მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება
ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

23 ნო­ემ­ბერს გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კი­ნო­თე­ატ­რი "ამი­რა­ნი" და Artists Union ConceptArt უნი­კა­ლურ პრო­ექტს წარ­მო­ად­გენს: შედ­გე­ბა გია ყან­ჩე­ლის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის - "სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბის" პრე­მი­ე­რა და მა­ესტროს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი კი­ნო­თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ცო­ცხლად შეს­რულ­დე­ბა.

"სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბი" სცე­ნა­რის­ტმა და რე­ჟი­სორ­მა თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძემ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში - ბერ­ლინ­ში, ბრი­უ­სელ­ში, ან­ტვერ­პენ­ში, ბა­ქო­სა და თბი­ლის­ში გა­და­ი­ღო. ფილ­მი მოგ­ვი­თხრობს ხე­ლო­ვან­ზე, რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლა ეპო­ქა­ში, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო.

საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გე­ბი კი მის მუ­სი­კას ნარ­კო­ტიკს უწო­დებ­დნენ და წერ­დნენ, რომ ის კა­პი­ტა­ლის­ტურ ქვეყ­ნებ­ში მტრებს ახა­რებ­და.

თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე, ფილ­მის რე­ჟი­სო­რი:

"ფილმში ბა­ტო­ნი გია თა­ვად მის­ვამს კი­თხვას: თქვენ­თვის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ არის მთა­ვა­რი? მის­თვის ასე იყო... არ ვიცი, რო­გორ ახერ­ხებ­და, რომ არ გა­მორ­ჩე­ნო­და არც ერთი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა, ან არ გა­მო­ე­ხა­ტა მად­ლი­ე­რე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვის­თა­ნაც რა­ი­მე ძვირ­ფა­სი აკავ­ში­რებ­და...

წლე­ვან­დე­ლი გი­ორ­გო­ბა ცხა­დია, გია ყან­ჩე­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ფილ­მის ჩვე­ნე­ბამ­დე მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლის კონ­ცეფ­ცია სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და - ეს­ტა­ფე­ტა გა­და­ე­ცე­მა ახალ თა­ო­ბას.

„სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბის“ ფი­ნა­ლი სწო­რედ ეს შე­კი­თხვაა - იქ­ნე­ბი­ან კი ორ­კესტრე­ბი, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და დი­რი­ჟო­რე­ბი ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ და თუ იქ­ნე­ბი­ან და­უკ­რა­ვენ ყან­ჩე­ლის ნა­წარ­მო­ე­ბებს? 23 ნო­ემ­ბერს ჩვენ გვექ­ნე­ბა ამა­ზე პა­სუ­ხი, რად­გან თი­თო­ე­ულ ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კოსს, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე იქ­ნე­ბა ამ სა­ღა­მოს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წინ მრა­ვა­ლი ათწლე­უ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ელო­დე­ბა და თი­თო­ე­ულ მათ­განს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ხე­ბა ჰქონ­და ბა­ტონ გი­ას­თან.

ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი მათ შო­რის, ცოტ­ნე ზედ­გი­ნი­ძეა, რო­მელ­მაც სპე­ცი­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი მი­უ­ძღვნა გია ყან­ჩე­ლის ხსოვ­ნას და სწო­რედ ამ პრე­მი­ე­რით გა­იხ­სნე­ბა 23 ნო­ემ­ბრის სა­ღა­მო..."

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, დი­რი­ჟო­რი; სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი სა­ღა­მო იქ­ნე­ბა... "სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბი“ მისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს - 5 წლის იყო, როცა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი და­ი­წყო და მას შემ­დეგ არა­ერ­თხელ მო­უხ­და რთულ დროს­თან შე­ხე­ბა...

ფილმში ასე­ვე ასა­ხუ­ლია ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში - ბერ­ლინ­ში, ბრი­უ­სელ­ში, ბა­ქო­ში... შთამ­ბეჭ­და­ვი ფილ­მია, მა­ყუ­რე­ბე­ლი ბა­ტონ გიას კი­დევ უფრო ახ­ლოს გა­იც­ნობს, შე­ი­ტყობს რო­გო­რი იყო საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში ხე­ლო­ვა­ნის ბედი, რო­გორ ებ­რძოდ­ნენ მათ სა­მე­გობ­როს და თა­ვად რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ ცენ­ზუ­რის მი­მართ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მისი მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი ახალ თა­ო­ბა­საც გა­და­ე­ცა და 23 ნო­ემ­ბერს ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან სა­ღა­მოს მთა­ვა­რი გმი­რე­ბი“.

ნუცა თო­ფუ­რია, მომ­ღე­რა­ლი:

"რო­დე­საც წარ­მო­ვიდ­გენ, რომ ბა­ტო­ნი გია ყან­ჩე­ლი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ღა­მო­ზე ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მუ­სი­კო­სებ­თან და ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­თან ერ­თად უნდა შე­ვას­რუ­ლო „ყვი­თე­ლი ფოთ­ლე­ბი“, გულ­ში ვამ­ბობ: ნუცა, ხე­დავ, ოც­ნე­ბა აგიხ­და! თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით მევ­სე­ბა, როცა ვფიქ­რობ, რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მე­კის­რე­ბა, რო­გორც მა­ყუ­რებ­ლის, ასე­ვე ბა­ტო­ნი გიას წი­ნა­შე.

მინ­და, ერთი ამ­ბა­ვი გა­ვიხ­სე­ნო: ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მი­რე­კავს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ბე­რი­ძე და მე­უბ­ნე­ბა, გია ყან­ჩე­ლი და­გი­რე­კავს, ნო­მე­რი ჩა­ი­წე­რე, რომ არ და­იბ­ნეო... და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ რა­ტომ უნდა ეხუმ­რა ასე ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას? იმ დღეს არ და­უ­რე­კავს ბა­ტონ გიას... მე­ო­რე დი­ლით ვიღ­ვი­ძებ და მხვდე­ბა გია ყან­ჩე­ლის სამი გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ზარი, თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე და თა­ვი­დან გა­ვა­ხი­ლე. ძალა მო­ვიკ­რი­ბე და გა­და­ვუ­რე­კე...

მი­თხრა, თავს არ შე­გა­წყენთ, უცებ გე­ტყვით: "ნიუ-იორკ თა­იმ­სის" და­ჯილ­დო­ვე­ბაა, მე, პატ­რი­არ­ქს და პრე­ზი­დენტს გვა­ჯილ­დო­ვე­ბენ და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ მოხ­ვალ და ჩემს „ყვი­თელ ფოთ­ლებს“ შე­ას­რუ­ლე­ბო... რო­გორც კი ეს მი­თხრა, თავი ვერ შე­ვი­კა­ვე, ცრემ­ლე­ბი წამსკდა. ტი­რიო? - მკი­თხა. "დიახ, ბა­ტო­ნო გია, სი­ხა­რუ­ლის­გან ვტი­რი-მეთ­ქი. მო­გის­მი­ნე „მხო­ლოდ ქარ­თულ­ში“ და ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლის ნამ­ღე­რი ასე არ მომ­წო­ნე­ბია, არა­ფერს გე­ტყვი, რო­გორც შენ გემ­ღე­რე­ბა, ჩემი სიმ­ღე­რა ისე იმ­ღე­რეო.

იმ ღა­მეს ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ვერ და­ვი­ძი­ნე. ვიმ­ღე­რე და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე და სა­ღა­მო რომ დას­რულ­და, კუ­ლი­სებ­ში ბა­ტო­ნი გია მო­ვი­და და მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და. "ყვი­თე­ლი ფოთ­ლე­ბის" შეს­რუ­ლე­ბის წინ, ყო­ველ­თვის ვყვე­ბი ამ ის­ტო­რი­ას და ვამ­ბობ, რომ ამ დღემ ჩემი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა..."

"სევ­დის ან­გე­ლო­ზებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: გი­დონ კრე­მე­რი, რო­ბერტ სტუ­რუა, გოგი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი, ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი და სხვე­ბი...

ფილ­მის ჩვე­ნე­ბამ­დე კომ­პო­ზი­ტო­რი და დი­რი­ჟო­რი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ალ­ტის­ტი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი და ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მუ­სი­კო­სე­ბი ეს­ტა­ფე­ტას ახა­ლი თა­ო­ბის ვარ­სკვლა­ვებს გა­დას­ცე­მენ. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ: ნუცა თო­ფუ­რია (ვო­კა­ლი), სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძე (ფორ­ტე­პი­ა­ნო), სან­დრო გე­გეჭ­კო­რი (ფორ­ტე­პი­ა­ნო) ანნა ჭა­ნია (ვი­ო­ლი­ნო), ანას­ტა­სია აღ­ლა­ძე (ვი­ო­ლი­ნო), ნა­ნუ­კა გო­ლი­ა­ძე (ფლე­ი­ტა), ვახ­ტანგ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი (დი­რი­ჟო­რი). პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რია თბი­ლი­სის მე­რია.

23 ნო­ემ­ბრის სა­ღა­მო­ზე მო­თხოვ­ნა იმ­დე­ნად დიდი აღ­მოჩ­ნდა, რომ კი­ნო­თე­ატრმა კი­დევ ერთი სე­ან­სი 22:15 სა­ათ­ზე და­ა­მა­ტა, ასე რომ გია ყან­ჩე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს წინ ემო­ცი­უ­რი სა­ღა­მო ელით...

tngh
2

შესანიშნავია!!! ბ-ნი გია ყანჩელის მსგავსი გენიოსები საუკუნეებში ერთხელ მოდიან!!! მომავალ თაობებს ეს ფილმი ამ ბუმბერაზი ხელოვანის ხსოვნას და დიდ მელოდიას შეუნახავს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კინოთეატრი "ამირანი" და Artists Union ConceptArt უნიკალურ პროექტს წარმოადგენს: შედგება გია ყანჩელის შესახებ გადაღებული ფილმის - "სევდის ანგელოზების" პრემიერა და მაესტროს ნაწარმოებები კინოთეატრის სცენაზე ცოცხლად შესრულდება.

"სევდის ანგელოზები" სცენარისტმა და რეჟისორმა თეონა ჯორბენაძემ რამდენიმე ქალაქში - ბერლინში, ბრიუსელში, ანტვერპენში, ბაქოსა და თბილისში გადაიღო. ფილმი მოგვითხრობს ხელოვანზე, რომლისთვისაც ყველა ეპოქაში, ყველაზე მთავარი თავისუფლება იყო.

საბჭოთა იდეოლოგები კი მის მუსიკას ნარკოტიკს უწოდებდნენ და წერდნენ, რომ ის კაპიტალისტურ ქვეყნებში მტრებს ახარებდა.

თეონა ჯორბენაძე, ფილმის რეჟისორი:

"ფილმში ბატონი გია თავად მისვამს კითხვას: თქვენთვის ურთიერთობები არ არის მთავარი? მისთვის ასე იყო... არ ვიცი, როგორ ახერხებდა, რომ არ გამორჩენოდა არც ერთი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა, ან არ გამოეხატა მადლიერება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც რაიმე ძვირფასი აკავშირებდა...

წლევანდელი გიორგობა ცხადია, გია ყანჩელისადმი მიძღვნილი უნდა ყოფილიყო, ფილმის ჩვენებამდე მუსიკალური ნაწილის კონცეფცია საინტერესო გამოვიდა - ესტაფეტა გადაეცემა ახალ თაობას.

„სევდის ანგელოზების“ ფინალი სწორედ ეს შეკითხვაა - იქნებიან კი ორკესტრები, შემსრულებლები და დირიჟორები ნახევარი საუკუნის შემდეგ და თუ იქნებიან დაუკრავენ ყანჩელის ნაწარმოებებს? 23 ნოემბერს ჩვენ გვექნება ამაზე პასუხი, რადგან თითოეულ ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელიც სცენაზე იქნება ამ საღამოს, დარწმუნებული ვარ, წინ მრავალი ათწლეულის წარმატებული კარიერა ელოდება და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული შეხება ჰქონდა ბატონ გიასთან.

ყველაზე უმცროსი მათ შორის, ცოტნე ზედგინიძეა, რომელმაც სპეციალური ნაწარმოები მიუძღვნა გია ყანჩელის ხსოვნას და სწორედ ამ პრემიერით გაიხსნება 23 ნოემბრის საღამო..."

ნიკოლოზ რაჭველი, დირიჟორი; საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

"ჩემთვის ძალიან ემოციური საღამო იქნება... "სევდის ანგელოზები“ მისი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს - 5 წლის იყო, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და მას შემდეგ არაერთხელ მოუხდა რთულ დროსთან შეხება...

ფილმში ასევე ასახულია ჩვენი ერთობლივი პროექტები სხვადასხვა ქვეყანაში - ბერლინში, ბრიუსელში, ბაქოში... შთამბეჭდავი ფილმია, მაყურებელი ბატონ გიას კიდევ უფრო ახლოს გაიცნობს, შეიტყობს როგორი იყო საბჭოთა ეპოქაში ხელოვანის ბედი, როგორ ებრძოდნენ მათ სამეგობროს და თავად როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ცენზურის მიმართ. ბედნიერი ვარ, რომ მისი მუსიკის სიყვარული ახალ თაობასაც გადაეცა და 23 ნოემბერს ისინი იქნებიან საღამოს მთავარი გმირები“.

ნუცა თოფურია, მომღერალი:

"როდესაც წარმოვიდგენ, რომ ბატონი გია ყანჩელისადმი მიძღვნილ საღამოზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად უნდა შევასრულო „ყვითელი ფოთლები“, გულში ვამბობ: ნუცა, ხედავ, ოცნება აგიხდა! თვალები ცრემლებით მევსება, როცა ვფიქრობ, რა პასუხისმგებლობა მეკისრება, როგორც მაყურებლის, ასევე ბატონი გიას წინაშე.

მინდა, ერთი ამბავი გავიხსენო: ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს ქალბატონი მარინა ბერიძე და მეუბნება, გია ყანჩელი დაგირეკავს, ნომერი ჩაიწერე, რომ არ დაიბნეო... დაუჯერებელი იყო, მაგრამ რატომ უნდა ეხუმრა ასე ქალბატონ მარინას? იმ დღეს არ დაურეკავს ბატონ გიას... მეორე დილით ვიღვიძებ და მხვდება გია ყანჩელის სამი გამოტოვებული ზარი, თვალები დავხუჭე და თავიდან გავახილე. ძალა მოვიკრიბე და გადავურეკე...

მითხრა, თავს არ შეგაწყენთ, უცებ გეტყვით: "ნიუ-იორკ თაიმსის" დაჯილდოვებაა, მე, პატრიარქს და პრეზიდენტს გვაჯილდოვებენ და ძალიან გამიხარდება, თუ მოხვალ და ჩემს „ყვითელ ფოთლებს“ შეასრულებო... როგორც კი ეს მითხრა, თავი ვერ შევიკავე, ცრემლები წამსკდა. ტირიო? - მკითხა. "დიახ, ბატონო გია, სიხარულისგან ვტირი-მეთქი. მოგისმინე „მხოლოდ ქართულში“ და ახალგაზრდა მომღერლის ნამღერი ასე არ მომწონებია, არაფერს გეტყვი, როგორც შენ გემღერება, ჩემი სიმღერა ისე იმღერეო.

იმ ღამეს ბედნიერებისგან ვერ დავიძინე. ვიმღერე დაჯილდოებაზე და საღამო რომ დასრულდა, კულისებში ბატონი გია მოვიდა და მადლობა გადამიხადა. "ყვითელი ფოთლების" შესრულების წინ, ყოველთვის ვყვები ამ ისტორიას და ვამბობ, რომ ამ დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა..."

"სევდის ანგელოზებში" მონაწილეობენ: გიდონ კრემერი, რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინო ანანიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და სხვები...

ფილმის ჩვენებამდე კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, ალტისტი გიორგი ცაგარელი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები ესტაფეტას ახალი თაობის ვარსკვლავებს გადასცემენ. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: ნუცა თოფურია (ვოკალი), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო) ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა), ვახტანგ ერქომაიშვილი (დირიჟორი). პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.

23 ნოემბრის საღამოზე მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ კინოთეატრმა კიდევ ერთი სეანსი 22:15 საათზე დაამატა, ასე რომ გია ყანჩელის შემოქმედების თაყვანისმცემლებს წინ ემოციური საღამო ელით...

ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

მშობლებისგან მიტოვებული ალბინოსი გოგონას გზა წარმატებამდე - როგორ დაამსხვრია ყველასგან უარყოფილმა მოდელმა სტერეოტიპები

"დიდ მატერიალურ ქონებას არ ვფლობ, არ გამაჩნია საკუთარი ბინა" - ნიკოლოზ რაჭველი