პარტნიორები:
    ავტორი:

    "პარტიული ქორწილი" საგარეჯოში სააკაშვილის პლაკატებით - რა ფოტოებს აქვეყნებს ექს-პრეზიდენტი და რომელმა კომენტარმა გააღიზიანა ის

    "პარტიული ქორწილი" საგარეჯოში სააკაშვილის პლაკატებით - რა ფოტოებს აქვეყნებს ექს-პრეზიდენტი და რომელმა კომენტარმა გააღიზიანა ის

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე საგარეჯოში გამართული ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც კედლებზე გაკრული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ექს-პრეზიდენტის პლაკატები ჩანს.

    "საგარეჯოში იორმუღანლოში ქორწილი დღეს. ვულოცავ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

    პოსტს უამრავი დადებითი კომენტარი აქვს, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები სააკაშვილს დაბრუნებას და სამშობლოს გადარჩენას თხოვენ, თუმცა ფოტოებს აქვს უარყოფითი კომენტარებიც, რომელთაგან ერთ-ერთმა ექს-პრეზიდენტი გააღიზიანა.

    • "ქორწილში ვინმეს პარტიული (რომელი პარტიაც არ უნდა იყოს) ნიშნები რატომ უნდა ჰქონდეს გამოკრული? ბატონო მიხეილ, ეს არაა გზა ევროპისკენ და ასეთი საქართველო ნაღდად არ გვჭირდება"
    • "ისა და ბარემ აქვე კერპთაყვანისცემლობა ხო არ დავაბრუნოთ. მაგრად გაუსწორდებათ ჩვენს წინაპრებს"
    • "ასეთი ფანატიზმი მოგწონთ? ვინც არ უნდა იყოს ფოტოზე... საშინელი გრძნობა იქნებოდა ჩემთვის..."

    ეს ბოლო კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა უპასუხოდ ვერ დატოვა: "იდიოტობა დაწერეთ!" - წერს სააკაშვილი.

    ბუბა კიკაბიძის შვილიშვილი დაქორწინდა - როგორ მოილხინა მომღერალმა წვეულებაზე

    "ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი დადგა..." - ვახო ჭუმბურიძის გულახდილი აღიარება თამაშდამოკიდებულების შესახებ

    "ნაციონალების" დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო" -  რას აპროტესტებს ნიკა თავაძე