ავტორი:

კომპანია ბორუსან კატმა თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ‘მომხმარებლის დღე’ წელს ბათუმში უმასპინძლა

კომპანია ბორუსან კატმა თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ‘მომხმარებლის დღე’ წელს ბათუმში უმასპინძლა

Caterpillar-ის ოფიციალურმა დილერმა საქართველოში - კომპანია ბორუსან კატმა მასშტაბური ღონისძიება გამართა თავისი მომხმარებლებისთვის. დახურული ღონისძიება, სახელწოდებით ‘მომხმარებლის დღე 2019’ გაიმართა 22 ნოემბერს ქალაქ ბათუმში, სადაც წარმოდგენილი იყო უახლესი ტექნოლოგიების მქონე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დემო ჩვენება და მათი თეორიული განხილვა.

მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ როგორც საშუალო და დიდი ზომის ახალი თაობის ექსკავატორების შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა დანიშნულების მქონე საგზაო-სამშენებლო ტექნიკას. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ამერიკული ბრენდის Cat-ის ექსკავატორები, ბულდოზერები, ექსკავატორ-დამტვირთველები და მინი სატვირთველი.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო კატერპილარის შვილობილი კომპანიის SEM-ის გრეიდერები და ფრონტალური დამტვირთველები. SEM-ის ბრენდის პროდუქცია განსაკუთრებით საინტერესოა იმ სეგმენტისთვის, ვინც ეძებს ოპტიმალურ თანაფარდობას ფასსა და ხარისხს შორის. კატერპილარის მრავალწლიანი გამოცდილება მისი შვილობილი ბრენდების მაღალი ხარისხის გარანტია.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ კატერპილარის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები. ასევე კომპანია ბორუსან კატმა უმასპინძლა თავის პარტნიორ კომპანიებს საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

კომპანია ბორუსან კატი უკვე 20 წელიწადზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს Cat-ის და SEM-ის ბრენდების საგზაო-სამშენებლო ტექნიკას, Cat-ის დიზელისა და გაზის გენერატორებს, ავტორიზებულ სერვისს და სათადარიგო ნაწილებს.

ამჟამად კომპანია საქართველოს ფარგლებში ფლობს 3 ფილიალს. მათ შორის ორს - დედაქალაქში და ერთს - ქალაქ ბათუმში. სამომავლოდ კომპანია გეგმავს გაფართოებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რათა მომხმარებლებს შეუქმნას მეტი კომფორტი.

R

აჭარაში გიდებისთვის საინტერესო ტრენინგები იწყება

გერმანული ბრენდის - „კერხერის“ ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში სიახლე აქვს

ვერ ახერხებთ დაორსულებას? თქვენ დაგეხმარებათ უახლესი რეპროდუქციული ტექნოლოგიები!