სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას ბოქლომი უკან დაუბრუნა
არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას ბოქლომი უკან დაუბრუნა

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ ბი­უ­როს სხდო­მა­ზე ის ბოქ­ლო­მი და ჯაჭ­ვი მი­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის ჭიშ­კარ­ზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­კი­დეს.

რო­გორც თა­ლაკ­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ბოქ­ლომს უბ­რუ­ნებს.

„სამ­წუ­ხა­როდ, სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­მა პირ­და­პირ ეთერ­ში ბოქ­ლო­მე­ბი და­ა­დეს პარ­ლა­მენ­ტის ჭიშ­კრებს. ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც თა­ვის დრო­ზე ბოქ­ლო­მი და­ა­დეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, ესე­ნი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ბოქ­ლო­მი და­ა­დეს მე­დი­ას, ბოქ­ლო­მი და­ა­დეს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას, ბოქ­ლო­მი და­ა­დეს ინ­სტი­ტუ­ტებს და ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ას და ამ ყვე­ლა­ფერს ისი­ნი თარ­გმნიდ­ნენ და მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ ეს იყო თა­ვი­სუფ­ლე­ბა და დე­მოკ­რა­ტია. ისი­ნი დღეს ცდი­ლობ­დნენ იგი­ვეს, რომ ბოქ­ლო­მი და­ე­დოთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტზე, ამი­ტომ მე მინ­და სა­მახ­სოვ­როდ გა­დავ­ცე და და­ვუბ­რუ­ნო მათ ის გაჭ­რი­ლი ჯაჭ­ვი და ბოქ­ლო­მი, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავს მათ მიდ­გო­მას, მათ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ. ეს ალ­ბათ, მათ უნდა შე­ი­ნა­ხონ, რათა ყო­ველ­თვის ახ­სოვ­დეთ, რომ მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბებს და სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბას, მე­დი­ას, ინ­სტი­ტუ­ტებს და პარ­ლა­მენტს ბოქ­ლომს ვერ და­ა­დე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ამ გან­ცხა­დე­ბას ბი­უ­როს სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტებ­მა ტაში და­უკ­რეს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
+-
5

ეს სუბიექტი არის ფორმალურად მეორე კაცი ქვეყანაში...

jako
3

თვითონ სად იყო მაგ დროს............. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას ბოქლომი უკან დაუბრუნა

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას ბოქლომი უკან დაუბრუნა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ის ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა, რომელიც პარლამენტის ჭიშკარზე აქციის მონაწილეებმა დაკიდეს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ბოქლომს უბრუნებს.

„სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. ესენი არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ბოქლომი დაადეს მედიას, ბოქლომი დაადეს კერძო საკუთრებას, ბოქლომი დაადეს ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას და ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება და დემოკრატია. ისინი დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე, ამიტომ მე მინდა სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო მათ ის გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც გამოხატავს მათ მიდგომას, მათ ღირებულებებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მიმართ. ეს ალბათ, მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მოქალაქეთა უფლებებს და სახელმწიფოს საკუთრებას, მედიას, ინსტიტუტებს და პარლამენტს ბოქლომს ვერ დაადებენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ტაში დაუკრეს.

პარლამენტში, თალაკვაძის მოხსენებისას, ოპოზიციონერებმა საბჭოთა ჰიმნი ჩართეს - ნახეთ რა რეაქცია ჰქონდათ ელჩებსა და თავმჯდომარეს

"ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად" - იურიდიულმა კომიტეტმა შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც