ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ვერსია ვრცელდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატენის ქუჩაზე სამივე ადამიანი სავარაუდოდ, სხვა პირმა მოკლა.
აქამდე არსებული ვერსიით, ლონდონიდან ახლახანს დაბრუნებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ ოჯახის ორი წევრი - დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შსს-ში არც ერთ ვერსიას ოფიციალურად არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ცნობილია, რომ გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი. ესენი არიან - დედა ირინა გედევანიშვილი და შვილები, თაკო და ლევან აბაშიძეები.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ორი მუხლით მიმდინარეობს, 109-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.
მთავარ ფოტოზე: მოკლული თაკო აბაშიძე