ავტორი:

რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს კარაქი და როგორ შევარჩიოთ ნატურალური პროდუქტი?

რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს კარაქი და როგორ შევარჩიოთ ნატურალური პროდუქტი?

ვიტამინებისა და ენერგიის წყარო - ეს კარაქია, რომელიც ბავშვს 6 თვის ასაკიდან უნდა მივცეთ, თუმცა განსაზღვრული ზომითა და ფორმით. კარაქი, რომელიც ნაჯერ ცხიმს წარმოადგენს და ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი პროდუქტია, არის საშენი მასალა უჯრედების მემბრანისათვის და აუცილებელია იმისათვის, რომ მოხდეს ცხიმში ხსნადი ვიტამინების გახსნა და ათვისება.

ზოგადად, კარაქი 6 თვის ასაკიდან უნდა მისცეთ ბავშვს ფაფებთან ერთად. ამ ასაკში საშუალო დღიური ნორმა 3-5 გრამია, შედარებით მოზრდილ ბავშვებს დღიურად 10 გრამი უნდა მისცეთ. ზრდასრული ადამიანისთვის კი ყოველდღიურად 25-30 გრამი კარაქის მიღებაა რეკომენდებული. მისი მიღება დღის პირველ ნახევარში უმჯობესია.

კარაქის მიღების დროს არ უნდა დაგავიწყდეთ ერთი მთავარი პირობა, ის უნდა დაუმატოთ უკვე გამზადებულ კერძს, ჩვილების შემთხვევაში, ფაფას და არავითარ შემთხვევაში, მასთან ერთად არ უნდა იხარშოს.

კარაქი მოზარდებისა და ზრდასრულების რაციონის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს, მაგრამ აქვე ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ნებისმიერი კარაქი სასარგებლოა? რა თქმა უნდა, არა! კარაქსაც ისევე უნდა შერჩევა, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტს.

ნატურალური კარაქი შეიცავს A, D, E, K ვიტამინებს. A ვიტამინი მნიშვნელოვანია მხედველობის ორგანოს ფორმირებისა და ფუნქციონირებისთვის, D ვიტამინი მნიშვნელოვანია ძვალ-სახსროვანი სისტემის განვითარებისთვის, ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, K ვიტამინი სისხლის შედედების პროცესს უწყობს ხელს, მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისთვის, ის ერთგვარი ბარიერიცაა ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერებებისათვის.

კარაქი აგრეთვე შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორებიცაა ომეგა 3, თუთია, სელენი, სპილენძი, მანგანუმი, ასევე, 20-მდე შეუცველელ ამინომჟავას.

ახლა კი შემოგთავაზებთ რჩევებს, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ ნატურალური ნაღების კარაქი:

  • ნატურალური ნაღების კარაქი 72 ან 82 პროცენტიანი. ის მხოლოდ რძისგან მზადდება და მის შემადგენლობაში მარილის გარდა არაფერი უნდა იყოს დამატებული.
  • ხშირია შემთხვევა, როდესაც მყიდველს ჰგონია, რომ კარაქს ყიდულობს, მაგრამ რეალურად ეს პროდუქტი სპრედი ან მცენარული მარგარინია. სპრედი წარმოადგენს ცხოველური და მცენარეული ცხიმების ნარევს, მას ნაკლები პროცენტულობით აქვს ცხიმი, თუმცა ხშირ შემთხვევაში გაჯერებულია საღებავებით, გემოს გამაძლიერებლებით და არომატიზატორებით. თუ მაღაზიაში კარაქს ეტიკეტზე აწერია 60-50% ცხიმის შემცველობა, ასეთი პროდუქტი სპრედია და არა კარაქი. მარგარინი არის მცენარეული ცხიმების ერთობლიობა, რომელსაც გადამუშავებისას უტარდება ჰიდროგენიზაცია და შედეგად თხევადი ზეთი გარდაიქმნება მყარ მასად და წარმოიქმნება ტრანსცხიმები. ტრანსცხიმები კი ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტია.
  • ხარისხიან ნაღების კარაქს იაფად ვერ იყიდით, რადგან ერთი კგ ევროპული კარაქის (რომელიც ყველაზე ხარისხიან კარაქად ითვლება) დასამზადებლად დიდი რაოდენობით რძეა საჭირო. მაგალითად, “ლურპაკის“ ნაღების კარაქი 22-25 ლიტრი რძით მზადდება. აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქტი მზადდება ახალად მოწველილი რძით. ძროხები კი განსაკუთრებულად სასარგებლო მცენარეებს, მათ შორის, რაფსიდის ყვავილს, მიირთმევენ და ეს კარაქი ზუსტად იმ ტექნოლოგიითა და სიზუსტით მზადდება, რასაც ნამდვილი კარაქი მოითხოვს. ფერმებში პირუტყვი არ იკვებება ქიმიური ნივთიერებებით თუ ჰორმონებით. ყოველდღიურად ხდება პირუტყვის ჯანმრთელობის შემოწმებაც
  • „ლურპაკის“ კარაქი ახლადმოწველილი რძის ნაღებისგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე მსოფლიოში კარაქის ყველაზე დიდ წარმოებაში მზადდება. პროდუქტი 100%-ით ნატურალურ ინგრედიენტებს: ნაღებს, ლაქტურ კულტურებსა და მარილებს შეიცავს. ის 100-ზე მეტ არომატულ კომპონენტს შეიცავს ბუნებრივი სახით. „ლურპაკი“ ლაქტური კარაქია, რაც ნიშნავს, რომ გამოირჩევა მრავალფეროვანი და დელიკატური გემოვნური თვისებებით. „ლურპაკის“ კარაქი არ იყინება, მისი შეფუთვა წარმოებისთანავე ხდება და გაუყინავი გადადის მაღაზიის დახლებზე. "ლურპაკის" კარაქი მსოფლიო მასშტაბით პოპულარული "არლას" რძისგან მზადდება.
  • ხარისხიანი კარაქი ფერითაც იცნობა. ნაღების კარაქი უნდა იყოს ღია ყვითელი.
  • გაყინული ნაღების კარაქი ადვილად არ იჭრება. დანის დასმის დროს ის იბზარება. მცენარეული დანამატებით მომზადებული პროდუქტი კი გაყინულ მდგომარეობაშიც ადვილად იჭრება.
  • კარაქის შეძენისას აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია, მწარმოებელი ბრენდი და მისი ღირებულებები. უმჯობესია არჩევანი ისეთი ნაღების კარაქზე გააკეთოთ, რომლის ბრენდის წარმომავლობა და პროდუქტის დამზადების ადგილი ერთი და იგივეა.
  • ხარისხიანი ნატურალური კარაქის შენახვის ვადა უფრო მეტია, ვიდრე მცენარეულის. რაც უფრო მაღალტექნოლოგიურია წარმოების პროცესი, მით უფრო ნაკლებია შანსი იმის, რომ პროდუქციის დაბინძურება მოხდეს და შესაბამისად ვადა შედარებით დიდია. ევროპაში ნაღების კარაქის შენახვის სტანდარტი 6 თვიდან 12 თვემდე მერყეობს.

აჭარაში გიდების ტრენინგები „ბათუმი კინოში“ თემით გაიხსნა

The Blackest Friday - სად მივიღოთ პროდუქცია 100%-მდე დანაზოგით

დღე, როდესაც ადამიანები მაღაზიების რიგებში საათობით დგანან და ერთმანეთსაც არ ინდობენ - რა ხდება 29 ნოემბერს?