პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წარმომადგენლები, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შესასვლელთან მისვლას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განმარტებები მოსთხოვა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, კახა ბუხრაძეს, თუ რატომ არ აძლევს პოლიცია აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გავლისა და პარლამენტის შესასვლელთან მისვლის საშუალებას. შსს-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა ეს კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს.
ამ დროისთვის, ჭიჭინაძის ქუჩაზე "რობოკოპები" აღარ იმყოფებიან. პარლამენტის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.