მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაარჩინა ტყუპისცალი ძმის ჩახუტებამ დღენაკლული ახალშობილი - ემოციური ფოტოს ისტორია
როგორ გადაარჩინა ტყუპისცალი ძმის ჩახუტებამ დღენაკლული ახალშობილი - ემოციური ფოტოს ისტორია

ამ ტყუ­პი ძმის ის­ტო­რი­ამ ცოტა ხნის წინ და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Metro ესა­უბ­რა 28 წლის დე­დას, ჰა­ნას, რო­მე­ლიც მისი შვი­ლე­ბის სა­ო­ცარ ამ­ბავს ყვე­ბა.

ჰა­ნამ დღე­ნაკ­ლუ­ლი ტყუ­პი გა­ა­ჩი­ნა, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერ­თმა მე­ო­რე ძმის სი­ცო­ცხლე იხ­სნა.

ახალ­გაზ­რდა ქალს მშო­ბი­ა­რო­ბა და­გეგ­მილ­ზე სამი თვით ადრე და­ე­წყო და ექი­მებ­მა წი­ნას­წარ გა­აფრ­თხი­ლეს წყვი­ლი, რომ შე­საძ­ლოა შე­დე­გი ტრა­გი­კუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ტყუ­პი ძმე­ბი - დი­ლა­ნი და დე­ი­ნი­ო­ლი 900 და 700 გრამს იწო­ნიდ­ნენ როცა უელსში, ვრექ­სჰე­მის სამ­შო­ბი­ა­რო­ში და­ი­ბად­ნენ. ბი­ჭებს ფილ­ტვე­ბი არა­საკ­მა­რი­სად ჰქონ­დათ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ისი­ნი სპე­ცი­ა­ლურ, საშ­ვი­ლოს­ნოს მსგავს პარკში მო­ა­თავ­სეს.

როცა დი­ლა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, მშობ­ლე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ დე­ი­ნი­ო­ლი კლი­ნი­კა­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და­მა­ტე­ბი­თი მზრუნ­ვე­ლო­ბის­თვის. გა­მომ­შვი­დო­ბე­ბამ­დე, ექი­მებ­მა ტყუ­პი ძმე­ბი ერთ ინ­კუ­ბა­ტორ­ში ჩა­აწ­ვი­ნეს და სა­ოც­რე­ბის მომსწრე­ნი გახ­დნენ - რო­გორც ჰანა ამ­ბობს, ძმას­თან ჩა­ხუ­ტე­ბის შემ­დეგ, დე­ი­ნი­ო­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბამ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და­ი­წყო.

"ორ დღე­ში დე­ი­ნი­ო­ლი, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაც მა­შინ ძა­ლი­ან მძი­მე იყო, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვი­დან მოხ­სნეს. დი­ლა­ნის ჩა­ხუ­ტე­ბამ ძმის სი­ცო­ცხლე იხ­სნა და ამ ფაქ­ტმა ყვე­ლას დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ისი­ნი სა­მუ­და­მოდ გა­ნუყ­რე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ჩვენ დავ­რწმუნ­დით, რომ უხი­ლა­ვი კავ­ში­რი ტყუ­პებს შო­რის, ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს!" - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა დედა.

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, ძმე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რეს. ცოტა ხნის წინ, მათ სამ დედ­მა­მიშ­ვილ­თან და მშობ­ლებ­თან ერ­თად, თა­ვი­ან­თი პირ­ვე­ლი და­ბა­დე­ბის დღე აღ­ნიშ­ნეს...

A M E R I C A
0

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ პატარა ანგელოზებო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ გადაარჩინა ტყუპისცალი ძმის ჩახუტებამ დღენაკლული ახალშობილი - ემოციური ფოტოს ისტორია

როგორ გადაარჩინა ტყუპისცალი ძმის ჩახუტებამ დღენაკლული ახალშობილი - ემოციური ფოტოს ისტორია

ამ ტყუპი ძმის ისტორიამ ცოტა ხნის წინ დასავლური მედიის ყურადღება მიიპყრო. ბრიტანული გამოცემა Metro ესაუბრა 28 წლის დედას, ჰანას, რომელიც მისი შვილების საოცარ ამბავს ყვება.

ჰანამ დღენაკლული ტყუპი გააჩინა, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მეორე ძმის სიცოცხლე იხსნა.

ახალგაზრდა ქალს მშობიარობა დაგეგმილზე სამი თვით ადრე დაეწყო და ექიმებმა წინასწარ გააფრთხილეს წყვილი, რომ შესაძლოა შედეგი ტრაგიკული ყოფილიყო. ტყუპი ძმები - დილანი და დეინიოლი 900 და 700 გრამს იწონიდნენ როცა უელსში, ვრექსჰემის სამშობიაროში დაიბადნენ. ბიჭებს ფილტვები არასაკმარისად ჰქონდათ განვითარებული და ისინი სპეციალურ, საშვილოსნოს მსგავს პარკში მოათავსეს.

როცა დილანის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მშობლები იძულებულნი გახდნენ დეინიოლი კლინიკაში დაეტოვებინათ დამატებითი მზრუნველობისთვის. გამომშვიდობებამდე, ექიმებმა ტყუპი ძმები ერთ ინკუბატორში ჩააწვინეს და საოცრების მომსწრენი გახდნენ - როგორც ჰანა ამბობს, ძმასთან ჩახუტების შემდეგ, დეინიოლის ჯანმრთელობის მდგომარეობამ რამდენიმე საათში გაუმჯობესება დაიწყო.

"ორ დღეში დეინიოლი, რომლის მდგომარეობაც მაშინ ძალიან მძიმე იყო, ხელოვნური სუნთქვიდან მოხსნეს. დილანის ჩახუტებამ ძმის სიცოცხლე იხსნა და ამ ფაქტმა ყველას დაგვანახა, რომ ისინი სამუდამოდ განუყრელები იქნებიან. ჩვენ დავრწმუნდით, რომ უხილავი კავშირი ტყუპებს შორის, ნამდვილად არსებობს!" - ამბობს ახალგაზრდა დედა.

რამდენიმეთვიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, ძმები საავადმყოფოდან გამოწერეს. ცოტა ხნის წინ, მათ სამ დედმამიშვილთან და მშობლებთან ერთად, თავიანთი პირველი დაბადების დღე აღნიშნეს...

სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ

ფროიდის 27 გენიალური ფრაზა

როგორ გავტეხოთ მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი - კაცის 5 სისუსტე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს