მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმის რესტორანში მოკლულები ე.წ კანონიერი ქურდები არიან
სოხუმის რესტორანში მოკლულები ე.წ კანონიერი ქურდები არიან

სო­ხუმ­ში, რეს­ტო­რან „სან-რე­მოს­თან“ მოკ­ლუ­ლი პი­რე­ბი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ინ­ტერ­ფაქ­სი“ ავ­რცე­ლებს. სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან ას­ტა­მურ შამ­ბა და ალ­ხას ავი­ძ­ბა. ორი­ვე გუ­და­უ­თე­ლია.

შამ­ბა და ავი­ძ­ბა ე.წ გუ­და­უ­თის დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი იყ­ვნენ, რო­მელ­საც რაულ ბარცბა, იგი­ვე “პიზა” მე­თა­უ­რობს. ას­ტა­მურ შამ­ბა, იგი­ვე "ას­ტიკ­ი" (მთა­ვარ ფო­ტო­ზე) და ალ­ხაზ ავი­ძ­ბა ანუ "ხა­სიკ­ი", "პი­ზას" ნათ­ლუ­ლე­ბი იყ­ვნენ და მათი დაჯ­გუ­ფე­ბა გა­ლის რა­ი­ონ­ს აკონ­ტრო­ლებ­და.

ბოლო დროს "პი­ზას" და მისი დაჯ­გუ­ფე­ბის გავ­ლე­ნე­ბი პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში გაძ­ლი­ერ­და, რა­მაც ის ერ­თგვა­რად წა­ა­ქე­ზა. არც ისე დიდი ხნის წინ, მას ქარ­თველ ქურ­დებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მისი "ქურ­დულ ოჯახ­ში" შეყ­ვა­ნა, სწო­რედ სო­ხუ­მე­ლი მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძი­სა და ხა­ჯიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და და მათ­ვე "მო­ნათ­ლეს". ჯან­გვე­ლა­ძე კი, თუ საიტ ПРАЙМ КРАЙМ-ის ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ვეყ­რდნო­ბით, ცი­ხი­დან ახ­ლად გა­მო­სუ­ლი ტა­რი­ელ ონი­ა­ნის კლან­შია.

აფხა­ზუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა წერს, რომ "პი­ზა" პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­იჭ­რა, გავ­ლე­ნე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. ამის დას­ტუ­რია გალ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და გა­სულ წელს კი­დევ ერთ კრი­მი­ნალ­თან, გაგ­რელ ნიკო დგე­ბუ­ა­ძეს­თან, იგი­ვე "ნიკა გაგ­რინ­სკის­თან" სის­ხლი­ა­ნი შე­ტა­კე­ბა.

შე­საძ­ლოა, "პი­ზას" ნათ­ლუ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა სწო­რედ ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბო­დეს...

რეს­ტო­რან სან-რე­მო­ში სრო­ლის დროს კრი­მი­ნა­ლე­ბის გარ­და 22 წლის ოფი­ცი­ან­ტი გო­გო­ნა და­იჭ­რა, რო­მელ­საც ოპე­რა­ცი­ის დროს გული გა­უ­ჩერ­და, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. კი­დევ ორი დაჭ­რი­ლი სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რეს­ტო­რან „სან-რე­მოს­თან“ ცე­ცხლი ნიღ­ბი­ან­მა პი­რებ­მა მან­ქა­ნი­დან გახ­სნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან­ქა­ნა დამ­წვა­რი იპო­ვეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
11

ვის რაში აინტერესებს?ცოტა გვაქვს პრობლემა?

bes
40

ქურდები არიყვნენ ქურდულს აწვებოდნენ ყველა მხრიდან..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სოხუმის რესტორანში მოკლულები ე.წ კანონიერი ქურდები არიან

სოხუმის რესტორანში მოკლულები ე.წ კანონიერი ქურდები არიან

სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან“ მოკლული პირები ე.წ. კანონიერი ქურდები აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოკლულები არიან ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. ორივე გუდაუთელია.

შამბა და ავიძბა ე.წ გუდაუთის დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომელსაც რაულ ბარცბა, იგივე “პიზა” მეთაურობს. ასტამურ შამბა, იგივე "ასტიკი" (მთავარ ფოტოზე) და ალხაზ ავიძბა ანუ "ხასიკი", "პიზას" ნათლულები იყვნენ და მათი დაჯგუფება გალის რაიონს აკონტროლებდა.

ბოლო დროს "პიზას" და მისი დაჯგუფების გავლენები პოლიტიკურ წრეებში გაძლიერდა, რამაც ის ერთგვარად წააქეზა. არც ისე დიდი ხნის წინ, მას ქართველ ქურდებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი "ქურდულ ოჯახში" შეყვანა, სწორედ სოხუმელი მერაბ ჯანგველაძისა და ხაჯიშვილის ინიციატივით მოხდა და მათვე "მონათლეს". ჯანგველაძე კი, თუ საიტ ПРАЙМ КРАЙМ-ის ინფორმაციას დავეყრდნობით, ციხიდან ახლად გამოსული ტარიელ ონიანის კლანშია.

აფხაზური მოსახლეობა წერს, რომ "პიზა" პოლიტიკაში გადაიჭრა, გავლენების გასაძლიერებლად. ამის დასტურია გალში განვითარებული მოვლენები და გასულ წელს კიდევ ერთ კრიმინალთან, გაგრელ ნიკო დგებუაძესთან, იგივე "ნიკა გაგრინსკისთან" სისხლიანი შეტაკება.

შესაძლოა, "პიზას" ნათლულების მკვლელობა სწორედ ამ დაპირისპირებასაც უკავშირდებოდეს...

რესტორან სან-რემოში სროლის დროს კრიმინალების გარდა 22 წლის ოფიციანტი გოგონა დაიჭრა, რომელსაც ოპერაციის დროს გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. კიდევ ორი დაჭრილი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რესტორან „სან-რემოსთან“ ცეცხლი ნიღბიანმა პირებმა მანქანიდან გახსნეს. მოგვიანებით, მანქანა დამწვარი იპოვეს.

"ნოდარ ფილია შვილს მუდმივად ხელს აფარებდა..." - რას წერენ აფხაზი მაღალჩინოსნის ვაჟზე, რომელიც ქემალ არძიბნას მკვლელობის საქმეზე დააკავეს

"ქვეყანა თავისი ეგონა... ხალხს წიხლით უნგრევდა კარებს, წილი მომეცითო" - რა ვერსიებია ქემალ არძინბას მკვლელობაზე, რამაც აფხაზეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

5 წლის შემდეგაც გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, ოკუპანტების გადაწყვეტილებით, კვლავ არ დასჯილან - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი