ბიძინა ივანიშვილის სახლთან, აქციის მონაწილეებმა მოაჯირზე ნაგვის ურნა ბოქლომით მიამაგრეს. მანამდე კი, „ქართული ოცნების” წევრების ფოტოები ამავე ნაგვის ურნაში ჩაყარეს. მათი განმარტებით, ამ ფორმით მათ გამოხატეს პროტესტი ხელისუფლების მიმართ.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ახალგაზრდული მოძრაობა „გაბედე” მანამდე გააგრძელებს აქციებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ბიძინა ივანიშვილის სახლთან ახალგაზრდულ მოძრაობა “გაბედეს” და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სახლთან მიეტანათ ნაგვის ურნა, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა ბუხრაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეებს აქციის გამართვის უფლება აქვთ, თუმცა შსს მოუწოდებს მათ, რომ არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
თავად ბიძინა ივანიშვილი კი ამ წუთებში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრა პარტიის ოფისში მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია. ფოტოები