პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაისვენა თუ არა თალაკვაძემ კომოს ტბაზე? - "ოცნების" ლიდერებს მედია და ოპოზიცია ამხელს, პარლამენტის თავმჯდომარე კი მათ პასუხობს
დაისვენა თუ არა თალაკვაძემ კომოს ტბაზე? - "ოცნების" ლიდერებს მედია და ოპოზიცია ამხელს, პარლამენტის თავმჯდომარე კი მათ პასუხობს

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის - "მთა­ვა­რი არ­ხის" და "ფორ­მუ­ლას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე იტა­ლი­ა­ში, კო­მოს ტბა­ზე დას­ვე­ნე­ბა­საც ას­წრე­ბენ.

"მთა­ვა­რის" სი­უ­ჟე­ტის თა­ნახ­მად, თბი­ლი­სი-მი­ლა­ნის რე­ი­სით სა­ქარ­თვე­ლო­დან იტა­ლი­ა­ში ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რის წვე­უ­ლე­ბა­ზე 50-მდე ბიზ­ნეს­მე­ნი და პო­ლი­ტი­კო­სი გა­ემ­გზავ­რა, რო­მელ­თა შო­რი­საც თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბი - ბექა ოდი­შა­რია, ილია წუ­ლა­ია, გოჩა ენუ­ქი­ძე და სხვე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის წყა­როს ცნო­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­ხე­ე­ბი კო­მოს ტბა­ზე პარ­ტი­ის შე­მომ­წირ­ვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, გი­ორ­გი ბარ­ვე­ნაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და "უკი­დუ­რე­სად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი" უწო­და.

მისი თქმით, ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას უმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ახლა იმ­ყო­ფე­ბა კო­მოს ტბა­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად, სი­ნამ­დვი­ლე­ში, კი ის დღეს დი­ლი­დან "რო­გორც ყო­ველ­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტშია და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე აქვს" .

"რო­დე­საც სი­უ­ჟეტს აკე­თებთ და ინ­ფორ­მა­ცი­ას შემ­დეგ ამოწ­მებთ, ეს არის ძა­ლი­ან ცუდი მე­დია სტან­დარ­ტი. სამ­წუ­ხა­როა, რომ ასეთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდით, გუ­შინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უმ­ტკი­ცებ­დით, და­სას­ვე­ნებ­ლად ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, თით­ქოს, ტბა­ზე ვის­ვე­ნებ დე­ვიდ ბექ­ჰემ­თან თუ სხვა ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად, რაც სა­სა­ცი­ლო სი­უ­ჟე­ტი იყო. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ვის ვიც­ნობ და ვის არა, „ფორ­მუ­ლას­თან“ და „მთა­ვარ არხთან“ შე­სა­თან­ხმე­ბე­ლი არც ერთ ჩვენ­განს არ აქვს, ვინ არი­ან ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, ჩვენს პი­რად ცხოვ­რე­ბას რო­გორ დავ­გეგ­მავთ, სად წა­ვალთ და სად მო­ვალთ, მაგ­რამ მე მა­ინც, დღეს ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ, რომ ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხე­ბი გა­მე­ცა.

თქვე­ნი მტკი­ცე­ბით, მე ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი კო­მოს ტბა­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად, მაგ­რამ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ხე­და­ვენ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ვარ პარ­ლა­მენ­ტში, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი, რო­მე­ლიც რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, აე­რო­პორ­ტში შეხ­ვდა თა­ლაკ­ვა­ძეს:

“ბა­ტო­ნი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, დი­ლი­დან გვიმ­ტკი­ცებთ არა­ნა­ირ კო­მოს ტბა­ზე არ წავ­სულ­ვარ და ცილს მწა­მებს სრუ­ლი­ად მე­დი­აო. რად­გან ჩვენ­მა პა­ტივ­ცე­მულ­მა თავ­მჯდო­მა­რემ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა ასეთ აღ­მა­ტე­ბულ და სა­ზე­ი­მო ტონ­ში გა­და­წყვი­ტა, მინ­და მას კი­თხვით მივ­მარ­თო: ბა­ტო­ნო არ­ჩილ, წუ­ხელ, შემ­თხვე­ვით, ჩემ­თან და გიგი წე­რე­თელ­თან ერ­თად სტამ­ბო­ლი­დან ერთი რე­ი­სით ხომ არ ჩა­მოფ­რინ­დით?

მე და გიგი წე­რე­თე­ლი ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბი­დან დავ­ბრუნ­დით და თქვენ სად ბრძან­დე­ბო­დით ხომ ვერ გაგ­ვიმ­ხელთ? რად­გან თქვენ თა­ვად­ვე გა­და­წყვი­ტეთ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლა და შავ­ზე თეთ­რის მტკი­ცე­ბა, მო­გი­წო­დებთ თქვე­ნი წუ­ხან­დე­ლი ბი­ლე­თი გა­მო­აქ­ვეყ­ნოთ და მე­დია, რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნეთ, „უკი­დუ­რეს მი­კერ­ძო­ე­ბა­ში“ ამ­ხი­ლოთ”, - წერს კან­დე­ლა­კი.

რაც შე­ე­ხე­ბა კახა კა­ლა­ძე, თბი­ლი­სის მე­რი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­და­ქა­ლა­ქის მერი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის ქა­ლაქ რე­ჯიო ემი­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც კომ­პა­ნია IDO SRL-ის მიერ თბი­ლი­სის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბი­სა და ნაძ­ვის ხის დამ­ზა­დე­ბის ბოლო ეტაპს გა­ეც­ნო­ბა.

თუმ­ცა, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ლა­ძეც ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ წვე­უ­ლე­ბას და­ეს­წრო.

"ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე აცხა­დებს, რომ კა­ლა­ძე არა სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად, არა­მედ და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და იტა­ლი­ა­ში:

"კა­ლა­ძე ხომ ხალ­ხზე მზრუნ­ვე­ლია მას ძა­ლი­ან სტკი­ვა ხალ­ხის გა­სა­ჭი­რი და ამი­ტომ სა­ა­ხალ­წლო „მე­ბე­ლის“ შე­სარ­ჩე­ვად გა­ემ­გზავ­რა იტა­ლი­ა­ში და ისე­ვე იტან­ჯე­ბა ეს ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ხალ­ხი იტან­ჯე­ბა გა­ჭირ­ვე­ბის­გან, ისე­ვე წუხს ეს ადა­მი­ა­ნი, რო­გორც თბი­ლი­სე­ლე­ბი წუ­ხან. ისე­ვე აწუ­ხებს მას სო­ცი­ა­ლუ­რი გა­ჭირ­ვე­ბა და ამი­ტომ წა­ვი­და იტა­ლი­ა­ში, ტბა­ზე ის­ვე­ნებს, ძვი­რად ღი­რე­ბულ იახ­ტა­ზე, იტა­ლი­უ­რი ღვი­ნო უნდა მი­ირ­თვას და სა­ა­ხალ­წლო „მე­ბე­ლი“ შე­არ­ჩი­ოს ჩვენ­თვის. დიდი მად­ლო­ბა, კახი“ - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
106

არ გამოუვათ ამ პარტიულ ტელევიზიებს და შერცხვენილ ვაი პოლიტიკოსებს ბატონ აჩილს შავი პიარი აუგორონ, რადგან ბატონი არჩილი არის აერთერთი ყველაზე უმჭიკლო პოლიტიკოსი ბატონი ბიძინას შემდეგ

ანა
21

შოკში ვარ, ეჭვი არ მეპარება მართლა იქნებოდნენ კომოს ტბაზე, ყოღაღ თქვენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

დაისვენა თუ არა თალაკვაძემ კომოს ტბაზე? - "ოცნების" ლიდერებს მედია და ოპოზიცია ამხელს, პარლამენტის თავმჯდომარე კი მათ პასუხობს

დაისვენა თუ არა თალაკვაძემ კომოს ტბაზე? - "ოცნების" ლიდერებს მედია და ოპოზიცია ამხელს, პარლამენტის თავმჯდომარე კი მათ პასუხობს

ტელეკომპანიების - "მთავარი არხის" და "ფორმულას" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ლიდერები ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე იტალიაში, კომოს ტბაზე დასვენებასაც ასწრებენ.

"მთავარის" სიუჟეტის თანახმად, თბილისი-მილანის რეისით საქართველოდან იტალიაში ქართველი მილიონერის წვეულებაზე 50-მდე ბიზნესმენი და პოლიტიკოსი გაემგზავრა, რომელთა შორისაც თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, "ოცნების" დეპუტატები - ბექა ოდიშარია, ილია წულაია, გოჩა ენუქიძე და სხვები იმყოფებოდნენ.

ტელეკომპანიების წყაროს ცნობით, "ქართული ოცნების" სახეები კომოს ტბაზე პარტიის შემომწირველი ბიზნესმენის, გიორგი ბარვენაშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და "უკიდურესად მიკერძოებული და ძალიან პოლიტიზებული სიუჟეტები" უწოდა.

მისი თქმით, ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ არჩილ თალაკვაძე ახლა იმყოფება კომოს ტბაზე დასასვენებლად, სინამდვილეში, კი ის დღეს დილიდან "როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტშია და ჩვეულებრივი სამუშაო დღე აქვს" .

"როდესაც სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედია სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, გუშინ, საზოგადოებას უმტკიცებდით, დასასვენებლად ვიყავი წასული, თითქოს, ტბაზე ვისვენებ დევიდ ბექჰემთან თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად, რაც სასაცილო სიუჟეტი იყო. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური მოტივაციებით იყო განპირობებული.

რაც შეეხება ვის ვიცნობ და ვის არა, „ფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ შესათანხმებელი არც ერთ ჩვენგანს არ აქვს, ვინ არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენს პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ, სად წავალთ და სად მოვალთ, მაგრამ მე მაინც, დღეს ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ დეზინფორმაციაზე პასუხები გამეცა.

თქვენი მტკიცებით, მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე დასასვენებლად, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ სინამდვილეში ვარ პარლამენტში, ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, აეროპორტში შეხვდა თალაკვაძეს:

“ბატონი არჩილ თალაკვაძე, დილიდან გვიმტკიცებთ არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით?

მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ”, - წერს კანდელაკი.

რაც შეეხება კახა კალაძე, თბილისის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიაში იმყოფება, სადაც კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა.

თუმცა, ტელეკომპანიების ინფორმაციით, კალაძეც ზემოთაღნიშნულ წვეულებას დაესწრო.

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კალაძე არა საახალწლო განათებების დასათვალიერებლად, არამედ დასასვენებლად წავიდა იტალიაში:

"კალაძე ხომ ხალხზე მზრუნველია მას ძალიან სტკივა ხალხის გასაჭირი და ამიტომ საახალწლო „მებელის“ შესარჩევად გაემგზავრა იტალიაში და ისევე იტანჯება ეს ადამიანი, როგორც ხალხი იტანჯება გაჭირვებისგან, ისევე წუხს ეს ადამიანი, როგორც თბილისელები წუხან. ისევე აწუხებს მას სოციალური გაჭირვება და ამიტომ წავიდა იტალიაში, ტბაზე ისვენებს, ძვირად ღირებულ იახტაზე, იტალიური ღვინო უნდა მიირთვას და საახალწლო „მებელი“ შეარჩიოს ჩვენთვის. დიდი მადლობა, კახი“ - განაცხადა ვაშაძემ.

რუსთაველზე აქცია დაშალეს - სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა

"პარლამენტის პიკეტირება მალე დაიწყება" - გიორგი ვაშაძე პოლიციას მიმართავს

"ქართული ოპოზიცია VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი" - კობახიძე "გირჩის" აქცია-პერფორმანსს "ფეისბუქზე" გამოეხმაურა