პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 წლის ვირტუოზმა პიანისტმა ყანჩელის ხსოვნას კომპოზიცია მიუძღვნა - "მაესტრომ პირველად რომ მოუსმინა, გაოცებული გამომეტყველება ჰქონდა..."
10 წლის ვირტუოზმა პიანისტმა ყანჩელის ხსოვნას კომპოზიცია მიუძღვნა - "მაესტრომ პირველად რომ მოუსმინა, გაოცებული გამომეტყველება ჰქონდა..."

23 ნო­ემ­ბერს, გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კი­ნო­თე­ატ­რი "ამი­რა­ნი" და Artists Union ConceptArt უნი­კა­ლურ პრო­ექტს წარ­მო­გიდ­გენთ - კი­ნო­თე­ატ­რის სცე­ნა­ზე შედ­გე­ბა გია ყან­ჩე­ლის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის "სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბის" პრე­მი­ე­რა და მა­ესტროს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბა.

"სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბის" სცე­ნა­რის­ტი და რე­ჟი­სო­რი თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძეა. ფილ­მის ჩვე­ნე­ბამ­დე კომ­პო­ზი­ტო­რი და დი­რი­ჟო­რი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, აღი­ა­რე­ბუ­ლი ალ­ტის­ტი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი და ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მუ­სი­კო­სე­ბი ეს­ტა­ფე­ტას ახა­ლი თა­ო­ბის ვარ­სკვლა­ვებს გა­დას­ცე­მენ. სა­ღა­მოს გახ­სნის და სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ კომ­პო­ზი­ცი­ას მა­ესტროს ხსოვ­ნას 10 წლის კომ­პო­ზი­ტო­რი და პი­ა­ნის­ტი ცოტ­ნე ზედ­გი­ნი­ძე მი­უ­ძღვნის.

რო­გორ შექ­მნა ცოტ­ნემ ეს პი­ე­სა, რო­გო­რი იყო მისი შეხ­ვედ­რა გე­ნი­ა­ლურ კომ­პო­ზი­ტორ­თან - ამა­ზე AMBEBI.GE-სთან პა­ტა­რა ვირ­ტუ­ო­ზის ბე­ბია ნინა მამ­რა­ძე მოგ­ვი­თხრობს:

"რო­დე­საც გა­სულ ზა­ფხულს ცოტ­ნეს პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი შედ­გა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ჩვენ ბა­ტონ გია ყან­ჩელ­თან მი­ვე­დით. ეს იყო 14 ივ­ნი­სი და სწო­რედ მა­შინ გა­იც­ნო ცოტ­ნე გია ყან­ჩელ­მა. კომ­პო­ზი­ტორს მო­ვას­მე­ნი­ნეთ ის, რაც ბავ­შვმა შექ­მნა, სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მო­ე­ბი.

ბა­ტო­ნი გია იმ პე­რი­ოდ­ში უკვე შე­უძ­ლოდ იყო და იწვა, მაგ­რამ მთე­ლი თა­ვი­სი კე­თი­ლი გუ­ლით, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბით, ბავ­შვი მი­ი­ღო, მერე სა­წოლ­ზე წა­მოჯ­და და უთხრა: "მოდი, ცოტ­ნე, და­მი­კა­რიო". რომ მო­ის­მი­ნა, გა­ო­ცე­ბუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა ჰქონ­და, მერე თა­ვის­თან მო­იხ­მო და თავ­ზე აკო­ცა...

ვკი­თხე - რას გვირ­ჩევთ? თქვე­ნი რჩე­ვა ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია-მეთ­ქი. ვე­რა­ფერს, ამის­თვის მზად არ ვარ, არ მე­გო­ნა, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ ასეთ ადა­მი­ანს შევხდე­ბო­დი, არა­ფე­რი ამ­დაგ­ვა­რი არ მი­ნა­ხავს, ამა­ზე უნდა ვი­ფიქ­რო, ისე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არ არის ეს ნორ­მა­ლუ­რიო - სი­ცი­ლით მი­პა­სუ­ხა...

ცოტ­ნე მუ­სი­კის კე­თე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვია, დარ­ბის, თა­მა­შობს, სა­ა­თე­ბი რო­ი­ალ­თან იჯ­დეს, ასე არ არის. ძა­ლი­ან უყ­ვარს ნა­წარ­მო­ე­ბის გარ­ჩე­ვა, ოპე­რის კლა­ვი­რებს უკ­რავს. წერს მო­თხრო­ბებს, დად­გმებ­საც აკე­თებს და, რა თქმა უნდა, თა­მა­შობს თა­ვის პა­ტა­რა დას­თან. სახ­ლში ისე­თი ამ­ბა­ვია, ყი­რა­ზე გა­და­დი­ან ხოლ­მე...

- ის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა კომ­პო­ზი­ტორ­თან რო­გორ დას­რულ­და?

- კი­დევ უნდა გვე­ნა­ხა ბა­ტო­ნი გია და ვე­ღარ მო­ხერ­ხდა, რად­გა­ნაც რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწვა, თუმ­ცა ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რე... ასე რომ, ცოტ­ნეს სა­მუ­და­მოდ დარ­ჩა დიდ კომ­პო­ზი­ტორ­თან სა­ო­ცა­რი შეხ­ვედ­რა და მისი ასე­თი­ვე დახ­ვედ­რა.

სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ, რო­გორ უყუ­რებ­და ბავ­შვს და რო­გორ მო­ე­ფე­რა. ამ­ბობ­და, სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ იბა­დე­ბა ამ მო­ნა­ცე­მე­ბის ადა­მი­ა­ნი, ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი რჩე­ვა სა­ჭი­რო არ არის, უბ­რა­ლოდ, სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო, სიმ­შვი­დე და ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა - ირ­ბი­ნოს, ითა­მა­შოს და მუდ­მი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბა, და­აკ­ვირ­დი­თო.

- ცოტ­ნემ რო­დის და­წე­რა კომ­პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც მის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა?

- 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ცოტ­ნეს კონ­ცერ­ტი ჰქონ­და ოპე­რა­ში ეროვ­ნულ ორ­კესტრთან, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის დი­რი­ჟო­რო­ბით, სე­ზო­ნის გახ­სნა იყო. შოს­ტა­კო­ვი­ჩის მე­ო­რე კონ­ცერ­ტი და­უკ­რა...

ცოტ­ნემ რომ და­უკ­რა, ბა­ტო­ნი გია ცუ­დად იყო... კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ნი­კას­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით, არ ვი­ცო­დით და თურ­მე იმ ღა­მეს, 2-ში გარ­დაც­ვლი­ლა მა­ესტრო...

ცოტ­ნემ სა­ოც­რად გა­ნი­ცა­და... მოს­მე­ნი­ლი ჰქონ­და ბა­ტო­ნი გიას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, მისი სიმ­ფო­ნი­ე­ბი, კი­ნო­მუ­სი­კა, თე­ატ­რის­თვის შექ­მნი­ლი მუ­სი­კა და კომ­პო­ზი­ცია უცებ შექ­მნა, რო­მე­ლიც გია ყან­ჩელს მი­უ­ძღვნა...

მას­ში ყან­ჩე­ლის არ­ცერ­თი ცი­ტა­ტა არ არის, მაგ­რამ სტი­ლის­ტუ­რად, ჩემი აზ­რით, იმ­დე­ნად გად­მოს­ცემს, ყან­ჩე­ლის თვი­სე­ბებს, ინ­დი­ვუ­დუ­ა­ლო­ბას და ამით ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. პი­ე­სა სულ 7 წუ­თამ­დე გრძელ­დე­ბა.

ფოტო: გელა მეგ­რე­ლი­ძე

- ცოტ­ნეს ხომ არ შე­უძ­ლია სა­ნო­ტო სის­ტე­მა­ზე მუ­სი­კის გა­და­ტა­ნა, ასე ზე­პი­რად იმახ­სოვ­რებს?

- კი, მისი ნა­წარ­მო­ე­ბი არ არის ჯერ ჩა­წე­რი­ლი... მოკ­ლედ, 23 ნო­ემ­ბერს კი­ნო­თე­ატრ „ამი­რან­ში“ თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძის ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე, რო­მე­ლიც გია ყან­ჩელს ეძღვნე­ბა, კონ­ცერ­ტიც გა­ი­მარ­თე­ბა და ცოტ­ნე ამ პი­ე­სას იქ და­უკ­რავს.

სა­უ­ბარს 10 წლის ვირ­ტუ­ოზ­თან ვაგ­რძე­ლებთ: "მას მერე, რაც გია ყან­ჩე­ლი გა­ვი­ცა­ნი, მის მუ­სი­კას სულ ვუს­მენ­დი, ახ­ლაც ვუს­მენ და ასე მოს­მე­ნის შემ­დეგ, შევ­ქმე­ნი ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბი..."

- რო­გო­რია ბა­ტო­ნი გიას მუ­სი­კა, შენ­თვის რო­გორ ჟღერს?

- სა­სი­ა­მოვ­ნოა, ძა­ლი­ან მომ­წონს. გია ყან­ჩე­ლი დიდი კომ­პო­ზი­ტო­რია, მი­ხა­რია, რომ ასე­თი კომ­პო­ზი­ტო­რი ჰყავს სა­ქარ­თვე­ლოს და მე ის გა­ვი­ცა­ნი. რო­დე­საც შევ­ხვდი, მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. რომ მი­ვე­დი, სა­წოლ­ში იწვა და წა­მოჯ­და, მთხო­ვა, პი­ა­ნი­ნო­ზე და­მეკ­რა, მერე და­მი­ძა­ხა და მა­კო­ცა, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი კაცი იყო. ის ასე­თი მე­მახ­სოვ­რე­ბა სულ..."

28 დე­კემ­ბერს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ცოტ­ნე ზეგ­დი­ნი­ძის კონ­ცერ­ტი შედ­გე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნნნ
1

უფალო, დიდება შენ! საიდან ჩდებიან ასეთი ვირტუოზები?!

დავითი.
0

დიდება უფალს, არ გვტოვებს დიდი ნიჭიერების გარეშე. ეს ბავშვი ბევრ სასწაულს დაგვიწერს.. უფალმა დაგლოცოს ცოტნე.....

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

10 წლის ვირტუოზმა პიანისტმა ყანჩელის ხსოვნას კომპოზიცია მიუძღვნა - "მაესტრომ პირველად რომ მოუსმინა, გაოცებული გამომეტყველება ჰქონდა..."

10 წლის ვირტუოზმა პიანისტმა ყანჩელის ხსოვნას კომპოზიცია მიუძღვნა - "მაესტრომ პირველად რომ მოუსმინა, გაოცებული გამომეტყველება ჰქონდა..."

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კინოთეატრი "ამირანი" და Artists Union ConceptArt უნიკალურ პროექტს წარმოგიდგენთ - კინოთეატრის სცენაზე შედგება გია ყანჩელის შესახებ გადაღებული ფილმის "სევდის ანგელოზების" პრემიერა და მაესტროს ნაწარმოებების ცოცხალი შესრულება.

"სევდის ანგელოზების" სცენარისტი და რეჟისორი თეონა ჯორბენაძეა. ფილმის ჩვენებამდე კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები ესტაფეტას ახალი თაობის ვარსკვლავებს გადასცემენ. საღამოს გახსნის და სპეციალურად შექმნილ კომპოზიციას მაესტროს ხსოვნას 10 წლის კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე მიუძღვნის.

როგორ შექმნა ცოტნემ ეს პიესა, როგორი იყო მისი შეხვედრა გენიალურ კომპოზიტორთან - ამაზე AMBEBI.GE-სთან პატარა ვირტუოზის ბებია ნინა მამრაძე მოგვითხრობს:

"როდესაც გასულ ზაფხულს ცოტნეს პირველი კონცერტი შედგა, რამდენიმე დღეში, ჩვენ ბატონ გია ყანჩელთან მივედით. ეს იყო 14 ივნისი და სწორედ მაშინ გაიცნო ცოტნე გია ყანჩელმა. კომპოზიტორს მოვასმენინეთ ის, რაც ბავშვმა შექმნა, საკუთარი ნაწარმოები.

ბატონი გია იმ პერიოდში უკვე შეუძლოდ იყო და იწვა, მაგრამ მთელი თავისი კეთილი გულით, კეთილშობილებით, ბავშვი მიიღო, მერე საწოლზე წამოჯდა და უთხრა: "მოდი, ცოტნე, დამიკარიო". რომ მოისმინა, გაოცებული გამომეტყველება ჰქონდა, მერე თავისთან მოიხმო და თავზე აკოცა...

ვკითხე - რას გვირჩევთ? თქვენი რჩევა ჩვენთვის მნიშვნელოვანია-მეთქი. ვერაფერს, ამისთვის მზად არ ვარ, არ მეგონა, ვერ წარმომედგინა, თუ ასეთ ადამიანს შევხდებოდი, არაფერი ამდაგვარი არ მინახავს, ამაზე უნდა ვიფიქრო, ისე ვერაფერს გეტყვით, არ არის ეს ნორმალურიო - სიცილით მიპასუხა...

ცოტნე მუსიკის კეთების პარალელურად, ჩვეულებრივი ბავშვია, დარბის, თამაშობს, საათები როიალთან იჯდეს, ასე არ არის. ძალიან უყვარს ნაწარმოების გარჩევა, ოპერის კლავირებს უკრავს. წერს მოთხრობებს, დადგმებსაც აკეთებს და, რა თქმა უნდა, თამაშობს თავის პატარა დასთან. სახლში ისეთი ამბავია, ყირაზე გადადიან ხოლმე...

- ის პირველი შეხვედრა კომპოზიტორთან როგორ დასრულდა?

- კიდევ უნდა გვენახა ბატონი გია და ვეღარ მოხერხდა, რადგანაც რეანიმაციაში იწვა, თუმცა ტელეფონით ვესაუბრე... ასე რომ, ცოტნეს სამუდამოდ დარჩა დიდ კომპოზიტორთან საოცარი შეხვედრა და მისი ასეთივე დახვედრა.

სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ უყურებდა ბავშვს და როგორ მოეფერა. ამბობდა, საუკუნეში ერთხელ იბადება ამ მონაცემების ადამიანი, ამ ეტაპზე არანაირი რჩევა საჭირო არ არის, უბრალოდ, სჭირდება შესაბამისი გარემო, სიმშვიდე და ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრება - ირბინოს, ითამაშოს და მუდმივი დაკვირვება, დააკვირდითო.

- ცოტნემ როდის დაწერა კომპოზიცია, რომელიც მის ხსოვნას მიუძღვნა?

- 1-ელ ოქტომბერს ცოტნეს კონცერტი ჰქონდა ოპერაში ეროვნულ ორკესტრთან, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, სეზონის გახსნა იყო. შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტი დაუკრა...

ცოტნემ რომ დაუკრა, ბატონი გია ცუდად იყო... კონცერტის შემდეგ ნიკასთან და ბავშვებთან ერთად ვიყავით, არ ვიცოდით და თურმე იმ ღამეს, 2-ში გარდაცვლილა მაესტრო...

ცოტნემ საოცრად განიცადა... მოსმენილი ჰქონდა ბატონი გიას ნაწარმოებები, მისი სიმფონიები, კინომუსიკა, თეატრისთვის შექმნილი მუსიკა და კომპოზიცია უცებ შექმნა, რომელიც გია ყანჩელს მიუძღვნა...

მასში ყანჩელის არცერთი ციტატა არ არის, მაგრამ სტილისტურად, ჩემი აზრით, იმდენად გადმოსცემს, ყანჩელის თვისებებს, ინდივუდუალობას და ამით ჩემთვის ძალიან ძვირფასია. პიესა სულ 7 წუთამდე გრძელდება.

ფოტო: გელა მეგრელიძე

- ცოტნეს ხომ არ შეუძლია სანოტო სისტემაზე მუსიკის გადატანა, ასე ზეპირად იმახსოვრებს?

- კი, მისი ნაწარმოები არ არის ჯერ ჩაწერილი... მოკლედ, 23 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ თეონა ჯორბენაძის ფილმის პრემიერაზე, რომელიც გია ყანჩელს ეძღვნება, კონცერტიც გაიმართება და ცოტნე ამ პიესას იქ დაუკრავს.

საუბარს 10 წლის ვირტუოზთან ვაგრძელებთ: "მას მერე, რაც გია ყანჩელი გავიცანი, მის მუსიკას სულ ვუსმენდი, ახლაც ვუსმენ და ასე მოსმენის შემდეგ, შევქმენი ჩემი ნაწარმოები..."

- როგორია ბატონი გიას მუსიკა, შენთვის როგორ ჟღერს?

- სასიამოვნოა, ძალიან მომწონს. გია ყანჩელი დიდი კომპოზიტორია, მიხარია, რომ ასეთი კომპოზიტორი ჰყავს საქართველოს და მე ის გავიცანი. როდესაც შევხვდი, მივხვდი, რომ ძალიან კეთილი ადამიანი იყო. რომ მივედი, საწოლში იწვა და წამოჯდა, მთხოვა, პიანინოზე დამეკრა, მერე დამიძახა და მაკოცა, ძალიან საყვარელი კაცი იყო. ის ასეთი მემახსოვრება სულ..."

28 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ცოტნე ზეგდინიძის კონცერტი შედგება.

"ჩემს ყოველ ნამღერს  გარდაცვლილ ბაბუას ვუძღვნი,  ჩემთვის ნომერ პირველი ადამიანია!" -  მარიამ შენგელია "საქართველოს ვარსკვლავსა" და მის კონკურსანტებზე

"გავრბოდი პროექტიდან... ჩამკეტეს, რომ არ წავსულიყავი" - რას ამბობს "მასტერშეფზე" და ვის მიმართ აქვს დედობრივი მზრუნველობა დალი ჩიტალაძეს

"აუტანლად ძნელია უშენობა, რა უდარდელი იყო ჩემი ცხოვრება" - რას წერდა გია ყანჩელი გარდაცვლილ მეგობარს, რომელსაც ნაწარმოები მიუძღვნა