ავტორი:

ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები "იმედის" თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები "იმედის" თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

შსს-ს ცნობით, ინციდენტის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ტელეკომპანია "იმედის" გადამღები ჯგუფის წევრები გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის დალოცა

თბილისის მერია 2 წლის ანიტას ოპერაციისთვის დაფინანსებას გამოყოფს