აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს. როგორც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, პიკეტირება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან არიან განლაგებულები - ჩიტაძის, ზუბალაშვილების, ჭიჭინაძის ქუჩებზე და უშუალოდ პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 26 ნოემბერს „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.