სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თაკოს არ ჰქონდა ძმასთან ურთიერთობა... ცალკე ცხოვრობდა" - რას ყვება ეკო ფანგანი მეგობარზე, რომელიც ატენის ქუჩაზე მოკლეს
"თაკოს არ ჰქონდა ძმასთან ურთიერთობა... ცალკე ცხოვრობდა" - რას ყვება ეკო ფანგანი მეგობარზე, რომელიც ატენის ქუჩაზე მოკლეს

ატე­ნის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოჯა­ხის ყო­ფი­ლი მე­ზო­ბე­ლი აცხა­დებს, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ჯერ ოჯა­ხის ორი წევ­რი - დედა და და მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა, დას­თან და დე­დას­თან პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

„პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თან“ სა­უბ­რი­სას ეკო ფან­გა­ნი, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ატე­ნის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და, აცხა­დებს, რომ ოჯახს კარ­გად იც­ნობს. მისი თქმით, მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდა ქალს ძმას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და და ცალ­კე ცხოვ­რობ­და იმის გამო, რომ კონ­ფლიქტს ერი­დე­ბო­და.

„ლე­ვა­ნის ამ­ბე­ბი არ ვიცი. წლე­ბია არ მი­ნა­ხავს. ჩვენ ატე­ნის ქუ­ჩა­ზე ერ­თად ვცხოვ­რობ­დით ბავ­შვო­ბა­ში, ახლა იქ აღარ ვცხოვ­რობ. თა­კოს არ ჰქონ­და თა­ვის ძმას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დი­დად. ცალ­კე ცხოვ­რობ­და იმი­ტომ , რომ არ უნ­დო­და კონ­ფლიქ­ტი ძმას­თან. სულ ნერ­ვი­უ­ლობ­და ძმა­ზე. თაკო ღამე არის 4 სა­ათ­ზე მი­სუ­ლი და ტყუ­ი­ლად ხომ არ მი­ვი­დო­და? შუა ქუ­ჩა­ში გდია მან­ქა­ნა. დე­და­მის­მა და­უ­რე­კა მიშ­ვე­ლეო , თუ რა მოხ­და, ვერ ვხვდე­ბი“, - აცხა­დებს ეკო ფნა­გა­ნი.

ნა­ხეთ ვი­დეო : "თაკო ღა­მის 4 სა­ათ­ზეა მი­სუ­ლი... სულ ნერ­ვი­უ­ლობ­და თა­ვის ძმა­ზე, არა­ვინ იცის, რას გა­ა­კე­თებ­სო" - რას ჰყვე­ბა ეკო ფან­გა­ნი ატე­ნის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ა­ზე

ამას­თან, ფან­გა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­დის და დის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, თავი მო­იკ­ლა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ თა­ვის მძი­მე ტრამ­ვა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და შე­საძ­ლოა, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც ჰქო­ნო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ, 17 ნო­ემ­ბერს ატე­ნის ქუ­ჩა­ზე მკვლე­ლო­ბა მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლია სამი ადა­მი­ა­ნი. ამ ეტაპ­ზე ორი და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვერ­სია არ­სე­ბობს. კერ­ძოდ, და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ატე­ნის ქუ­ჩა­ზე სა­მი­ვე ადა­მი­ა­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ, სხვა პირ­მა მოკ­ლა.

ასე­ვე არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ ლონ­დო­ნი­დან ახ­ლა­ხანს დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა ჯერ ოჯა­ხის ორი წევ­რი - დედა და და მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა.

შსს-ში არც ერთ ვერ­სი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ადას­ტუ­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ მომ­ხდარ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დრო­ის­თვის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მხო­ლოდ ორი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, 109-ე, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ორი, ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და 236-ე, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
7

calke icxovrebda tako dzma inglishi cxovrobda axali chamosuli iko

ანი
24

ქართველო კაცებო გეყოფათ მართლა და მართლა გეყოფათ ძალადობა და ქალების მკვლელობაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"თაკოს არ ჰქონდა ძმასთან ურთიერთობა... ცალკე ცხოვრობდა" - რას ყვება ეკო ფანგანი მეგობარზე, რომელიც ატენის ქუჩაზე მოკლეს

"თაკოს არ ჰქონდა ძმასთან ურთიერთობა... ცალკე ცხოვრობდა" - რას ყვება ეკო ფანგანი მეგობარზე, რომელიც ატენის ქუჩაზე მოკლეს

ატენის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ოჯახის ყოფილი მეზობელი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ერთ-ერთი ვერსიით, ჯერ ოჯახის ორი წევრი - დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, დასთან და დედასთან პრობლემები ჰქონდა.

„პალიტრავიდეოსთან“ საუბრისას ეკო ფანგანი, რომელიც წლების წინ ატენის ქუჩაზე ცხოვრობდა, აცხადებს, რომ ოჯახს კარგად იცნობს. მისი თქმით, მოკლულ ახალგაზრდა ქალს ძმასთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ცალკე ცხოვრობდა იმის გამო, რომ კონფლიქტს ერიდებოდა.

„ლევანის ამბები არ ვიცი. წლებია არ მინახავს. ჩვენ ატენის ქუჩაზე ერთად ვცხოვრობდით ბავშვობაში, ახლა იქ აღარ ვცხოვრობ. თაკოს არ ჰქონდა თავის ძმასთან ურთიერთობა დიდად. ცალკე ცხოვრობდა იმიტომ , რომ არ უნდოდა კონფლიქტი ძმასთან. სულ ნერვიულობდა ძმაზე. თაკო ღამე არის 4 საათზე მისული და ტყუილად ხომ არ მივიდოდა? შუა ქუჩაში გდია მანქანა. დედამისმა დაურეკა მიშველეო , თუ რა მოხდა, ვერ ვხვდები“, - აცხადებს ეკო ფნაგანი.

ნახეთ ვიდეო : "თაკო ღამის 4 საათზეა მისული... სულ ნერვიულობდა თავის ძმაზე, არავინ იცის, რას გააკეთებსო" - რას ჰყვება ეკო ფანგანი ატენის ქუჩაზე მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე

ამასთან, ფანგანის განცხადებით, მამაკაცს, რომელმაც სავარაუდოდ, დედის და დის მკვლელობის შემდეგ, თავი მოიკლა, რამდენიმე წლის წინ თავის მძიმე ტრამვა ჰქონდა მიღებული და შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონოდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 ნოემბერს ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი. ამ ეტაპზე ორი დაუდასტურებელი ვერსია არსებობს. კერძოდ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატენის ქუჩაზე სამივე ადამიანი სავარაუდოდ, სხვა პირმა მოკლა.

ასევე არსებობს ვერსია, რომ ლონდონიდან ახლახანს დაბრუნებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ ოჯახის ორი წევრი - დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

შსს-ში არც ერთ ვერსიას ოფიციალურად არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ორი მუხლით მიმდინარეობს, 109-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

"ლოგინში ჩაიფსა და მაგიტომ დავარტყი, ყოველდღე არ ვცემ" - დედას მცირეწლოვან შვილზე ძალადობაში ადანაშაულებენ, უმძიმესი ვიდეოკადრები

მაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო, თუმცა საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს