ავტორი:

აფხაზეთში სამმა გოგონამ 81 წლის ქალი დააყაჩაღა და აწამა - თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი 16 წლისაა

აფხაზეთში სამმა გოგონამ 81 წლის ქალი დააყაჩაღა და აწამა - თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი 16 წლისაა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ პშაპში მოხუცი ქალის დაყაჩაღების ბრალდებით, სამი ახალგაზრდა ქალი აიყვანეს.

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს განცხადებით, 81 წლის ქალზე ჯგუფური ყაჩაღობა 19 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა. თავდასხმაში ბრალდებულები გოგონები არიან - 1994 წელს დაბადებული კარინა ტოროსიანი, 1999 წელს დაბადებული ედუარდა ჯანსუზიანი და 2003 წელს დაბადებული ანგელინა კეშეშიანი. abkhaz-auto.ru-ს ცნობით, სამივე გულრიფშის რაიონში ცხოვრობს და როგორც ჩანს, მათ მოხუც ქალზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდათ.

"შემთხვევა ღამის 2 საათზე მოხდა. 1938 წელს დაბადებულ მარტოხელა მოხუცს თავს სამი ბოროტმოქმედი დაესხა. თავდამსხმელებმა ქალს გრაფინით და ხის ჯოხით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, 30 ათასი რუბლი (1000 ლარამდე) წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ," - წერს abkhaz-auto.ru.

მოხუცი ქალი მეზობლებმა უმძიმეს მდგომარეობაში იპოვეს და ადგილობრივ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამჟამადაც მძიმეა. ადგილობრივების თქმით, მოხუცმა რამდენიმე დღის წინ ძროხა გაყიდა და თანხა შენახული ჰქონდა. მეზობლად მცხოვრებ გოგონებს კი ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.

"ეს არის ქვეყნისთვის სამარცხვინო რეალობა და არა კონკრეტულად, იმ სამი ოჯახის და არავინ გაბედოს იმის თქმა, რომ ასეთი რამეები ყველგან ხდება. მათ შორის, ყველაზე უფროსი 25 წლის გოგოა, ყველაზე პატარა 16-ის... ხვდებით რას ნიშნავს ეს? ეს არის ჩვენი ახალი თაობის ახლანდელი სახე, ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელები. შემძრა ამ ამბავმა! რას ვაკეთებთ, სად ვცხოვრობთ, ხალხო" - წერს ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი.

"ბიჭების თავგასულობა და ყაჩაღობა არ გვყოფნიდა, ახლა მძარცველი გოგონები დაგვემატნენ. ქალი აწამეს სასიკვდილოდ, შუშის გრაფინი დაამსხვრიეს თავზე და ჯოხით სცემეს. სად გაიზარდეთ, რა ოჯახში?! დედებო, რატომ არ კითხულობთ თქვენი შვილები ღამე სახლში რატომ არ არიან? შოკში ვარ, საით მივდივართ, რა ჰქვია ამ გზას, თუკი არის გზა საერთოდ", - წერს კიდევ ერთი აფხაზი.

"შვილებს ვერ ვზრდით... ამას კარგა ხანია მივხვდი, ან როგორ გინდა ამ ველურ გარემოში შვილი ადამიანად გაზარდო... სომხებმა გაუტიეს, ნარკოტიკების რეალიზაცია არ გვყოფნიდა, ახლა ძარცვაზე გადავიდნენ", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ფსევდონიმით "მაშა ბუხუნი".

"ბოროტებას ეროვნება არ გააჩნია, ნებისმიერს შეუძლია ამის გაკეთება... უბრალოდ, ჩვენს თავს სხვა რაღაც ხდება, ძალიან მძიმე და ტრაგიკული. ღმერთმა ქნას გადავრჩეთ, თუმცა, ამის იმედს თანდათან ვკარგავ," - მიაჩნია ერთ-ერთ აფხაზს.

"ქართველმა სპორტსმენმა აფხაზ ჩემპიონთან შეხვედრაზე უარი თქვა..." - რას წერს აფხაზური მედია არშემდგარ ტურნირზე და რა მოხდა სინამდვილეში?

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის, კერძოდ გაგრის რაიონის სოფელი აიბღა მიიტაცა - მოხდა საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსია

მორიგი სისხლიანი დაპირისპირება აფხაზებსა და რუს ტურისტებს შორის  - ვინ არის თავდამსხმელი აფხაზი და როგორია დაჭრილი ტურისტების მდგომარეობა?