პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს
"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს

პრო­ფე­სი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, მო­მა­ვა­ლი დიპ­ლო­მა­ტი, ამ ეტაპ­ზე სტა­ჟი­რე­ბას ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­ში გა­დის და ამას­თან, მე­გა­შოუ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ კონ­კურ­სან­ტია. თა­მარ კა­კა­ლაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი ლა­ივ­კონ­ცერ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და.

22 წლის კონ­კურ­სან­ტი გე­უბ­ნე­ბა, რომ კი­დევ ბევრ საქ­მე­შია ჩარ­თუ­ლი: "სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სი მაქვს. ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ბოლო სე­მესტრი პა­რიზ­შიც ვსწავ­ლობ­დი, ახლა ჩა­მო­ვე­დი და მინ­და, წარ­მა­ტე­ბას ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მი­ვაღ­წიო, პრო­ფე­სი­ას მე­ტად და­ვე­უფ­ლო, დავსპე­ცი­ა­ლის­ტდე. ევ­რო­პა და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი, - ასე­თია პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც პა­რიზ­ში გა­ვი­ა­რე... სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბი­დან ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ჩა­ხე­დუ­ლი ვი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კის სა­გა­რეო და სა­ში­ნაო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის თუ რამე პრო­ექ­ტი იყო, ყვე­ლა­ფერ­ში ვერ­თვე­ბო­დი", - გვიყ­ვე­ბა თა­მა­რი, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მიხ­ვდა, რომ სა­ბო­ლო­ოდ ისეთ სფე­რო­ში უნ­დო­და მე­ტად და აქ­ტი­უ­რად ყოფ­ნა, სა­დაც მე­ტად მო­უ­წევ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა და ზო­გა­დად, მის დიდ ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ი­თხოვ­და.

- ილი­ა­უ­ნი­დან პა­რი­ზის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდი?

- რო­გორც ვთქვი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ვსწავ­ლობ­დი და ილი­ა­უ­ნის ფარ­გლებ­ში „ერას­მუს“-ის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით, კონ­კურ­სში ჩა­ვერ­თე და პა­რი­ზის პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ერთ-ერთ წარ­მა­ტე­ბულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წა­ვებ­ლად გა­ვემ­გზავ­რე. ერთი სე­მესტრი (6 თვეს მო­ი­ცავს) იქ ვსწავ­ლობ­დი. ეს არის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც სა­ლო­მე ზუ­ა­ბიშ­ვილ­მა და­ამ­თავ­რა და ასე­ვე საფ­რან­გე­თის შვიდ­მა პრე­ზი­დენ­ტმა. მოკ­ლედ, საკ­მა­ოდ გა­მი­მარ­თლა, რომ სწავ­ლა პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლე­ბელ­ში მო­მიხ­და.

იქი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, გა­ნა­ცხა­დი სტა­ჟი­რე­ბა­ზე ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­ში შე­ვი­ტა­ნე, სა­ი­და­ნაც დას­ტუ­რი მი­ვი­ღე და დღეს­დღე­ო­ბით ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­ში სტა­ჟი­ო­რი ვარ.

სტა­ჟი­რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბიც არ­სე­ბობს, ყვე­ლა სტუ­დენტს შე­უძ­ლია, გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნოს და ვი­საც კარ­გი სივი აქვს, ამ საქ­მე­ში ჩა­ერ­თოს.

- დიპ­ლო­მა­ტო­ბა ასე რა­ტომ გი­ზი­დავს?

- მომ­წონს, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ჩარ­თუ­ლი ხარ სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ცნო­ბი­ე­რე­ბა მე­ტად გი­მაღ­ლდე­ბა.

- მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად მღე­რი კი­დეც...

- მინ­და, ორი­ვე სფე­რო­ში - რო­გორც სიმ­ღე­რა­ში, ისე ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიყო. ვფიქ­რობ, რომ ეს მარ­თლა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ 2 საქ­მე ერ­თად თა­ნა­ბა­რი წარ­მა­ტე­ბით გა­ვა­კე­თო! ახლა სწო­რედ ამის მიღ­წე­ვას ვცდი­ლობ და იმე­დი მაქვს, გა­მო­მი­ვა.

- სიმ­ღე­რა რა ასა­კი­დან და­ი­წყე?

- რო­გორც მშობ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, თვე­ე­ბი­სა ვყო­ფილ­ვარ, რა­ღაც მე­ლო­დი­ებს რომ ვი­მე­ო­რებ­დი... რაც შე­ე­ხე­ბა მუ­სი­კა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას, შვიდ­წლე­დი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მერე გო­რის ბავ­შვთა გუნ­დის და­არ­სე­ბი­დან მაგ გუნ­დის წევ­რი ვარ. ჩემი პე­და­გო­გია გუნ­დის დი­რი­ჟო­რი - ნინო წი­ლა­უ­რი.

ეს გუნ­დი პირ­ველ რიგ­ში ჩემ­თვის დიდი ოჯა­ხია, რო­მე­ლიც გარ­და იმი­სა, რომ ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რულს გვას­წავ­ლის, ასე­ვე გვას­წავ­ლის მუ­სი­კის სიყ­ვა­რულს. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რად ცხოვ­რე­ბას სხვა­ნა­ი­რი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ.

მოკ­ლედ, ახლა იმის დამ­ტკი­ცე­ბას ვცდი­ლობ, რომ ეს ორი საქ­მე შე­მიძ­ლია ერ­თდრო­უ­ლად ვა­კე­თო. მუ­სი­კო­სიც შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი.

- „ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სი გარ­კვე­ულ­წი­ლად პო­ლი­ტი­კუ­რია. თუ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ გახ­დი, იქ მო­გი­წევს გამ­გზავ­რე­ბა. რო­გორც მო­მა­ვა­ლი დიპ­ლო­მა­ტი, რო­მე­ლიც მუ­სი­კო­სის რან­გში იქ­ნე­ბი იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რას ფიქ­რობ, ამ კონ­კურ­სზე რას მი­აღ­წევ? რისი იმე­დი გაქვს?

- მეც ასე მგო­ნია, რომ „ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სი მუ­სი­კა­ლუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­აა. დიახ, წა­რად­გენ შენს ქვე­ყა­ნას და თუ წარ­ჩი­ნე­ბი­თაც, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც მუ­სი­კო­სის­თვის, ასე­ვე დიპ­ლო­მა­ტის­თვის. ეს არის მუს­კა­ლუ­რი და­ახ­ლო­ე­ბა მსოფ­ლი­ოს­თან. აქ ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რი სიმ­ღე­რა იქ­ნას შერ­ჩე­უ­ლი და ასე­ვე წარ­დგე­ნი­ლი. ასე რომ, ქვეყ­ნებს შო­რის და­ახ­ლო­ე­ბა­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დათ­ბო­ბას მი­ვე­სალ­მე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
28

ისე, სასურველია, რომ ევროვიზიაზე ასეთი ახლოაღმოსავლური გარეგნობის მომღერლები არ გავუშვათ. ისედაც დიდ ევროპელებამ არ აღგვიქვამენ

შენი არ ვიცი და
6

სალომეს დამთავრებულის არაფერი ეტყობა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს

პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, მომავალი დიპლომატი, ამ ეტაპზე სტაჟირებას ამერიკის საელჩოში გადის და ამასთან, მეგაშოუ „საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსანტია. თამარ კაკალაშვილი პირველი ლაივკონცერტის გამარჯვებულიც გახდა.

22 წლის კონკურსანტი გეუბნება, რომ კიდევ ბევრ საქმეშია ჩართული: "სხვადასხვა ინტერესი მაქვს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ბოლო სემესტრი პარიზშიც ვსწავლობდი, ახლა ჩამოვედი და მინდა, წარმატებას ჩემს ქვეყანაში მივაღწიო, პროფესიას მეტად დავეუფლო, დავსპეციალისტდე. ევროპა და ახლო აღმოსავლეთი, - ასეთია პროგრამა, რომელიც პარიზში გავიარე... საერთოდ, ბავშვობიდან ქვეყნებს შორის ურთიერთობები მაინტერესებდა, ჩახედული ვიყავი პოლიტიკის საგარეო და საშინაო ურთიერთობებში. მოსწავლეებისთვის თუ რამე პროექტი იყო, ყველაფერში ვერთვებოდი", - გვიყვება თამარი, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მიხვდა, რომ საბოლოოდ ისეთ სფეროში უნდოდა მეტად და აქტიურად ყოფნა, სადაც მეტად მოუწევდა მოგზაურობა და ზოგადად, მის დიდ ჩართულობას მოითხოვდა.

- ილიაუნიდან პარიზის უნივერსიტეტში როგორ აღმოჩნდი?

- როგორც ვთქვი, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი და ილიაუნის ფარგლებში „ერასმუს“-ის გაცვლითი პროგრამით, კონკურსში ჩავერთე და პარიზის პოლიტიკის მეცნიერებების ერთ-ერთ წარმატებულ უნივერსიტეტში სასწავებლად გავემგზავრე. ერთი სემესტრი (6 თვეს მოიცავს) იქ ვსწავლობდი. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც სალომე ზუაბიშვილმა დაამთავრა და ასევე საფრანგეთის შვიდმა პრეზიდენტმა. მოკლედ, საკმაოდ გამიმართლა, რომ სწავლა პრესტიჟულ სასწავლებელში მომიხდა.

იქიდან რომ დავბრუნდი, განაცხადი სტაჟირებაზე ამერიკის საელჩოში შევიტანე, საიდანაც დასტური მივიღე და დღესდღეობით ამერიკის საელჩოში სტაჟიორი ვარ.

სტაჟირების მსურველებისთვის სახელმწიფო პროგრამებიც არსებობს, ყველა სტუდენტს შეუძლია, განაცხადი შეიტანოს და ვისაც კარგი სივი აქვს, ამ საქმეში ჩაერთოს.

- დიპლომატობა ასე რატომ გიზიდავს?

- მომწონს, რომ ყოველდღიურად ჩართული ხარ სამოქალაქო საქმიანობაში და ცნობიერება მეტად გიმაღლდება.

- მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად მღერი კიდეც...

- მინდა, ორივე სფეროში - როგორც სიმღერაში, ისე ჩემს პროფესიაში წარმატებული ვიყო. ვფიქრობ, რომ ეს მართლა შესაძლებელია, რომ 2 საქმე ერთად თანაბარი წარმატებით გავაკეთო! ახლა სწორედ ამის მიღწევას ვცდილობ და იმედი მაქვს, გამომივა.

- სიმღერა რა ასაკიდან დაიწყე?

- როგორც მშობლები მეუბნებიან, თვეებისა ვყოფილვარ, რაღაც მელოდიებს რომ ვიმეორებდი... რაც შეეხება მუსიკალურ განათლებას, შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, მერე გორის ბავშვთა გუნდის დაარსებიდან მაგ გუნდის წევრი ვარ. ჩემი პედაგოგია გუნდის დირიჟორი - ნინო წილაური.

ეს გუნდი პირველ რიგში ჩემთვის დიდი ოჯახია, რომელიც გარდა იმისა, რომ ერთმანეთის სიყვარულს გვასწავლის, ასევე გვასწავლის მუსიკის სიყვარულს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ყოველდღიურად ცხოვრებას სხვანაირი თვალით ვუყურებ.

მოკლედ, ახლა იმის დამტკიცებას ვცდილობ, რომ ეს ორი საქმე შემიძლია ერთდროულად ვაკეთო. მუსიკოსიც შეიძლება იყოს სხვა პროფესიის ადამიანი.

- „ევროვიზიის“ კონკურსი გარკვეულწილად პოლიტიკურია. თუ „საქართველოს ვარსკვლავი“ გახდი, იქ მოგიწევს გამგზავრება. როგორც მომავალი დიპლომატი, რომელიც მუსიკოსის რანგში იქნები იქ წარმოდგენილი, რას ფიქრობ, ამ კონკურსზე რას მიაღწევ? რისი იმედი გაქვს?

- მეც ასე მგონია, რომ „ევროვიზიის“ კონკურსი მუსიკალური დიპლომატიაა. დიახ, წარადგენ შენს ქვეყანას და თუ წარჩინებითაც, ეს მნიშვნელოვანია, როგორც მუსიკოსისთვის, ასევე დიპლომატისთვის. ეს არის მუსკალური დაახლოება მსოფლიოსთან. აქ ასევე მნიშვნელოვანია სწორი სიმღერა იქნას შერჩეული და ასევე წარდგენილი. ასე რომ, ქვეყნებს შორის დაახლოებასა და ურთიერთობების დათბობას მივესალმები.

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი