სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა პრანჭიაა, რთულმა პერიოდმა ვერ გატეხა... სასამართლოზე წასვლამდე, თმა დაივარცხნა სალონში" - ნინო დარასელი ოჯახსა და სტილზე
"დედა პრანჭიაა, რთულმა პერიოდმა ვერ გატეხა... სასამართლოზე წასვლამდე, თმა დაივარცხნა სალონში" - ნინო დარასელი ოჯახსა და სტილზე

მო­დი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თხმად აღი­ა­რე­ბენ, რომ ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო და­რა­სე­ლი დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა... ის გუ­ლახ­დი­ლად ესა­უბ­რა kvirispalitra.ge-ს იმა­ზე, თუ რო­გორ ახერ­ხებს ცხოვ­რე­ბის რთულ პე­რი­ოდ­შიც კი მუ­დამ ბრწყი­ნავ­დეს...

- ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში კი ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე დიდ გავ­ლე­ნას ის გა­რე­მო ახ­დენს, სა­დაც იზ­რდე­ბა. ჩემ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა ბე­ბი­ამ მო­ახ­დი­ნა. ლა­მა­რა ჭი­პაშ­ვი­ლი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც პა­ტა­რა­ო­ბი­სას სულ "გაკ­რახ­მა­ლე­ბულ" კა­ბებს მაც­მევ­და. სხვა ბავ­შვე­ბი თუ ეზო­ში სა­თა­მა­შოდ შე­სა­ფე­რი­სად შე­მო­სი­ლე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, მე სულ შე­უ­ფე­რებ­ლად - თო­ჯი­ნა­სა­ვით გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, ტან­ზე გაფ­ში­კი­ნე­ბუ­ლი კა­ბით...

ლო­გი­ნის თეთ­რე­უ­ლიც კი დღემ­დე თეთ­რი, მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი გვაქვს, ბე­ბია რომ "აკ­რახ­მა­ლებ­და"... თვი­თონ იყო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, კოხ­ტა ქალი, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი აღ­ნა­გო­ბა ჰქონ­და. სულ მისი კონ­ტრო­ლის ქვეშ ვი­ყა­ვით. მის­გან ყო­ველ­თვის ის­მო­და: აბა, თმა გა­და­ი­წიე, წარ­ბე­ბი გა­ის­წო­რე, შუბ­ლი გა­მო­ა­ჩი­ნე და ასე შემ­დეგ... სა­მოსს სა­ოც­რად იხ­დენ­და. ოჯახ­ში მისი აღ­ნა­გო­ბა არც ერთს არ გა­მოგ­ვყვა.

დე­და­ჩე­მიც და დე­ი­და­ჩე­მიც კოხ­ტე­ბი არი­ან, მაგ­რამ ლა­მა­რი­კო სულ სხვა იყო! ყვე­ლა კი­დუ­რი გა­მოთ­ლი­ლი­ვით ჰქონ­და.

ლა­მა­რი­კოს­გან რაც ვის­წავ­ლე, სი­სა­და­ვის სიყ­ვა­რუ­ლია. ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი მუ­დამ ერთ ფერ­ში იყო გა­და­წყვე­ტი­ლი. ჯიჯი რე­ჯინ­მა ერთხელ თქვა, შავი და თეთ­რი მომ­წონს ჩაც­მუ­ლო­ბა­ში, ჭრე­ლე­ბი არაო და ჰკი­თხეს, - აბა, რომ ამ­ბობ, ნინო და­რა­სე­ლი მომ­წონ­სო, ის ხომ სულ ჭრე­ლებს იც­ვამ­სო? და ჯი­ჯიმ, - ნი­ნოს ფე­რე­ბი ჩემ­თვის შავი და თეთ­რი­აო... მან ზუს­ტად და­ი­ნა­ხა ჩემი გან­წყო­ბა ჩაც­მუ­ლო­ბა­ში. ჭრე­ლი სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ შე­იძ­ლე­ბა სადა არ იყოს...

ნინო და­რა­სე­ლის ქმარ-შვი­ლი

ბე­ბი­ას მე­გო­ბა­რი - ცი­სა­ნა ელი­ა­ვა ახ­ლაც სა­ოც­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. სულ მინ­და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა რე­ჟი­სო­რებ­მა ან ფო­ტოგ­რა­ფებ­მა გა­და­ი­ღონ, იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლია. თა­ვის თა­ო­ბა­ში ალ­ბათ, ყვე­ლას­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­და და დღე­საც ულა­მა­ზე­სად იც­ვამს. "ბა­ლეტ­კე­ბი", შარ­ვლე­ბი, ელე­გან­ტუ­რი ზე­დე­ბი...

- თქვენ, დედა და დე­ი­და მუდ­მი­ვად ით­ვა­ლის­წი­ნებ­დით ერ­თმა­ნე­თის აზ­რებს ჩაც­მუ­ლო­ბა­ში, სხვა სა­კი­თხებ­შიც... დღეს რო­გორ ცხოვ­რობთ ერ­თმა­ნე­თის­გან შორს?

- ჩემ­სა და დე­დას შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა მხო­ლოდ 16 წე­ლია და ფაქ­ტობ­რი­ვად, დე­ბი­ვით ვართ. მა­ი­ას და ჩემ შო­რის კი­დევ უფრო პა­ტა­რა ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა და მარ­თლაც, სამი ახლო მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვით... ახლა სევ­დი­ა­ნად ვცხოვ­რობთ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე. დღეს და­მი­რე­კა დე­დამ და მი­თხრა, - თეთ­რი პალ­ტო გა­მო­მიგ­ზავ­ნე და ვარ­დი­ა­ნი ქუ­დიო... ვე­ხუმ­რე, "სნე­გუ­რო­ჩკას" როლი ხომ არ მოგ­ცეს ცი­ხის სპექ­ტაკლში-მეთ­ქი?..

აქვს თბი­ლი ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც იქა­უ­რი პი­რო­ბე­ბის­თვის ბევ­რად შე­სა­ფე­რი­სია, მაგ­რამ არ შე­უძ­ლია ჩაც­მუ­ლო­ბა­სა და გა­რეგ­ნო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ იზ­რუ­ნოს. მა­ი­ას ვიცი, უფრო ეზა­რე­ბა და ალ­ბათ იც­ვამს იმას, რა­შიც კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს. დედა უფრო პრან­ჭი­აა და ამ რთულ­მა პე­რი­ოდ­მა ვე­რაფ­რით გა­ტე­ხა. სა­სა­მარ­თლო­ზე რომ მი­დი­ო­და, ჯერ თმა და­ი­ვარ­ცხნა სა­ლონ­ში.

- ქალ­ბა­ტონ მა­ი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და... ამ­ჯე­რად რო­გორ გრძნობს თავს?

- მა­ი­კო სა­ოც­რად ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნია! ნე­ბის­მი­ერ სა­ი­დუმ­ლოს რომ გა­ან­დობ და გა­გი­გებს, ისე­თი. რუსო ბევ­რად მკაც­რია. არა­და, პი­რი­ქით ჩანს, თით­ქოს რუ­სი­კოა ბევ­რად რბი­ლი ხა­სი­ა­თის... მა­ი­ამ ჩვენ­ზე მეტი გა­და­ი­ტა­ნა.

გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, მეც არ შე­მიძ­ლია მშვი­დად ვი­ლა­პა­რა­კო ვა­ხო­ზე, იმ­დე­ნად დიდი და­ნაკ­ლი­სია ჩვენ­თვის. უზარ­მა­ზა­რი სი­ცა­რი­ე­ლე დაგ­ვრჩა მისი წას­ვლით... იმ­დე­ნად დიდი ენერ­გი­ი­სა და სა­ო­ცა­რი გუ­ლის ადა­მი­ა­ნი იყო, ობ­ლად დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ვართ მის გა­რე­შე. ბავ­შვე­ბი ვე­რაფ­რით ეგუ­ე­ბი­ან. არც ბე­ბი­ე­ბი და არა­ვინ, ვა­ხოს­ნა­ი­რი მზრუნ­ვე­ლი მათ არ ჰყავ­დათ. სად­მე წას­ვლა რომ მი­წევს, სულ ვფიქ­რობ, ახლა რომ ვახო ცო­ცხა­ლი იყოს, ბავ­შვს ხომ და­ვუ­ტო­ვებ­დი და მშვი­დად ვიქ­ნე­ბო­დი-მეთ­ქი...

ვა­ხოს წი­ნა­შე დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ თავს, დარ­დი მკლავს... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
2

პრანჭიაა ჩვენი ფულებით. არ შეგერგებათ. 

რეალობა
23

არვიცი, არვიცი! მესმის, მესმის! მაგრამ ციხე ამ ქალბატონრბისთვის ძალიან ზედმეტად მეჩვენება! ჯობდა ხელი შეეწყოთ მათთვის , მათზე მეტად ალბათ არავის სურს პრობლემების მოგვარება! თუმცა , სასჯელს მოიხდიან , განთავისუფლდებიან და დაზარალებულები კვლავ დაზარალებულებად დარჩებიან! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"დედა პრანჭიაა, რთულმა პერიოდმა ვერ გატეხა... სასამართლოზე წასვლამდე, თმა დაივარცხნა სალონში" - ნინო დარასელი ოჯახსა და სტილზე

"დედა პრანჭიაა, რთულმა პერიოდმა ვერ გატეხა... სასამართლოზე წასვლამდე, თმა დაივარცხნა სალონში" - ნინო დარასელი ოჯახსა და სტილზე

მოდისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ერთხმად აღიარებენ, რომ ცნობილი ჟურნალისტი ნინო დარასელი დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა... ის გულახდილად ესაუბრა kvirispalitra.ge-ს იმაზე, თუ როგორ ახერხებს ცხოვრების რთულ პერიოდშიც კი მუდამ ბრწყინავდეს...

- ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში კი ვფიქრობ, ყველაზე დიდ გავლენას ის გარემო ახდენს, სადაც იზრდება. ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა ბებიამ მოახდინა. ლამარა ჭიპაშვილი საოცარი ადამიანი იყო, რომელიც პატარაობისას სულ "გაკრახმალებულ" კაბებს მაცმევდა. სხვა ბავშვები თუ ეზოში სათამაშოდ შესაფერისად შემოსილები ჩამოდიოდნენ, მე სულ შეუფერებლად - თოჯინასავით გამოვიყურებოდი, ტანზე გაფშიკინებული კაბით...

ლოგინის თეთრეულიც კი დღემდე თეთრი, მაქმანებიანი გვაქვს, ბებია რომ "აკრახმალებდა"... თვითონ იყო ძალიან ლამაზი, კოხტა ქალი, რომელსაც განსაკუთრებულად კარგი აღნაგობა ჰქონდა. სულ მისი კონტროლის ქვეშ ვიყავით. მისგან ყოველთვის ისმოდა: აბა, თმა გადაიწიე, წარბები გაისწორე, შუბლი გამოაჩინე და ასე შემდეგ... სამოსს საოცრად იხდენდა. ოჯახში მისი აღნაგობა არც ერთს არ გამოგვყვა.

დედაჩემიც და დეიდაჩემიც კოხტები არიან, მაგრამ ლამარიკო სულ სხვა იყო! ყველა კიდური გამოთლილივით ჰქონდა.

ლამარიკოსგან რაც ვისწავლე, სისადავის სიყვარულია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი მუდამ ერთ ფერში იყო გადაწყვეტილი. ჯიჯი რეჯინმა ერთხელ თქვა, შავი და თეთრი მომწონს ჩაცმულობაში, ჭრელები არაო და ჰკითხეს, - აბა, რომ ამბობ, ნინო დარასელი მომწონსო, ის ხომ სულ ჭრელებს იცვამსო? და ჯიჯიმ, - ნინოს ფერები ჩემთვის შავი და თეთრიაო... მან ზუსტად დაინახა ჩემი განწყობა ჩაცმულობაში. ჭრელი სულაც არ ნიშნავს, რომ შეიძლება სადა არ იყოს...

ნინო დარასელის ქმარ-შვილი

ბებიას მეგობარი - ცისანა ელიავა ახლაც საოცრად გამოიყურება. სულ მინდა ჩემმა მეგობარმა რეჟისორებმა ან ფოტოგრაფებმა გადაიღონ, იმდენად საინტერესო ქალია. თავის თაობაში ალბათ, ყველასგან გამოირჩეოდა და დღესაც ულამაზესად იცვამს. "ბალეტკები", შარვლები, ელეგანტური ზედები...

- თქვენ, დედა და დეიდა მუდმივად ითვალისწინებდით ერთმანეთის აზრებს ჩაცმულობაში, სხვა საკითხებშიც... დღეს როგორ ცხოვრობთ ერთმანეთისგან შორს?

- ჩემსა და დედას შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 16 წელია და ფაქტობრივად, დებივით ვართ. მაიას და ჩემ შორის კიდევ უფრო პატარა ასაკობრივი სხვაობაა და მართლაც, სამი ახლო მეგობარი ვიყავით... ახლა სევდიანად ვცხოვრობთ ერთმანეთის გარეშე. დღეს დამირეკა დედამ და მითხრა, - თეთრი პალტო გამომიგზავნე და ვარდიანი ქუდიო... ვეხუმრე, "სნეგუროჩკას" როლი ხომ არ მოგცეს ციხის სპექტაკლში-მეთქი?..

აქვს თბილი ტანსაცმელი, რომელიც იქაური პირობებისთვის ბევრად შესაფერისია, მაგრამ არ შეუძლია ჩაცმულობასა და გარეგნობაზე განსაკუთრებულად არ იზრუნოს. მაიას ვიცი, უფრო ეზარება და ალბათ იცვამს იმას, რაშიც კომფორტულად გრძნობს თავს. დედა უფრო პრანჭიაა და ამ რთულმა პერიოდმა ვერაფრით გატეხა. სასამართლოზე რომ მიდიოდა, ჯერ თმა დაივარცხნა სალონში.

- ქალბატონ მაიას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა... ამჯერად როგორ გრძნობს თავს?

- მაიკო საოცრად ძლიერი ადამიანია! ნებისმიერ საიდუმლოს რომ გაანდობ და გაგიგებს, ისეთი. რუსო ბევრად მკაცრია. არადა, პირიქით ჩანს, თითქოს რუსიკოა ბევრად რბილი ხასიათის... მაიამ ჩვენზე მეტი გადაიტანა.

გულწრფელად გითხრათ, მეც არ შემიძლია მშვიდად ვილაპარაკო ვახოზე, იმდენად დიდი დანაკლისია ჩვენთვის. უზარმაზარი სიცარიელე დაგვრჩა მისი წასვლით... იმდენად დიდი ენერგიისა და საოცარი გულის ადამიანი იყო, ობლად დარჩენილები ვართ მის გარეშე. ბავშვები ვერაფრით ეგუებიან. არც ბებიები და არავინ, ვახოსნაირი მზრუნველი მათ არ ჰყავდათ. სადმე წასვლა რომ მიწევს, სულ ვფიქრობ, ახლა რომ ვახო ცოცხალი იყოს, ბავშვს ხომ დავუტოვებდი და მშვიდად ვიქნებოდი-მეთქი...

ვახოს წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, დარდი მკლავს... წაიკითხეთ ვრცლად

სტალინის დროს აშენებული სამხედრო სანატორიუმი შოვში, სადაც საბჭოთა ჯარის მაღალჩინოსნები ისვენებდნენ - ულამაზესი შენობის ისტორია

IRI-ის გამოკითხულთა 20% ვაქცინას მაშინვე გაიკეთებს, როცა მისთვის ხელმისაწვდომი იქნება - რამდენი პროცენტი ამბობს უარს ვაქცინაციაზე

ისაუბრა თუ არა პატრიარქმა ქადაგებისას "კომენდანტის საათისა" და შეზღუდვების გაუქმების შესახებ - რას აცხადებენ საპატრიარქოში