ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანი იყო.
„9 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქემ, თბილისის მკვიდრმა, ვაჟა ჯონდოს ძე გაფრინდაშვილმა დაარღვია სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი, ლენინგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან ახლოს. არსებული მონაცემებით, იგი წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმმა ”, - ნათქვამია დე ფაქტო КГБ-ს განცხადებაში.
შგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.
ჩვენ თუ ვართ თავმოყვარე ერი და ქვეყანა და ვერ მოხერხდა ამ კაცის გამოხსნა სეპარატისტების კლანჭებიდან, აუცილებლად უნდა ომი დავიწყოთ და აღარ ვიფიქროთ შედეგებზე. შედეგებზე რომ ეფიქრათ ჩვენს წინაპრებს არც დიდგორი იქნებოდა და არც შამქორი. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი.
სადაა ჩვენი ქვეყნის გადამრჩენელი მთავრობა, რომელმაც ქვეყანა ათასჯერ იხსნა უბედურებისგან