მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კავშირია ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მოხმარებასა და ხელმისაწვდომობას შორის
რა კავშირია ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მოხმარებასა და ხელმისაწვდომობას შორის

ალ­კოჰო­ლის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა

კვლე­ვე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ რაც მე­ტად ხელ­მი­საწ­ვდო­მია ალ­კოჰო­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, მით მე­ტია მისი მოხ­მა­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, დი­დია მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნიც. მცი­რე ცვლი­ლე­ბაც კი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­ში, მისი შემ­ცი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, იწ­ვევს ალ­კოჰოლ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ავა­დო­ბის, ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის და სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან კლე­ბას. ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის შემ­ცი­რე­ბა კი ყო­ველ­თვის მულ­ტი­სექ­ტო­რუ­ლი და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გია.

WHO -ს რე­კო­მენ­და­ცი­ით ეროვ­ნულ დო­ნე­ზე უნდა გა­ნი­სა­ზღვროს:

  • ოპე­რა­ცი­უ­ლი და აღ­სრუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სის­ტე­მის რე­გუ­ლი­რე­ბა. წარ­მო­ე­ბის, სა­ბი­თუ­მო გა­ყიდ­ვე­ბი­სა და ალ­კოჰო­ლის მი­წო­დე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი სის­ტე­მე­ბის წარ­დგე­ნა და რე­გუ­ლი­რე­ბა, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ალ­კოჰო­ლის დის­ტრი­ბუ­ცი­ი­სა და ალ­კოჰო­ლის გა­ყიდ­ვის ად­გი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას;
  • სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბის ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სამ­თავ­რო­ბო მო­ნო­პო­ლი­ე­ბის სა­ლი­ცენ­ზიო სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა;
  • ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბის (შე­ნო­ბის შიდა და გარე) ად­გი­ლე­ბის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის ხა­სი­ა­თის და რა­ო­დე­ნო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლი­რე­ბა;
  • სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბის დღე­ებ­სა და სა­ა­თებ­ზე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა;
  • ალ­კოჰო­ლის სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვებ­ზე მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი რე­ჟი­მე­ბის შე­მო­ღე­ბა;
  • გან­სა­ზღვრულ ად­გი­ლებ­ში ან სპე­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა;
  • ალ­კოჰო­ლის შე­ძე­ნა­სა და მოხ­მა­რე­ბა­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რის და­წე­სე­ბა და აგ­რეთ­ვე სხვა კა­ნო­ნე­ბის შე­მო­ღე­ბა გა­ყიდ­ვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდებ­ში ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბა­რი­ე­რე­ბის გაზ­რდის მიზ­ნით;
  • ალ­კოჰო­ლუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის ალ­კოჰო­ლის მი­ყიდ­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნის შე­მო­ღე­ბა, გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი­სა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თათ­ვის ეროვ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნე­ბის შე­მო­ღე­ბა;
  • სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ან ოფი­ცი­ა­ლურ სა­ჯა­რო სტრუქ­ტუ­რებ­ში ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა;
  • უკა­ნო­ნოდ (არა­ლე­გა­ლუ­რად) წარ­მო­ე­ბუ­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის, გა­ყიდ­ვი­სა და დის­ტრი­ბუ­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის პო­ლი­ტი­კის შე­მო­ღე­ბა.

ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მარ­კე­ტინ­გი

კო­მერ­ცი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა და გაღ­რმა­ვე­ბა ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­ზე, და გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ მოხ­მა­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, არ შე­იძ­ლე­ბა, რომ იყოს და­დე­ბით ას­პექ­ტში გა­გე­ბუ­ლი.

არ­სე­ბობს კო­მერ­ცი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ლი­მი­ტი­რე­ბის მრა­ვა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, და­წყე­ბუ­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი, თუ სხვა გა­სარ­თო­ბი მიდ­გო­მე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბის მო­ზიდ­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო, თუ კინო-სა­რეკ­ლა­მო აქ­ტი­ვო­ბე­ბის და სპონ­სო­რო­ბის შე­ზღუდ­ვით/სრუ­ლი აკ­რძალ­ვით. რამ­დე­ნა­დაც ეს სის­ტე­მა არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, ერ­თობ­ლი­ვი (კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი) ქმე­დე­ბე­ბი მთავ­რო­ბა­სა და სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რებს (ჯან­დაც­ვის, მე­დი­ის და ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მის) შო­რის არის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბის.

WHO -ს რე­კო­მენ­და­ცი­ით, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე უნდა გა­ნი­სა­ზღვროს:

  • ალ­კოჰო­ლის მარ­კე­ტინ­გი­სათ­ვის თვით­რე­გუ­ლი­რე­ბა­დი სა­ზო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო­ე­ბის შე­მო­ღე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მხარ­და­ჭე­რა:
  • მარ­კე­ტინ­გის შემ­ცვე­ლო­ბი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის რე­გუ­ლა­ცი­ით;
  • მე­დი­ა­ში პირ­და­პი­რი და არა­პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის რე­გუ­ლი­რე­ბით;
  • ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის ხელ­შე­წყო­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რე­გუ­ლი­რე­ბით;
  • ახალ­გაზ­რდებ­ზე გათ­ვლი­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის შემ­ზღუდ­ვე­ლი ან ამ­კრძა­ლა­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბით;
  • ალ­კოჰო­ლის ახა­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბით, მა­გა­ლი­თად სო­ცი­ა­ლუ­რით;
  • ალ­კოჰო­ლუ­რი პრო­დუქ­ცი­ის მარ­კე­ტინ­გის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სტრა­ტე­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ჯა­რო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უწყე­ბე­ბის სის­ტე­მე­ბით;
  • მარ­კე­ტინ­გუ­ლი აკ­რძალ­ვე­ბის დარ­ღვე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და შე­ზღუდ­ვის სის­ტე­მე­ბის შექ­მნა.

რო­გორც ხე­დავთ, ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბის პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა საკ­მა­ოდ კომ­პლექ­სურ მიდ­გო­მას მო­ი­თხოვს, რო­მე­ლიც ყვე­ლა მხა­რის თა­ნა­ბარ ჩარ­თუ­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს. თუმ­ცა, იმი­სათ­ვის, რომ მოხ­დეს მო­წყვლა­დი (ამ შემ­თხვე­ვა­ში არას­რულ­წლო­ვან­თა) ჯგუ­ფე­ბის დაც­ვა ზი­ა­ნის­გან სა­ჭი­როა, არამ­ხო­ლოდ, ეფექ­ტუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა არა­მედ, ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბი­სა და რეკ­ლა­მი­რე­ბის შე­ზღუდ­ვაც.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა კავშირია ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მოხმარებასა და ხელმისაწვდომობას შორის

რა კავშირია ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მოხმარებასა და ხელმისაწვდომობას შორის

ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა

კვლევები გვიჩვენებს, რომ რაც მეტად ხელმისაწვდომია ალკოჰოლი მოსახლეობისათვის, მით მეტია მისი მოხმარება და შესაბამისად, დიდია მისგან გამოწვეული ზიანიც. მცირე ცვლილებაც კი ხელმისაწვდომობაში, მისი შემცირების თვალსაზრისით, იწვევს ალკოჰოლთან ასოცირებული ავადობის, ძალადობის ფაქტების და სიკვდილის შემთხვევების მნიშვნელოვან კლებას. ხელმისაწვდომობის შემცირება კი ყოველთვის მულტისექტორული და კოორდინირებული ძალისხმევის შედეგია.

WHO -ს რეკომენდაციით ეროვნულ დონეზე უნდა განისაზღვროს:

  • ოპერაციული და აღსრულების შესაბამისი სისტემის რეგულირება. წარმოების, საბითუმო გაყიდვებისა და ალკოჰოლის მიწოდების დასარეგულირებლად შესაბამისი სისტემების წარდგენა და რეგულირება, რაც განაპირობებს ალკოჰოლის დისტრიბუციისა და ალკოჰოლის გაყიდვის ადგილების შემცირებას და შესაბამისი ზომების მიღებას;
  • საცალო გაყიდვების ან საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული სამთავრობო მონოპოლიების სალიცენზიო სისტემის შემოღება;
  • ალკოჰოლის მოხმარების (შენობის შიდა და გარე) ადგილების ლოკალიზაციის ხასიათის და რაოდენობის საკანონმდებლო რეგულირება;
  • საცალო გაყიდვების დღეებსა და საათებზე რეგულაციების შემოღება;
  • ალკოჰოლის საცალო გაყიდვებზე მარეგულირებელი რეჟიმების შემოღება;
  • განსაზღვრულ ადგილებში ან სპეციალურ ღონისძიებებზე საცალო გაყიდვების რეგულირება;
  • ალკოჰოლის შეძენასა და მოხმარებაზე მინიმალური ასაკობრივი ზღვარის დაწესება და აგრეთვე სხვა კანონების შემოღება გაყიდვებისა და ახალგაზრდებში ალკოჰოლის მოხმარების საწინააღმდეგო ბარიერების გაზრდის მიზნით;
  • ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფი ადამიანებისა და არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლის მიყიდვის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი კანონის შემოღება, გამყიდველებისა და გამავრცელებელთათვის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი კანონების შემოღება;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ოფიციალურ საჯარო სტრუქტურებში ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღება;
  • უკანონოდ (არალეგალურად) წარმოებული ალკოჰოლური სასმელების ხელმისაწვდომობის, გაყიდვისა და დისტრიბუციის შემცირების პოლიტიკის შემოღება.

ალკოჰოლური სასმელების მარკეტინგი

კომერციული კომუნიკაციების გაფართოება და გაღრმავება ალკოჰოლურ სასმელებზე, და განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ მოხმარების მდგომარეობაზე, არ შეიძლება, რომ იყოს დადებით ასპექტში გაგებული.

არსებობს კომერციული კომუნიკაციების ლიმიტირების მრავალი საშუალება, დაწყებული იუმორისტული, თუ სხვა გასართობი მიდგომებით ახალგაზრდების მოზიდვის თავიდან აცილებით, დამთავრებული სატელევიზიო, თუ კინო-სარეკლამო აქტივობების და სპონსორობის შეზღუდვით/სრული აკრძალვით. რამდენადაც ეს სისტემა არის ადაპტირებული, ერთობლივი (კოორდინირებული) ქმედებები მთავრობასა და სხვადასხვა სექტორებს (ჯანდაცვის, მედიის და ტელეკომუნიკაციის ყველა ფორმის) შორის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის.

WHO -ს რეკომენდაციით, ეროვნულ დონეზე უნდა განისაზღვროს:

  • ალკოჰოლის მარკეტინგისათვის თვითრეგულირებადი საზომების გამოყენებით მარეგულირებელი ჩარჩოების შემოღება და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა:
  • მარკეტინგის შემცველობისა და რაოდენობის რეგულაციით;
  • მედიაში პირდაპირი და არაპირდაპირი მარკეტინგის რეგულირებით;
  • ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების ხელშეწყობის დაფინანსების საწინააღმდეგო რეგულირებით;
  • ახალგაზრდებზე გათვლილი კამპანიების შემზღუდველი ან ამკრძალავი აქტივობებით;
  • ალკოჰოლის ახალი მარკეტინგული სტრატეგიების რეგულირებით, მაგალითად სოციალურით;
  • ალკოჰოლური პროდუქციის მარკეტინგის საწინააღმდეგო სტრატეგიების განვითარება საჯარო სააგენტოების ან დამოუკიდებელი უწყებების სისტემებით;
  • მარკეტინგული აკრძალვების დარღვევის წინააღმდეგ ეფექტური ადმინისტრაციული და შეზღუდვის სისტემების შექმნა.

როგორც ხედავთ, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების პრობლემასთან ბრძოლა საკმაოდ კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, რომელიც ყველა მხარის თანაბარ ჩართულობას საჭიროებს. თუმცა, იმისათვის, რომ მოხდეს მოწყვლადი (ამ შემთხვევაში არასრულწლოვანთა) ჯგუფების დაცვა ზიანისგან საჭიროა, არამხოლოდ, ეფექტური საინფორმაციო კამპანიების წარმოება არამედ, ხელმისაწვდომობისა და რეკლამირების შეზღუდვაც.

NS

როგორ დავიზღვიოთ თავი გინეკოლოგიური პათოლოგიებისგან - ნინო ჩოგოვაძის რეკომენდაციები

“ევროკრედიტში” გრანდიოზული გათამაშება დაიწყო

ჭვანის ხეობაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ადგილი შეიქმნება