ავტორი:

ვინ იყო ქალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად სალობიე "ბიაში" იმყოფებოდა

ვინ იყო ქალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად სალობიე "ბიაში" იმყოფებოდა

სალომე ზურაბიშვილის სალობიე "ბიაში" სტუმრობა აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ ხმაურით გააპროტესტეს - საქართველოს პრეზიდენტს ისინი დაწესებულების კართან დახვდნენ და შეძახილებით გააცილეს.

ზურაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა ქალი, რომელიც, რამდენიმე მედიასაშუალებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მისი ბიძაშვილი - ელენ კარერ დ'ანკოსი იყო. დ'ანკოსი ცნობილი ისტორიკოსი და პოლიტოლოგია, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სალობიეში პრეზიდენტთან ერთად არა დ'ანკოსმა, არამედ ლია ვოდე-გოგიტიძემ ივაშმა, მის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია "ფეისბუქზე" წერს :

"ლია ვოდე - გოგიტიძე და არა ელენ კარერი! ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ დავწერე და ჩემმა მეგობრებმა მიწყინეს, არადა მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ქართულ ჟურნალისტიკაში უდიდესი პრობლემებია, საინფორმაციო საშუალებები არა ინფორმირების, არამედ ბულინგის წყაროდ იქცნენ... აი კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი... მინდა გაგაცნოთ ქალბატონი ლია ვოდე-გოგიტიძე , პირველი თაობის ემიგრანტთა შთამომავალი, დიდი ქართველი კინოხელოვანის, გერმანე გოგიტიძის შვილიშვილი, ეს ის ლია ვოდე გოგიტიძეა, რომელმაც შარშანწინ საქართველოს სიმონიკა დადიანის უზარმაზარი კოლექცია აჩუქა, კოლექცია, რომელიც საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ ოფიციალურად 800 ათას ევროდაა შეფასებული.

იმავე ლია ვოდე-გოგიტიძემ 2017 წელს საქართველოს თამარ მეფის უნიკალური პორტრეტიც უსახსოვრა, აკაკი ხოშტარიას კოლექციიდან...

დიახ, ეს ლია ვოდეა და არა ელენ კარერი, რომლადაც შერაცხეს სკანდალებს გამოკიდებულმა საინფორმაციო საშუალებებმა. ლია ვოდე ძვირფასი ქალბატონია, ჩემი მეგობარია, გულანთებული ქართველი და მხცოვანი ადამიანია, რომელსაც, სტუმრად დაპატიჟებულს, წუხელ "მონა" და ათასი შეურაცხმყოფელი რამ უძახეს, რას ვიზამთ, ასეთია დღევანდელი საქართველო... ქალბატონ ლიას კი, ზუსტად ვიცი, ისტორიული სამშობლოს სიყვარული წუთითაც არ გაუნელდება," - წერს კალანდია.

აჭარის პოპულარიზაცია პოლონეთის 4 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

"პირველად მეგაშოუების ისტორიაში, კონცერტები კახეთიდან გადაიცემა" - გიორგი უშიკიშვილი "მხოლოდ ქართულის" კულუარებზე

რა სიმპტომები აქვს სხვადასხვა სახის ჭიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?