ავტორი:

„თბილისი პავილიონი“ - ავეჯის ყველაზე მრავალფეროვანი პავილიონი საქართველოში

„თბილისი პავილიონი“ - ავეჯის ყველაზე მრავალფეროვანი პავილიონი საქართველოში

22 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივნის 68 ნომერში სრულიად ახალი, საინტერესო პროექტი, ავეჯისა და დეკორის მოლი „თბილისი პავილიონი - ყველაფერი შენი სახლისთვის“ საზეიმოდ გაიხსნა.

„თბილისი პავილიონი“ 27 ათასი კვ.მ ფართობზეა განთავსებული და ოთხ სართულს აერთიანებს. თითოეულ სართულზე წარმოდგენილი იქნება ყველასათვის ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები, რომლებიც დეკორის, ინტერიერის, ექსტერიერისა და არტდიზაინის მიმართულებით ავეჯსა და სახლის აქსესუარებს აწარმოებენ.

როგორც პავილიონის წარმომადგენლები აცხადებენ, ამჟამად ფართის 50% არის შევსებული, დეკემბრის ბოლოსთვის კიდევ რამდენიმე ახალი შოურუმი გაიხსნება და სულ 200-მდე ბრენდი იქნება წარმოდგენილი:

„თბილისი პავილიონი“ მართლაც ინოვაციური პროექტია. აქ წარმოდგენილია, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კომპანიებისა და მცირე მეწარმეების შოურუმები. მთავარი მიმართულება კომფორტზე გვაქვს აღებული და მომხმარებელს ვპირდებით, რომ აქ მოსვლის შემთხვევაში აუცილებლად შეარჩევენ მათთვის სასურველ პროდუქტებს - ყველაფერს, რაც სახლისთვის არის საჭირო - ავეჯით დაწყებული ჭურჭლით დამთავრებული. აღსანიშნავია ისიც, რომ „თბილისი პავილიონი“ არ არის მხოლოდ სივრცე მაღაზიებისთვის. ჩვენს კონცეფციაში არტკუთხეებიც შედის. ჩვენთან მოსულ სტუმრებს მოლში ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი დიზაინის შოურუმი დახვდებათ, რაც მათ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.“ - აღნიშნა „თბილისი პავილიონის“ წარმომადგენელმა, სოფია ბარნაბიშვილმა.

როგორც აღვნიშნეთ, „თბილისი პავილიონში“ ავეჯის, ტექსტილის, ჭურჭლისა და სახლის აქსესუარების 200-მდე ბრენდი იქნება წარმომადგენელი, შესაბამისად, ყველა ადამიანს ექნება საშუალება ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად გააკეთოს არჩევანი თავისი გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

როგორც „თბილისი პავილიონის“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, ეს სივრცე გახდება ავეჯისა და დეკორის ყველაზე მრავალფეროვანი მოლი, სადაც სახლისთვის ყველაფერია.

შეგახსენებთ, „თბილისი პავილიონი“ აღმაშენებლის ხეივნის 68 ნომერში მდებარეობს და მომხმარებელს ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

R

კომპანია ბორუსან კატმა თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ‘მომხმარებლის დღე’ წელს ბათუმში უმასპინძლა

აჭარაში გიდებისთვის საინტერესო ტრენინგები იწყება

გერმანული ბრენდის - „კერხერის“ ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში სიახლე აქვს