სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოძიებამ 8 თვეა ვერ დაადგინა 28 წლის პაციენტის სიკვდილის მიზეზი - "მეგობარს სწერდა, რა გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და არ აქცევდნენ ყურადღებას"
გამოძიებამ 8 თვეა ვერ დაადგინა 28 წლის პაციენტის სიკვდილის მიზეზი - "მეგობარს სწერდა, რა გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და არ აქცევდნენ ყურადღებას"

28 წლის მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძე მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტის დი­აგ­ნო­ზით 2019 წლის 21 მარტს ბა­თუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მომ­ხდარ­ში ბა­თუ­მის "მე­დცენ­ტრის" და რე­ფე­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მედ­პერ­სო­ნალს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან რვა თვე გა­ვი­და და AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის ძი­ე­ბა და გა­მო­იკ­ვე­თა თუ არა ექი­მე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ჯერ კი­დევ იკ­ვლევს.

რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ და­ას­რუ­ლა ფუტ­კა­რა­ძის საქ­მის მოკ­ვლე­ვა და დას­კვნა, რო­მე­ლიც ექი­მე­ბის შე­საძ­ლო გა­დაც­დო­მებ­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გულ­გრი­ლო­ბის სა­კი­თხებს სწავ­ლობ­და, გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის თან­ხმო­ბით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში AMBEBI.GE-ს გად­მო­ე­ცე­მა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი ელო­დე­ბა კო­მი­სი­ის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის პა­სუ­ხებ­საც.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მეს იძი­ებს სის­ხლის სა­მარ­თლის 116-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით. პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტი გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან და მი­იჩ­ნე­ვენ რომ, პრო­ცე­სე­ბი ფორ­მა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, საქ­მე შეგ­ნე­ბუ­ლად ჭი­ა­ნურ­დე­ბა.

პა­ცი­ენ­ტის დედა უკ­მა­ყო­ფი­ლოა რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დას­კვნი­თაც. ნარ­გიზ ქა­თა­მა­ძე ამ­ბობს, რომ დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია ხუთი ექი­მის გა­დაც­დო­მა­ზე, რო­მელ­თა­გან ორს პა­ცი­ენ­ტთან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, ხოლო ის ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ იღებ­დნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, დას­კვნა­ში ნახ­სე­ნე­ბიც არ არი­ან:

"ჩემი მთა­ვა­რი პრე­ტენ­ზია მი­მარ­თუ­ლია ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბი­სად­მი. მათ და­მი­ღუ­პეს და მო­მიკ­ლეს შვი­ლი! ყვე­ლა­ზე მე­ტად ვა­და­ნა­შა­უ­ლებ რა­დი­ო­ლოგ ეკა ფუტ­კა­რა­ძეს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლია. რო­დე­საც მან ექოს­კო­პია გა­და­უ­ღო ჩემს შვილს, ვერ და­ი­ნა­ხა აპენ­დი­ცი­ტის ნიშ­ნე­ბი.

ეკა ფუტ­კა­რა­ძის მამა არის ცნო­ბი­ლი ექი­მი აჭა­რა­ში და რო­გორც ვიცი, გავ­ლე­ნე­ბი აქვს აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში. ახლა ალ­ბათ მიხ­ვდე­ბით, რა­ტომ არ იმ­სჯე­ლა რა­დი­ო­ლო­გი ფუტ­კა­რა­ძის შე­საძ­ლო გა­დაც­დო­მებ­ზე რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ. ის არც კი არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ამ დას­კვნა­ში.

ამას­წი­ნათ გა­ვი­გე, რომ ეკა ფუტ­კა­რა­ძის მა­მას გა­უვრცე­ლე­ბია ხმე­ბი, თით­ქოს მე­ლა­ნო ად­რეც ავად­მყო­ფობ­და და ჩვენ სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში დაგ­ვყავ­და, რაც არის სიც­რუე. ბავ­შვი იყო სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი!

მი­ვე­დი მას­თან კა­ბი­ნეტ­ში, მოვ­თხო­ვე პა­სუ­ხი, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეთ ასე­თი რამე-მეთ­ქი და არც მო­მის­მი­ნა, აიღო ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლის სუ­რა­თი, კე­დელ­ზე მი­ა­ნარ­ცხა და პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, გა­მო­მაგ­დო კა­ბი­ნე­ტი­დან!" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ნარ­გიზ ქა­თა­მა­ძე.

მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის საქ­მის ად­ვო­კა­ტი გრი­გოლ თუთ­ბე­რი­ძე AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა უკვე მერ­ვე თვეა ერთ ად­გილს ტკეპ­ნის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს თით­ქმის არ აწარ­მო­ებს:

"გა­მო­ძი­ბა და­ი­წყო მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ოჯახს ჰქონ­და პრე­ტენ­ზია, ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­სა და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში მომ­ხდარ ფაქ­ტზე. სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტით გარ­და­იც­ვა­ლა მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძე.

შეგ­ნე­ბუ­ლად ჭი­ა­ნურ­დე­ბა სი­მარ­თლის დად­გე­ნის პრო­ცე­სი, საქ­მე წინ არ მი­ი­წევს. იგი რე­ა­ლუ­რად უნდა ეყ­რდნო­ბო­დეს მის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ ვერ­სი­ებს, იკ­ვლევ­დეს და იძი­ებ­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა კი ელო­დე­ბა, იქეთ მი­ა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და მა­სა­ლე­ბი საქ­მე­ში ჩარ­თულ­მა უწყე­ბებ­მა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე მხა­რემ. არა­და პი­რი­ქით უნდა იყოს - გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა ატა­რებ­დეს კვლე­ვებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო.

ჩვენ მი­ვა­წო­დეთ გა­მო­ძი­ე­ბას გარ­დაც­ვლი­ლის პი­რა­დი მი­მო­წე­რა მე­გო­ბარ­თან, მე­სენ­ჯე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით. თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რომ გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და, არ აქ­ცევ­დნენ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას, ეჭვქვეშ აყე­ნებ­და ექი­მე­ბის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბას და ა.შ. გა­მო­ძი­ე­ბა არ და­ინ­ტე­რეს­და ისე­თი საკ­ვან­ძო, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ის ჩა­ნა­წე­რებ­სა და პა­ცი­ენ­ტის მო­საზ­რე­ბებს შო­რის.

სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წე­რებ­ში წე­რია, რომ პა­ცი­ენ­ტი კარ­გად იყო, მთე­ლი ღამე მშვი­დად ეძი­ნა და არა­ნა­ირ ტკი­ვილს არ უჩი­ო­და, ამ დროს სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის მი­მო­წე­რა მე­გო­ბარ­თან - სი­ნამ­დვი­ლე­ში ის გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბის ქვეშ იყო და არ ეძი­ნა

სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წერ­ში არის კი­დევ არა­ერ­თი არას­წო­რი და და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია. კერ­ძოდ: ფორ­მა #100, რო­მე­ლიც იმ დღეს ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ­მა სა­ა­ვად­მყო­ფომ გას­ცა და გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ამო­ღე­ბუ­ლი ფორ­მა #100 იდენ­ტუ­რი არ არის. შეც­ვლი­ლია მო­ნა­ცე­მე­ბი. ეს გა­მო­ვავ­ლი­ნეთ ჩვენ და გა­მო­ძი­ე­ბას რე­ა­გი­რე­ბა არ ჰქო­ნია მა­ნამ­დე, სა­ნამ ჩვენ არ აღ­მო­ვა­ჩენ­დით.

პა­რა­დოქ­სია, რომ გა­მო­ძი­ე­ბას დღემ­დე არ გა­მო­უვ­ლე­ნია, ვინ იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ექი­მი იმ დღეს, რო­დე­საც მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძე პირ­ვე­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. პრო­ცე­სე­ბი ფორ­მა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ექი­მე­ბი და­კი­თხეს ფორ­მა­ლუ­რად, ზე­რე­ლედ. უნდა ნა­ხოთ ოქ­მე­ბი, გე­გო­ნე­ბათ კო­პი­რე­ბუ­ლია და არ­სე­ბი­თი კი­თხვე­ბი არ არის დას­მუ­ლი.

მკა­ფიო მო­ლო­დი­ნე­ბი არ გვაქვს, რომ ვინ­მე რა­მეს გა­მო­ი­ძი­ებს, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბით, რომ ყვე­ლა ბერ­კე­ტი გა­მო­ვი­ყე­ნოთ. თუ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვერ ვი­პო­ვით სა­მარ­თალს, მივ­მარ­თავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტან­ცი­ებს" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

AMBEBI.GE-ს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნიტ­როს სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ უწყე­ბის მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად მედ­პერ­სო­ნა­ლის გა­დაც­დო­მე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა, თუმ­ცა, შე­უ­ჩერ­დე­ბათ თუ არა მათ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და გა­ტარ­დე­ბა თუ არა სან­ქცი­ე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ექი­მე­ბის მი­მართ, ეს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭო­ზე უნდა გა­და­წყდეს.

"რე­ცენ­ზი­ე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა ექი­მე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაც­დო­მე­ბი, დარ­ღვე­ვე­ბი. უფრო სწო­რად შე­ნიშ­ვნე­ბი, დარ­ღვე­ვად ნაკ­ლე­ბად ით­ვლე­ბა პრინ­ციპ­ში. ეს სა­კი­თხი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭო­ზე დგას და უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რა სა­ხით მოხ­დე­ბა ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა.

ვე­ლო­დე­ბით პრო­ფე­სი­უ­ლი საბ­ჭოს შეკ­რე­ბას. დას­წრე­ბა სურთ იმ ექი­მებს, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც არის რე­ცენ­ზი­ე­ბი, ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ექი­მე­ბის მიერ ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­თხო­ვის პრო­ცე­სი, მათ აქვთ სა­მარ­თლებ­რი­ვად უფ­ლე­ბა, რომ გა­მო­ი­თხო­ვონ ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია, რაც მათ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეხე­ბა, მას შემ­დეგ რაც ეს პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა, მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის საქ­მე გა­ნი­ხი­ლე­ბა პრო­ფე­სი­ულ საბ­ჭო­ზე.

რო­გორც წესი, საბ­ჭო­ზე უამ­რა­ვი სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა და ეს საქ­მე რო­მელ სა­კი­თხად გავა, სამ­დივ­ნო წყვეტს. ამი­ტომ ზუსტ დროს ვერ გე­ტყვით, რო­დის მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას საბ­ჭო.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ეს ექი­მე­ბი კვლავ აგ­რძე­ლე­ბენ საქ­მი­ა­ნო­ბას, ასეც იქ­ნე­ბა სა­ნამ საბ­ჭო არ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მათ შე­სა­ხებ. მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს პრე­რო­გა­ტი­ვაა ექი­მე­ბის­თვის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბა" - გან­მარ­ტა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა კახა ლიბ­რა­ძემ.

გარ­დაც­ვლი­ლი მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის დედა, საქ­მე­ში ჩარ­თულ ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას სა­კუ­თა­რი შვი­ლის საქ­მის დრო­ულ და ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას სთხოვს. ნარ­გიზ ქა­თა­მა­ძე ამ­ბობს, რომ გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს და მი­მარ­თავს ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კეტს, მათ შო­რის, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­საც, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
1

ამიტსნა ახლაგზდა ანგელოზს რომ დაუდევრობიტ და უგულისყირებოტ მოკლავენ მე და შენ რას გვიზამენ აბა

მადი
0

"ექიმები" ზოგიერთი, არიან ჯალათები,ავლაბარში სტომოტოლოგიურში სომხურ თეატრისგვრდით ბურღების სტერელიზება აე ხდება,თან ატყავებენ ხალხს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

გამოძიებამ 8 თვეა ვერ დაადგინა 28 წლის პაციენტის სიკვდილის მიზეზი - "მეგობარს სწერდა, რა გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და არ აქცევდნენ ყურადღებას"

გამოძიებამ 8 თვეა ვერ დაადგინა 28 წლის პაციენტის სიკვდილის მიზეზი - "მეგობარს სწერდა, რა გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და არ აქცევდნენ ყურადღებას"

28 წლის მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით 2019 წლის 21 მარტს ბათუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები მომხდარში ბათუმის "მედცენტრის" და რეფერალური საავადმყოფოს მედპერსონალს ადანაშაულებენ.

ტრაგიკული შემთხვევიდან რვა თვე გავიდა და AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს პაციენტის გარდაცვალების საქმის ძიება და გამოიკვეთა თუ არა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი. მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ჯერ კიდევ იკვლევს.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ დაასრულა ფუტკარაძის საქმის მოკვლევა და დასკვნა, რომელიც ექიმების შესაძლო გადაცდომებსა და პროფესიული გულგრილობის საკითხებს სწავლობდა, გარდაცვლილის დედის თანხმობით, უახლოეს დღეებში AMBEBI.GE-ს გადმოეცემა. დაზარალებული ოჯახი ელოდება კომისიის ექსპერტიზის დასკვნის პასუხებსაც.

მთავარი პროკურატურა საქმეს იძიებს სისხლის სამართლის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. პაციენტის ოჯახი და ადვოკატი გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოები არიან და მიიჩნევენ რომ, პროცესები ფორმალურად მიმდინარეობს, საქმე შეგნებულად ჭიანურდება.

პაციენტის დედა უკმაყოფილოა რეგულირების სააგენტოს დასკვნითაც. ნარგიზ ქათამაძე ამბობს, რომ დოკუმენტში საუბარია ხუთი ექიმის გადაცდომაზე, რომელთაგან ორს პაციენტთან შეხება არ ჰქონია, ხოლო ის ექიმები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, დასკვნაში ნახსენებიც არ არიან:

"ჩემი მთავარი პრეტენზია მიმართულია ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებისადმი. მათ დამიღუპეს და მომიკლეს შვილი! ყველაზე მეტად ვადანაშაულებ რადიოლოგ ეკა ფუტკარაძეს, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია. როდესაც მან ექოსკოპია გადაუღო ჩემს შვილს, ვერ დაინახა აპენდიციტის ნიშნები.

ეკა ფუტკარაძის მამა არის ცნობილი ექიმი აჭარაში და როგორც ვიცი, გავლენები აქვს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. ახლა ალბათ მიხვდებით, რატომ არ იმსჯელა რადიოლოგი ფუტკარაძის შესაძლო გადაცდომებზე რეგულირების სააგენტომ. ის არც კი არის მოხსენიებული ამ დასკვნაში.

ამასწინათ გავიგე, რომ ეკა ფუტკარაძის მამას გაუვრცელებია ხმები, თითქოს მელანო ადრეც ავადმყოფობდა და ჩვენ სამკურნალოდ თურქეთში დაგვყავდა, რაც არის სიცრუე. ბავშვი იყო სრულიად ჯანმრთელი!

მივედი მასთან კაბინეტში, მოვთხოვე პასუხი, საიდან მოიტანეთ ასეთი რამე-მეთქი და არც მომისმინა, აიღო ჩემი ერთადერთი შვილის სურათი, კედელზე მიანარცხა და პირდაპირი მნიშვნელობით, გამომაგდო კაბინეტიდან!" - უყვება AMBEBI.GE-ს ნარგიზ ქათამაძე.

მელანო ფუტკარაძის საქმის ადვოკატი გრიგოლ თუთბერიძე AMBEBI.GE-ს უყვება, რომ გამოძიება უკვე მერვე თვეა ერთ ადგილს ტკეპნის და საგამოძიებო მოქმედებებს თითქმის არ აწარმოებს:

"გამოძიბა დაიწყო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ოჯახს ჰქონდა პრეტენზია, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსა და მაღალტექნოლოგიური მედიცინის ცენტრში მომხდარ ფაქტზე. სადაც, სავარაუდოდ მწვავე აპენდიციტით გარდაიცვალა მელანო ფუტკარაძე.

შეგნებულად ჭიანურდება სიმართლის დადგენის პროცესი, საქმე წინ არ მიიწევს. იგი რეალურად უნდა ეყრდნობოდეს მის მიერ შემუშავებულ ვერსიებს, იკვლევდეს და იძიებდეს, გამოძიება კი ელოდება, იქეთ მიაწოდონ ინფორმაციები და მასალები საქმეში ჩართულმა უწყებებმა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე მხარემ. არადა პირიქით უნდა იყოს - გამოძიების მიერ მიცემული მიმართულებით უნდა ატარებდეს კვლევებს ჯანდაცვის სამინისტრო, რეგულირების სააგენტო.

ჩვენ მივაწოდეთ გამოძიებას გარდაცვლილის პირადი მიმოწერა მეგობართან, მესენჯერის საშუალებით. თუ რა მდგომარეობაში იყო, რომ გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, არ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას, ეჭვქვეშ აყენებდა ექიმების კვალიფიციურობას და ა.შ. გამოძიება არ დაინტერესდა ისეთი საკვანძო, ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებით, როგორიცაა წინააღმდეგობა სამედიცინო ისტორიის ჩანაწერებსა და პაციენტის მოსაზრებებს შორის.

სამედიცინო ჩანაწერებში წერია, რომ პაციენტი კარგად იყო, მთელი ღამე მშვიდად ეძინა და არანაირ ტკივილს არ უჩიოდა, ამ დროს საპირისპიროს ამტკიცებს გარდაცვლილი პაციენტის მიმოწერა მეგობართან - სინამდვილეში ის გაუსაძლისი ტკივილების ქვეშ იყო და არ ეძინა

სამედიცინო ჩანაწერში არის კიდევ არაერთი არასწორი და დაუზუსტებელი ინფორმაცია. კერძოდ: ფორმა #100, რომელიც იმ დღეს ბათუმის რეფერალურმა საავადმყოფომ გასცა და გამოძიების მიერ ამოღებული ფორმა #100 იდენტური არ არის. შეცვლილია მონაცემები. ეს გამოვავლინეთ ჩვენ და გამოძიებას რეაგირება არ ჰქონია მანამდე, სანამ ჩვენ არ აღმოვაჩენდით.

პარადოქსია, რომ გამოძიებას დღემდე არ გამოუვლენია, ვინ იყო პასუხისმგებელი ექიმი იმ დღეს, როდესაც მელანო ფუტკარაძე პირველად გადაიყვანეს საავადმყოფოში. პროცესები ფორმალურად მიმდინარეობს. ექიმები დაკითხეს ფორმალურად, ზერელედ. უნდა ნახოთ ოქმები, გეგონებათ კოპირებულია და არსებითი კითხვები არ არის დასმული.

მკაფიო მოლოდინები არ გვაქვს, რომ ვინმე რამეს გამოიძიებს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ. თუ ჩვენს ქვეყანაში ვერ ვიპოვით სამართალს, მივმართავთ საერთაშორისო ინსტანციებს" - ამბობს ადვოკატი.

AMBEBI.GE-ს ჯანდაცვის სამინიტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, რომ უწყების მოკვლევის შედეგად მედპერსონალის გადაცდომები გამოიკვეთა, თუმცა, შეუჩერდებათ თუ არა მათ პროფესიული საქმიანობა და გატარდება თუ არა სანქციები კონკრეტული ექიმების მიმართ, ეს პროფესიული განვითარების საბჭოზე უნდა გადაწყდეს.

"რეცენზიების შედეგად გამოიკვეთა ექიმების პროფესიული გადაცდომები, დარღვევები. უფრო სწორად შენიშვნები, დარღვევად ნაკლებად ითვლება პრინციპში. ეს საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოზე დგას და უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი, რა სახით მოხდება ამაზე რეაგირება.

ველოდებით პროფესიული საბჭოს შეკრებას. დასწრება სურთ იმ ექიმებს, რომელთან დაკავშირებითაც არის რეცენზიები, ახლა მიმდინარეობს ექიმების მიერ ამ დოკუმენტების გამოთხოვის პროცესი, მათ აქვთ სამართლებრივად უფლება, რომ გამოითხოვონ ეს დოკუმენტაცია, რაც მათ პროფესიულ საქმიანობას ეხება, მას შემდეგ რაც ეს პროცესი დასრულდება, მელანო ფუტკარაძის საქმე განიხილება პროფესიულ საბჭოზე.

როგორც წესი, საბჭოზე უამრავი საკითხი განიხილება და ეს საქმე რომელ საკითხად გავა, სამდივნო წყვეტს. ამიტომ ზუსტ დროს ვერ გეტყვით, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას საბჭო.

რაც შეეხება იმას, რომ ეს ექიმები კვლავ აგრძელებენ საქმიანობას, ასეც იქნება სანამ საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას მათ შესახებ. მხოლოდ პროფესიული განვითარების საბჭოს პრეროგატივაა ექიმებისთვის საქმიანობის შეჩერება" - განმარტა AMBEBI.GE-სთან საუბარში რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა ლიბრაძემ.

გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის დედა, საქმეში ჩართულ ყველა შესაბამის უწყებას საკუთარი შვილის საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვს. ნარგიზ ქათამაძე ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს და მიმართავს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსაც, საჭიროების შემთხვევაში.

"ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით" - გამყრელიძის თქმით, COVID ვაქცინის გასაკეთებლად მოსახლეობის 50%-დან 60%-მდე მზადაა

"კლინიკაში რომ გაიგეს ჩივილს ვაპირებდი, გაჩუმების სანაცვლოდ ფული შემომთავაზეს" - პაციენტების გარდაცვალების საქმეები და ექიმისთვის ორი თვით შეჩერებული საქმიანობა

"როცა ქვევრს ვხსნი და იქ ღვინო ისეთია, როგორსაც ველოდი, ამაზე დიდი ემოცია არც ვიცი, რა შეიძლება იყოს..." - მილორავების საოჯახო მარანი და მათემატიკოსი მეღვინე თელავიდან