალგაზრდებს უნდა გავაგებინოთ ვის გვერდში დგანან? ნაციონალები არიან და იყვნენ ხალხთმოძულეები და სადისტები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ნაციონალების" დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო" -  რას აპროტესტებს ნიკა თავაძე

"ნაციონალების" დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო" -  რას აპროტესტებს ნიკა თავაძე

ცნობილი მსახიობი ნიკა თავაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. მსახიობი მომიტინგე პოლიტიკოსებს "ძველ ცოდვებს" უხსენებს:

"სერგო ორჯონიკიძე დღეს, საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებს.... გებელსი ადამიანის უფლებებს... რამე არ მოგწონს? შენში პროტესტს იწვევს? ძალიან კარგი, ასეც უნდა იყოს და ნებისმიერ უკანონობას წინ უნდა გადაუდგე და ყველას პასუხი უნდა აგებინო და გამოიყენო ამისთვის ყველა რესურსი, რაც გაგაჩნია, მაგრამ ქვეყნის და ხალხის მოძულე, რომელმაც კონსტიტუცია და კანონი ბებიამისის ფოხანივით მოირგო, რომელმაც გასვარა და გაანადგურა ყველაფერი ძვირფასი და მერე - როგორც აწყობდა გააპრავა, ამასთან ერთად დგახარ და მორალზე მელაპარაკები? კანონიერებაზე და ადამიანის უფლებებზე?

მათ დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ. კლავდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო. რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ, ,,ორი გვამის” მომთხოვნი, რომელიც ისეთი ჯალათია, რომ ვეღარც გრძნობს, რას ლაპარაკობს, თან კამერების წინ... და პრემიას პირდება თანაც დიდს, თუ მოკლავენ და გვამებს მოუტანენ... ამ ვიდეოში ყველაზე საშინელი არა წარმოთქმული ტექსტია, არამედ ის, რომ ეს იქ მყოფთათვის ახალი არ არის, პირველად არ ესმით, რომ ასეთი ბრძანება სხვა დროსაც მიუღიათ. ეს არის საშინელება...

და ესენი ლაპარაკობენ, დღეს რა არის დემოკრატია და კანონი. რისი უფლება აქვს თუ არ აქვს ვინმეს? ხო და... იმას თუ ვერ ხვდები, ვის გვერდით გიწევს გაპროტესტება, იმასაც ვერ მიხვდები, რას ნიშნავს, როცა სერგო ორჯონიკიძე საქართველოს დამოუკიდებლობას იცავს და იოზეფ გებელსი ადამიანის უფლებებს" - წერს თავაძე.

"სასულიერო პირთა და მორწმუნეთა ეს ჯგუფი უკვე წლებია ამუხრუჭებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას..." - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

"დღემდე მხოლოდ ერთ სიზმარს ვხედავ, სადაც ნიკუშას ვეკითხები: დედას რა ვუთხრა ბიჭო?" - მევლუდ მელაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე

"არ ვიცი, რა მოხდა, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა..." - ნიკა გვარამიას დაცვის წევრი და მძღოლი გარდაიცვალა