პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერია 2 წლის ანიტას ოპერაციისთვის დაფინანსებას გამოყოფს
თბილისის მერია 2 წლის ანიტას ოპერაციისთვის დაფინანსებას გამოყოფს

თბი­ლი­სის მე­რია 2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას და­სახ­მა­რებ­ლად მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს და­ვა­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ მის­ცა. ახლა მე­რია კალ­კუ­ლა­ცი­ას და სა­ბუ­თე­ბის გად­მოგ­ზავ­ნას ელო­დე­ბა.

„რო­გორც კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შვის ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ, უშუ­ა­ლოდ მერ­მა და­ა­ვა­ლა შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს, რომ და­კავ­ში­რე­ბოდ­ნენ ოჯახს და მაქ­სი­მა­ლუ­რად დავ­ხმა­რე­ბო­დით ბავ­შვს, რომ მისი მკურ­ნა­ლო­ბა და­ფი­ნანსდეს.

სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან კავ­შირ­ზე მშობ­ლებ­თან და თით­ქმის ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში აქვთ კონ­ტაქ­ტი. ვე­ლო­დე­ბით კალ­კუ­ლა­ცი­ას, რო­მე­ლიც უნდა გად­მოგ­ზავ­ნოს ოჯახ­მა შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­თე­ბით, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მო­ვი­დეს მე­რი­ა­ში და მე­რი­ამ ბავ­შვს დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს.

ერთ-ერთი ღია წე­რი­ლი იყო უშუ­ა­ლოდ ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის მი­სა­მარ­თით და რო­გორც კი ეს წე­რი­ლი მი­ვი­და მას­თან, მა­შინ­ვე გა­მოთ­ქვა მზად­ყოფ­ნა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია ოჯა­ხის­თვის,“ - აცხა­დე­ბენ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში.

ორი წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა - დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­უდ­გინ­და. სა­ჭი­როა, სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია უმოკ­ლეს ვა­და­ში ჩა­ტარ­დეს. პა­ტა­რას ესა­ჭი­რო­ე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რად ამუ­შა­ვებს გულს, ვიდ­რე გუ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა მოგ­როვ­დე­ბა და დო­ნორს იპო­ვი­ან.

ბავ­შვი არის ავ­სტრი­ა­ში, სა­დაც ეს ოპე­რა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 300 000 ევრო ჯდე­ბა. უსახ­სრო­ბის გამო, ანი­ტას ექი­მებ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს, ის ამ­ჟა­მად ავ­სტრი­ის თავ­შე­სა­ფარ­შია. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

ანი­ტას და­სახ­მა­რებ­ლად თან­ხა შე­გიძ­ლი­ათ, ჩა­რი­ცხოთ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

„თი­ბი­სი“ ბან­კი - GE38TB7855945064300017;

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ - GE28BG0000000100761966 - მიმ­ღე­ბი ლია ჩხა­ი­ძე (ანი­ტას ბე­ბია).

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
5

გაიხარე კახა ღმეტთმა გამოაჯანმრთელოს პატარა

ნონა
23

ამ მთავრობას გული აქს ნაცების გსნსვავებით ,ციხეში რომ კაცს აცამებ იმ პარტია კიდე ხმის უფლება აქთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

თბილისის მერია 2 წლის ანიტას ოპერაციისთვის დაფინანსებას გამოყოფს

თბილისის მერია 2 წლის ანიტას ოპერაციისთვის დაფინანსებას გამოყოფს

თბილისის მერია 2 წლის ანიტა ფაცაციას დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს. უწყების ინფორმაციით, შესაბამის სამსახურებს დავალება უშუალოდ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მისცა. ახლა მერია კალკულაციას და საბუთების გადმოგზავნას ელოდება.

„როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია ბავშვის ავადმყოფობის შესახებ, უშუალოდ მერმა დაავალა შესაბამის სამსახურს, რომ დაკავშირებოდნენ ოჯახს და მაქსიმალურად დავხმარებოდით ბავშვს, რომ მისი მკურნალობა დაფინანსდეს.

სოციალური სამსახურის თანამშრომლები არიან კავშირზე მშობლებთან და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კონტაქტი. ველოდებით კალკულაციას, რომელიც უნდა გადმოგზავნოს ოჯახმა შესაბამისი საბუთებით, რომ ოფიციალურად შემოვიდეს მერიაში და მერიამ ბავშვს დახმარება გაუწიოს.

ერთ-ერთი ღია წერილი იყო უშუალოდ ქალაქის მერის, კახა კალაძის მისამართით და როგორც კი ეს წერილი მივიდა მასთან, მაშინვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ მაქსიმალური დახმარება გაეწია ოჯახისთვის,“ - აცხადებენ თბილისის მერიაში.

ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება - დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან.

ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. უსახსრობის გამო, ანიტას ექიმებმა საავადმყოფო დაატოვებინეს, ის ამჟამად ავსტრიის თავშესაფარშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირება არ შეიძლება.

ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ, ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე:

„თიბისი“ ბანკი - GE38TB7855945064300017;

„საქართველოს ბანკი“ - GE28BG0000000100761966 - მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია).

როგორ მოვიგოთ 660 000 ლარზე მეტი?

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა

საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა