"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიციას მიმართა და სთხოვა, რომ აქციის მონაწილეებს არ დაუპირისპირდნენ. ამჟამად აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის გარშემო გადადგილდებიან.
"ნუ დაგვიპირისპირდებით. გიყვართ სამშობლო, ჩვენც გვიყვარს სამშობლო. იმ კაცს არ უყვარს სამშობლო, რომ იცოდეთ, თორემ რაც გააკეთა, იმას არ გააკეთებდა. გთხოვთ, ნუ დაგვიპირისპირდებით“, - მიმართა პოლიციას ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, "პიკეტირებას იქნება მალე".