მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგონია, რომ დევნილ "ნაცებს" ორგანიზება გაუკეთა ადეიშვილმა..." - რატომ შეწყვიტა ინტერპოლმა ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა
"მგონია, რომ დევნილ "ნაცებს" ორგანიზება გაუკეთა ადეიშვილმა..." - რატომ შეწყვიტა ინტერპოლმა ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა

მას შემ­დეგ, რაც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი აღიძ­რა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მო­თხოვ­ნით ინ­ტერ­პოლ­მა მათი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და, თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დღეს ყვე­ლას ძებ­ნა შე­წყვე­ტი­ლია. ინ­ტერ­პო­ლის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლებს შო­რის მხო­ლოდ აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი ას­ლან აბა­ში­ძე რჩე­ბა, რომ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ყვე­ლამ იცის. ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნილ­თა­გან მხო­ლოდ გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე, იგი­ვე "მას­ტე­რა" გად­მოს­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ჰო­ლან­დი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლისტს, ლია მუ­ხა­შავ­რი­ას ესა­უბ­რა.

- ინ­ტერ­პოლ­მა ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ძებ­ნა შე­წყვი­ტა. რო­დის წყვეტს ძებ­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია?

- ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, და­უშ­ვა შეც­დო­მე­ბი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ის, რომ ძებ­ნილ­თა სი­ა­ში აღა­რა­ვინ დარ­ჩა. მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტია ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მე ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში. ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ და­ას­კვნა, რომ ის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მსხვერ­პლი და უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რია. ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის არ­გუ­მენ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს დევ­ნიდ­ნენ.

- ანუ მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მე იყო კა­ტა­ლიზ­ატო­რი და ევ­რო­პულ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა­ ამი­ტო­მაც მის­ცეს ძებ­ნი­ლებს პო­ლიტ­თავ­შე­სა­ფა­რი?

- რა თქმა უნდა. გარ­და ამი­სა, როგ­ორც კი ვინ­მეს და­ა­კა­ვებ­დნენ და ჩა­მო­იყ­ვან­დნენ, იბა­რებ­დნენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში­, პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი კი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აცხა­დებ­დნენ: "ეს ამის­თვის და­სა­ჭე­რია" და ა.შ., არა­და, მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი ჰქონ­დათ და მათ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ არ­სე­ბობ­და. ასე­თი ქმე­დე­ბე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ნი­შა­ნია. ზო­გის დევ­ნა­ზე შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც თქვა უარი. ვვა­რა­უ­დობ, რომ და­ი­დო გა­რი­გე­ბა, რომ­ლის წყა­ლო­ბით­ დამ­ნა­შა­ვედ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" პარ­ლა­მენ­ტში უზით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ტიმ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი გაუმ­ჯო­ბეს­და, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო­ში ვი­თა­რე­ბა სა­ვა­ლა­ლოა, ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ამა­საც აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას. სა­ხელ­მწი­ფომ მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფოს ძებ­ნი­ლი რომ გა­დას­ცეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა არ და­ირ­ღვე­ვა, და­კა­ვე­ბულს გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ­ და კა­ნო­ნი­ე­რად დას­ჯი­ან, მაგ­რამ ის, რაც ჩვენს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას სჭირს, სა­ქართ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას ასე­თი და­პი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლევს.

- ზოგ ძებ­ნილს რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ზე აქვს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი. რა­ტომ ჭირს მათი და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბა.

- ვფიქ­რობ, იუს­ტი­ცი­ა­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დარ­ჩა ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს და­ი­ნიშ­ნენ და მათი ერ­თგუ­ლი იყ­ვნენ. მათი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, ანუ პრო­კუ­რა­ტუ­რის ქმე­დე­ბე­ბი კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებ­და. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ზე - როცა ის მო­თხოვ­ნებს გზავ­ნის მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფო­ში, რო­გორც ჩანს, ეს მო­თხოვ­ნე­ბი არ არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი­ უდა­ვო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ამი­ტო­მაც ძებ­ნილს არა­ვინ გად­მოგ­ცემს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xxx
4

როგორც (დიდმა პიროვნებამ) თქვა ეხლა მოდაშია ძველი გვარია...

ჟანა დარკი.
32

კიდევ არ გჯერათ, რომ ასეთია, "პატიოსანი" დასავლეთი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მგონია, რომ დევნილ "ნაცებს" ორგანიზება გაუკეთა ადეიშვილმა..." - რატომ შეწყვიტა ინტერპოლმა ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა

"მგონია, რომ დევნილ "ნაცებს" ორგანიზება გაუკეთა ადეიშვილმა..." - რატომ შეწყვიტა ინტერპოლმა ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა

მას შემდეგ, რაც ყოფილი ხელისუფლების ქვეყნიდან გაქცეულ მაღალჩინოსნებზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, საქართველოს მთავრობის მოთხოვნით ინტერპოლმა მათი საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დღეს ყველას ძებნა შეწყვეტილია. ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე წითელი ცირკულარით ძებნილებს შორის მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე რჩება, რომლის ადგილსამყოფელი ყველამ იცის. ინტერპოლით ძებნილთაგან მხოლოდ გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" გადმოსცა საქართველოს ჰოლანდიის ხელისუფლებამ.

"კვირის პალიტრა" საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ინტერპოლმა ქვეყნიდან გაქცეული მაღალჩინოსნების ძებნა შეწყვიტა. როდის წყვეტს ძებნას საერთაშორისო ორგანიზაცია?

- ამ ხელისუფლებამ, ნებსით თუ უნებლიეთ, დაუშვა შეცდომები, რამაც გამოიწვია ის, რომ ძებნილთა სიაში აღარავინ დარჩა. მთავარი არგუმენტია ვანო მერაბიშვილის საქმე ევროსასამართლოში. ევროსასამართლომ დაასკვნა, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და უკანონო პატიმარია. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არის არგუმენტი, რომ საქართველოში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დევნიდნენ.

- ანუ მერაბიშვილის საქმე იყო კატალიზატორი და ევროპულმა სახელმწიფოებმა ამიტომაც მისცეს ძებნილებს პოლიტთავშესაფარი?

- რა თქმა უნდა. გარდა ამისა, როგორც კი ვინმეს დააკავებდნენ და ჩამოიყვანდნენ, იბარებდნენ პროკურატურაში, პოლიტიკური თანამდებობის პირები კი მედიასაშუალებებით აცხადებდნენ: "ეს ამისთვის დასაჭერია" და ა.შ., არადა, მხოლოდ ბრალდებულის სტატუსი ჰქონდათ და მათ წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობდა. ასეთი ქმედებებიც პოლიტიკური დევნის ნიშანია. ზოგის დევნაზე შეიძლება ჩვენმა პროკურატურამაც თქვა უარი. ვვარაუდობ, რომ დაიდო გარიგება, რომლის წყალობით დამნაშავედ გამოცხადებული "ნაცმოძრაობა" პარლამენტში უზით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში პატიმრების მდგომარეობა კი გაუმჯობესდა, მაგრამ სასამართლოში ვითარება სავალალოა, ევროპული სახელმწიფოები ამასაც აქცევენ ყურადღებას. სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს ძებნილი რომ გადასცეს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა, დაკავებულს გაასამართლებენ და კანონიერად დასჯიან, მაგრამ ის, რაც ჩვენს მართლმსაჯულებას სჭირს, საქართველოს მთავრობას ასეთი დაპირების შესაძლებლობას არ აძლევს.

- ზოგ ძებნილს რამდენიმე ეპიზოდზე აქვს ბრალი წარდგენილი. რატომ ჭირს მათი დანაშაულის დამტკიცება.

- ვფიქრობ, იუსტიციასა და პროკურატურაში დარჩა ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც "ნაციონალების" დროს დაინიშნენ და მათი ერთგული იყვნენ. მათი დაუსაბუთებელი ბრალდებები, ანუ პროკურატურის ქმედებები კრიტიკას ვერ უძლებდა. იგივე შეიძლება ითქვას იუსტიციის სამინისტროზე - როცა ის მოთხოვნებს გზავნის მეორე სახელმწიფოში, როგორც ჩანს, ეს მოთხოვნები არ არის გამყარებული უდავო მტკიცებულებებით, ამიტომაც ძებნილს არავინ გადმოგცემს. წაიკითხეთ სრულად