დეპუტატ მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერები დეპუტატ მამუკა მდინარაძის ბიუროს ოფისის კარის "დაბოქლომებას" აპირებდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ოფისთან მობილიზებულია საპატრულიო პოლიცია. ადგილზე სერგო რატიანი და ირმა ნადირაშვილი იმყოფებიან.
„მონა ხართ“, „ადამიანებს თვალები დათხარეთ“, - მიმართავენ დეპუტატები ბიუროს თანამშრომლებს.
„როცა ცოცხებით დარბოდით, მაშინ გამოგეხატათ პროტესტი“, არ გრცხვენიათ თქვენ მეცოცხეებო?! ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ გამოხატონ პროტესტი, მაშინ, როდესაც მეცოცხე ხალხის გვერდით იდგნენ. სირცხვილია“, - განუცხადა ბიუროს თანამშრომელმა დეპუტატებს.
ხმაურია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთანაც. ოპოზიციის წარმომადგენლები ბიუროს შესასვლელ კარზე ბოქლომის დადებას აპირებენ, თუმცა ამის საშუალება მათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა არ აძლევენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.