ავტორი:

ვინ დაინიშნენ საპარლამენტო თანამდებობებზე - თავმჯდომარეს 7 მოადგილე ეყოლება

ვინ დაინიშნენ საპარლამენტო თანამდებობებზე - თავმჯდომარეს 7 მოადგილე ეყოლება

პარლამენტის თავმჯდომარეს 7 მოადგილე ეყოლება. არსებული ინფორმაციით, ვიცე-სპიკერი ხდება მამუკა მდინარაძე, რომელიც ამავე დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც იქნება, ასევე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ინაცვლებენ გიორგი კახიანი და კახა კუჭავა (საგარეო მიმართულებით), გია ვოლსკი კი, რომელსაც ამ დრომდე ვიცე-სპიკერის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტები ეკავა, პირველი ვიცე-სპიკერი იქნება. როგორც ცნობილია, გარდა აღნიშნული პირებისა, სპიკერატში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ასევე უკავიათ აჭარაში არჩეულ დეპუტატ ილია ნაკაშიძეს და ოპოზიციის კვოტით არჩეულ სერგი კაპანაძეს და ირმა ინაშვილს.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, ევროინტეგრაციის კომიტეტს თამარ ხულორდავას ნაცვლად დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, საგარეო კომიტეტს სოფო ქაცარავასგან ირაკლი ბერაია, განათლების კომიტეტს მარიამ ჯაშისგან - გენადი მარგველაშვილი, საპროცედურო კომიტეტს გიორგი კახიანისგან კი - გურამ მაჭარაშვილი გადაიბარებს, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი ნინო წილოსანი იქნება. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელად რჩება რომან კაკულია.

გარდა ამისა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს რატი იონათამიშვილი.

ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე დასანიშნი პირების საკითხზე საბოლოო შეთანხმება უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე შედგა. მმართველ გუნდში მიღებული გადაწყვეტილებები დეტალურად პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი.

ზოგი ჭირი მარგებელია - მადლობა ღმერთს, სამაგიეროდ, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე "ნაცმოძრაობის" მხრიდან - ირაკლი კობახიძე

"ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე" - საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა სხდომას მართავს

თბილისში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები ეხმაურებიან