მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 დიდი გამზირის რეაბილიტაცია, უბნების დამაკავშირებელი ხიდები და  "მარშრუტკების" ჩანაცვლება - რა პროექტები იგეგმება თბილისში
3 დიდი გამზირის რეაბილიტაცია, უბნების დამაკავშირებელი ხიდები და  "მარშრუტკების" ჩანაცვლება - რა პროექტები იგეგმება თბილისში

2020 წელს თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დიდი გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­ი­წყე­ბა, და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ნა­წი­ლი კი, მო­მა­ვა­ლი წლის გა­ზა­ფხულ­ზე დას­რულ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მე­რია ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის, წე­რეთ­ლის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რე­ბის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გეგ­მავს.

„და­წყე­ბუ­ლი გვაქვს და გა­ზა­ფხულ­ზე დას­რულ­დე­ბა მარ­შალ გე­ლო­ვა­ნი­სა და მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სრუ­ლი­ად ახა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა; საკ­მა­ოდ ვი­თარ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია, გვაქვს მი­სას­ვლე­ლი გზე­ბის პრობ­ლე­მა და და­ვი­წყეთ ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მო­ე­წყო­ბა ბე­ტო­ნის გზა და გა­ზა­ფხულ­ზე დას­რულ­დე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბი. და­წყე­ბუ­ლი გვაქვს ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­ზა­ფხულ­ზე დას­რულ­დე­ბა თა­ვი­სი გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბით, ახა­ლი გა­ნა­თე­ბის ბო­ძე­ბით.

ვა­პი­რებთ სა­ბურ­თა­ლოს და ბა­გე­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ასე­ვე წე­რეთ­ლის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზი­რე­ბის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. აქაც ანა­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვექ­ნე­ბა რო­გორც ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, რო­გორც ვე­კუ­ა­სა და ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩებ­ზე. მო­წეს­რიგ­დე­ბა მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, წყლის სის­ტე­მე­ბი, შე­იც­ვლე­ბა გა­ზის მი­ლე­ბი. გამ­წვა­ნე­ბა თა­ვი­დან გა­ნახ­ლდე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს გამ­ზი­რე­ბიც იქ­ნე­ბა კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, რო­გორც სხვა შემ­თხვე­ვა­ში გვქონ­და", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის ბო­ლო­დან ასე­ვე და­ი­წყე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სი­დან წყნე­თის გზატ­კე­ცი­ლამ­დე და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა; დას­რულ­დე­ბა გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ედ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

გარ­და ამი­სა, მე­რია მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის პარ­კის ჩა­ნაც­ვლე­ბას გეგ­მავს. კახა კა­ლა­ძემ ვიცე-მერს ორი კვი­რის ვადა მის­ცა, რომ შე­სა­ბა­მის კომ­პა­ნი­ას­თან ერ­თად წარ­მო­ად­გი­ნოს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, რომ 2020 წლი­დან და­ი­წყოს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა.

რო­გორც კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, აქამ­დე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ცია არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია, რად­გან კომ­პა­ნია „სის­ტრას“ კვლე­ვის შე­დე­გებს ელო­და. მი­სი­ვე თქმით, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის როლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„აქამ­დე ჩვე­ნი პო­ზი­ცია მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ დაგ­ვი­ფიქ­სი­რე­ბია და ამის მი­ზეზ­საც გე­ტყვით: იცით, რომ კომ­პა­ნია „სის­ტრა“ ახორ­ცი­ე­ლებ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის რე­ფორ­მის ანა­ლიზს და ჩვენ­თვის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­ერ­თოდ უც­ნო­ბი იყო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს ექ­ნე­ბო­და თუ არა ად­გი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. რო­გორც იცით, კვლე­ვა ჩა­ბა­რე­ბუ­ლია, ანა­ლი­ზიც გა­კე­თე­ბუ­ლია. ქა­ლა­ქის რე­ლი­ე­ფის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან, ქუ­ჩე­ბის მო­ცუ­ლო­ბი­დან და გამ­ტა­რი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­მოგ­ვყავს 8, 10 და 12-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი და სა­მო­მავ­ლოდ ვგეგ­მავთ უფრო დიდი, 18 და 24-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­მოყ­ვა­ნას. კვლე­ვამ გვიჩ­ვე­ნა, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის როლი და არ­სე­ბო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა გა­ვუ­ზარ­დოთ ტრან­სპორტზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის როლი ში­და­სა­უბ­ნო დო­ნე­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

კვლე­ვა გვაჩ­ვე­ნებს, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შე­საძ­ლოა, არა იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რაც იყო თავ­და­პირ­ვე­ლად, მაგ­რამ ინ­ტეგ­რი­რე­ბა მეტ­როს­თან, ავ­ტო­ბუ­სებ­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. აქ დღეს გვაქვს მე­ო­რე პრობ­ლე­მა - ამ ავ­ტო­ბუ­სე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. არ უნდა გვე­წყი­ნოს, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მოთ­ქვამს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ამ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ბოლო პე­რი­ოდ­ში, რაც ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა და­ვი­წყეთ, ძა­ლი­ან და­იკ­ლო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ. რა თქმა უნდა, ყვე­ლას აქვს სურ­ვი­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბით იმ­გზავ­როს“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რო­გორც კა­ლა­ძე აცხა­დებს, მის­თვის, რო­გორც მე­რის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხილ­ვა ქა­ლაქ­ში.

„სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია გა­მო­ნა­ბოლ­ქვის თავლსაზ­რი­სით, ზოგს სა­ერ­თოდ ძირი აქვს გა­ვარ­დნი­ლი. მე არ ვა­პი­რებ რა­მო­დე­ნი­მე წელი ვე­ლო­დოთ, რო­დის მოხ­დე­ბა ჩა­ნაც­ვლე­ბა.

მინ­და და­ვა­ვა­ლო ვიცე-მერს, ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს, რომ უმოკ­ლეს ვა­და­ში, მაქ­სი­მუმ 2 კვი­რა­ში კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მელ­თა­ნაც ჯერ კი­დევ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, თუ არ ვცდე­ბი 2030 წლამ­დე, მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ით და­ი­წყეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რომ და­ვი­წყოთ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის პრო­ცე­სი“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ამას­თან, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა­სა და მეტ­როს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზეც ისა­უბ­რა.

„და­ვი­წყეთ მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია, ვა­გო­ნე­ბის და­მა­ტე­ბა, სად­გუ­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­მე­ლიც გა­ჭი­ა­ნურ­და, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად და სა­მუ­შა­ო­ებს მი­ვიყ­ვანთ ბო­ლომ­დე.

და­ვი­წყეთ ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის პროგ­რა­მა, ვგუ­ლის­ხმობ ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბას, რო­მე­ლიც დღეს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ქა­ლა­ქის­თვის. დის­კომ­ფორ­ტუ­ლია მგზავ­რო­ბა და ეკო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. ეს პრო­ცე­სი წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და 2020 წლის და­სა­წყის­ში ვფიქ­რობთ, რომ მთლი­ა­ნად ჩა­ვა­ნაც­ვლებთ არ­სე­ბულ ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის პარკს და და­მა­ტე­ბით გვინ­და 100 ერ­თე­უ­ლი ავ­ტო­ბუ­სის შეს­ყიდ­ვა. ვა­ტა­რებთ პო­ლი­ტი­კას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მე­ტად მო­იხ­მა­როს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი და ნაკ­ლე­ბად - კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
0

მე მგონი დროა ჩვენი უმერესი მერი მილანში გავუშვათ მერის თანამდებობაზე,ისევე როგორც ფეხბურთელობისას:აქ ისწავლა და მერე მილანში იღწვოდა. პრინციპში კიევის გავლითაც შეიძლება

anakonda
3

დიდ დიღომს მიხედეთ.3 ავტობუსი რომ დადის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

3 დიდი გამზირის რეაბილიტაცია, უბნების დამაკავშირებელი ხიდები და  "მარშრუტკების" ჩანაცვლება - რა პროექტები იგეგმება თბილისში

3 დიდი გამზირის რეაბილიტაცია, უბნების დამაკავშირებელი ხიდები და  "მარშრუტკების" ჩანაცვლება - რა პროექტები იგეგმება თბილისში

2020 წელს თბილისში რამდენიმე დიდი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, დაწყებული პროექტების ნაწილი კი, მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია ქეთევან წამებულის, წერეთლის, ვაჟა-ფშაველას გამზირების სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.

„დაწყებული გვაქვს და გაზაფხულზე დასრულდება მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზის მშენებლობა; საკმაოდ ვითარდება არსებული ტერიტორია, გვაქვს მისასვლელი გზების პრობლემა და დავიწყეთ ამ სამუშაოების განხორციელება. მოეწყობა ბეტონის გზა და გაზაფხულზე დასრულდება სამუშაოები. დაწყებული გვაქვს ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე გაზაფხულზე დასრულდება თავისი გამწვანების სამუშაოებით, ახალი განათების ბოძებით.

ვაპირებთ საბურთალოს და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელებას. ასევე წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან წამებულის გამზირების სრულ რეაბილიტაციას. აქაც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, როგორც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყლის სისტემები, შეიცვლება გაზის მილები. გამწვანება თავიდან განახლდება და დარწმუნებული ვარ, ეს გამზირებიც იქნება კეთილმოწყობილი და განახლებული, როგორც სხვა შემთხვევაში გვქონდა", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოდან ასევე დაიწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე დამაკავშირებელი გზის მშენებლობა; დასრულდება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, მერია მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლებას გეგმავს. კახა კალაძემ ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა, რომ შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რომ 2020 წლიდან დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლება.

როგორც კალაძემ განაცხადა, აქამდე მიკროავტობუსებთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია, რადგან კომპანია „სისტრას“ კვლევის შედეგებს ელოდა. მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მიკროავტობუსების როლი მნიშვნელოვანია.

„აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია და ამის მიზეზსაც გეტყვით: იცით, რომ კომპანია „სისტრა“ ახორციელებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ანალიზს და ჩვენთვის გარკვეული პერიოდი საერთოდ უცნობი იყო მიკროავტობუსებს ექნებოდა თუ არა ადგილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემადგენლობაში. როგორც იცით, კვლევა ჩაბარებულია, ანალიზიც გაკეთებულია. ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან, ქუჩების მოცულობიდან და გამტარიანობიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია იმ ავტობუსების გადაადგილება, რომელიც შემოგვყავს 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსები და სამომავლოდ ვგეგმავთ უფრო დიდი, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას. კვლევამ გვიჩვენა, რომ მიკროავტობუსების როლი და არსებობა მნიშვნელოვანია. საზოგადოებას უნდა გავუზარდოთ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა და მიკროავტობუსების როლი შიდასაუბნო დონეზე მნიშვნელოვანია.

კვლევა გვაჩვენებს, რომ მიკროავტობუსები აუცილებელია, შესაძლოა, არა იმ რაოდენობით, რაც იყო თავდაპირველად, მაგრამ ინტეგრირება მეტროსთან, ავტობუსებთან მნიშვნელოვანია. აქ დღეს გვაქვს მეორე პრობლემა - ამ ავტობუსების მდგომარეობა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. არ უნდა გვეწყინოს, როდესაც საზოგადოება გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში, რაც ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დავიწყეთ, ძალიან დაიკლო მიკროავტობუსებში მგზავრების რაოდენობამ. რა თქმა უნდა, ყველას აქვს სურვილი განახლებული, მოწესრიგებული ავტობუსებით იმგზავროს“,- განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძე აცხადებს, მისთვის, როგორც მერისთვის მიუღებელია მიკროავტობუსების ამ მდგომარეობაში ხილვა ქალაქში.

„საშინელ მდგომარეობაშია გამონაბოლქვის თავლსაზრისით, ზოგს საერთოდ ძირი აქვს გავარდნილი. მე არ ვაპირებ რამოდენიმე წელი ველოდოთ, როდის მოხდება ჩანაცვლება.

მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ უმოკლეს ვადაში, მაქსიმუმ 2 კვირაში კომპანიასთან, რომელთანაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა ხელშეკრულება, თუ არ ვცდები 2030 წლამდე, მჭიდრო კომუნიკაციით დაიწყეთ მოლაპარაკება, რომ დავიწყოთ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებასა და მეტროს რეაბილიტაციაზეც ისაუბრა.

„დავიწყეთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია, ვაგონების დამატება, სადგურების რეაბილიტაცია, რომელიც გაჭიანურდა, თუმცა ყველაფერი გაკეთდება ხარისხიანად და სამუშაოებს მივიყვანთ ბოლომდე.

დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, ვგულისხმობ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას, რომელიც დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. დისკომფორტულია მგზავრობა და ეკოლოგიური მიმართულებით დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და 2020 წლის დასაწყისში ვფიქრობთ, რომ მთლიანად ჩავანაცვლებთ არსებულ ყვითელი ავტობუსების პარკს და დამატებით გვინდა 100 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. ვატარებთ პოლიტიკას, რომ საზოგადოებამ მეტად მოიხმაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლებად - კერძო ავტომობილები“, - აღნიშნა კალაძემ.