სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
23 და 24 ნოემბერს ქუთაისში წიგნის ფესტივალი გაიმართა
23 და 24 ნოემბერს ქუთაისში წიგნის ფესტივალი გაიმართა

23 და 24 ნო­ემ­ბერს ქუ­თა­ის­ში, ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში „ქუ­თა­ი­სის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“ გა­ი­მარ­თა. ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" სი­ახ­ლე­ე­ბი და სხვა­დას­ხვა სე­რი­უ­ლი და არა­სე­რი­უ­ლი წიგ­ნე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ფეს­ტი­ვალ­ზე მკი­თხვე­ლებ­მა -80 % იანი ფას­დაკ­ლე­ბი­თაც ისარ­გებ­ლეს.

„ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ქუ­თა­ის­ში ჩა­ტარ­და წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი, ჩემს შვილს ძა­ლი­ან უყ­ვარს კი­თხვა, აქ­ტი­უ­რად ეც­ნო­ბა მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. ამ­ჯე­რად, თა­ვად აარ­ჩია სამი წიგ­ნი: სა­ოც­ნე­ბო მშობ­ლე­ბი, თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი და გიკი გოგო.

ჩემ­თვი­საც შე­ვი­ძი­ნე ძა­ლი­ან კარ­გი ფას­დაკ­ლე­ბით წიგ­ნე­ბი და ვი­სურ­ვებ­დი, ხში­რად იმარ­თე­ბო­დეს წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი ქუ­თა­ის­ში,“- ეკა ლო­მი­ძე, მკი­თხვე­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, ქუ­თა­ი­სელ მკი­თხველს "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი: თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე, ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი და ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლი შეხ­ვდნენ.

ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში, მისი რო­მა­ნი "ოდი­სევ­სის სინ­დრო­მი" ხალ­ხის რჩე­უ­ლი გახ­და. რო­მან­ში იგი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლო­ბა­სა და ემიგ­რა­ცი­ა­ზე წერს. ეს თემა ქუ­თა­ი­სე­ლი მკი­თხვე­ლი­სათ­ვის ახლო აღ­მოჩ­ნდა. მო­სულ სტუმ­რებს შო­რის იმ­ყო­ფე­ბო­და ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც, რო­გორც აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი, ასე­ვე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ემიგ­რი­რე­ბუ­ლიც იყო და ავ­ტო­რის­გან ნა­წარ­მო­ე­ბის ფა­ბუ­ლა­ზე სა­უ­ბა­რი მის­თვის ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა.

რაც შე­ე­ხე­ბა, ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვილს, "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის" გა­მარ­ჯვე­ბულ­მა მკი­თხველს ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი - "შავი ფურ­ცე­ლი" წა­რუდ­გი­ნა და იქვე, რამ­დე­ნი­მე ლექ­სიც წა­ი­კი­თხა.

მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის­თვის, თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძის "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე" კარ­გად ნაც­ნო­ბი იყო. მათ მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ავ­ტორ­თან ერ­თად ემ­სჯე­ლათ რო­მან­ში წა­მოჭ­რილ მთა­ვარ თე­მებ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მან­კი­ერ მხა­რე­ებ­ზე.

სა­ღა­მო ავ­ტოგ­რა­ფე­ბის აღე­ბი­თა და ავ­ტო­რებ­თან ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბით დას­რულ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­ზა­ფხულ­ზე "დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეს" ფარ­გლებ­ში, "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ქუ­თა­ის­სა და სხვა რე­გი­ო­ნებ­ში მკი­თხველს შეხ­ვდე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

23 და 24 ნოემბერს ქუთაისში წიგნის ფესტივალი გაიმართა

23 და 24 ნოემბერს ქუთაისში წიგნის ფესტივალი გაიმართა

23 და 24 ნოემბერს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში „ქუთაისის წიგნის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალზე გამომცემლობა "პალიტრა L-ის" სიახლეები და სხვადასხვა სერიული და არასერიული წიგნები იყო წარმოდგენილი.

ფესტივალზე მკითხველებმა -80 % იანი ფასდაკლებითაც ისარგებლეს.

„ძალიან მიხარია, რომ ქუთაისში ჩატარდა წიგნის ფესტივალი, ჩემს შვილს ძალიან უყვარს კითხვა, აქტიურად ეცნობა მხატვრულ ლიტერატურას. ამჯერად, თავად აარჩია სამი წიგნი: საოცნებო მშობლები, თეთრი ბაირაღები და გიკი გოგო.

ჩემთვისაც შევიძინე ძალიან კარგი ფასდაკლებით წიგნები და ვისურვებდი, ხშირად იმართებოდეს წიგნის ფესტივალი ქუთაისში,“- ეკა ლომიძე, მკითხველი.

ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისელ მკითხველს "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულები: თათული ღვინიანიძე, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ნანი მანველიშვილი შეხვდნენ.

ნანი მანველიშვილი "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებულია. კონკურსის ფარგლებში, მისი რომანი "ოდისევსის სინდრომი" ხალხის რჩეული გახდა. რომანში იგი აფხაზეთიდან დევნილობასა და ემიგრაციაზე წერს. ეს თემა ქუთაისელი მკითხველისათვის ახლო აღმოჩნდა. მოსულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა ქალბატონი, რომელიც, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ემიგრირებულიც იყო და ავტორისგან ნაწარმოების ფაბულაზე საუბარი მისთვის ემოციური აღმოჩნდა.

რაც შეეხება, ნიკოლოზ ტოტოღაშვილს, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის" გამარჯვებულმა მკითხველს ლექსების კრებული - "შავი ფურცელი" წარუდგინა და იქვე, რამდენიმე ლექსიც წაიკითხა.

მოსული სტუმრებისთვის, თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე" კარგად ნაცნობი იყო. მათ მიეცათ შესაძლებლობა, ავტორთან ერთად ემსჯელათ რომანში წამოჭრილ მთავარ თემებსა და თანამედროვე საზოგადოების მანკიერ მხარეებზე.

საღამო ავტოგრაფების აღებითა და ავტორებთან ფოტოების გადაღებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე "დიდი ლიტერატურული ტურნეს" ფარგლებში, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებულები ქუთაისსა და სხვა რეგიონებში მკითხველს შეხვდებიან.

„შავი პარასკევს“ გამომცემლობა „პალიტრა L“  რამდენიმე ადგილზე იქნება წარმოდგენილი

"პალიტრა L" თბილისის წიგნის ფესტივალზე ბევრი სიახლითა და დიდი ფასდაკლებებით იქნება წარმოდგენილი

საქართველოს ისტორიის განახლებული ოთხტომეულის პირველი ტომი 2 დეკემბერს გამოვა