საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა  ივანიშვილის ქონება გაიზარდა - რამდენი მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ბიძინა  ივანიშვილის ქონება გაიზარდა - რამდენი მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

Bloomberg-ის მი­ლი­არ­დე­რე­ბის მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დი ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, Microsoft-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ბილ გე­ითსმა მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის ტი­ტუ­ლი კვლავ და­იბ­რუ­ნა.

ის ამ სიის სა­თა­ვე­ში ბო­ლოს ორი წლის წინ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ბილ გე­ითსმა უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა ბოლო წლე­ბის ლი­დე­რი Amazon-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯეფ ბე­ზო­სი. გე­ით­სის ქო­ნე­ბა ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 110 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით შე­ფას­და, მა­შინ როცა ბე­ზო­სის ქო­ნე­ბამ 109 მი­ლი­არ­დი შე­ად­გი­ნა. ლი­დერ­თა სა­მე­ულს ავ­სებს ფრან­გუ­ლი კორ­პო­რა­ცია LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy)-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბერ­ნარ არნო, რომ­ლის ქო­ნე­ბა 103 მი­ლი­არდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

მი­ლი­არ­დერ­თა რე­ი­ტინ­გში სა­ქარ­თვე­ლო­დან მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. Bloomberg-ის მი­ხედ­ვით, ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა ბოლო ერთ თვე­ში 70 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და.

რე­ი­ტინ­გში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 16 ნო­ემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით 352-ე პო­ზი­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა 5.42 მლრდ დო­ლარს შე­ად­გენს, მა­შინ რო­დე­საც 15 ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით მისი ქო­ნე­ბა 5.35 მლრდ დო­ლა­რი იყო.

5.42 მლრდ დო­ლა­რად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შე­უძ­ლია შე­ი­ძი­ნოს 4.39 მი­ლი­ო­ნი უნ­ცია ოქრო და 102 მი­ლი­ო­ნი ბა­რე­ლი ნავ­თო­ბი. მისი ქო­ნე­ბა უტოლ­დე­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მშპ-ს 0.0301%-ს, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში „ტოპ“ 200 აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის­თვის მი­ცე­მუ­ლი კომ­პენ­სა­ცი­ის 86%-ს, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის „ტოპ“ 100 კო­ლე­ჯის შე­მო­წი­რუ­ლო­ბის 1.37%-ს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­ლი­არ­დე­რე­ბის ინ­დექ­სის თა­ნახ­მად, ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და. იხი­ლეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

მიშას დროს ესეც უფრო მდიდარი ყოფილა?!

გიო
0

რაც მდიდარი იქნება,მით უკვეთესი,ოქრუაშვილმა აღიარა მიშას დროს ბიძინა მარტო თავდაცვას რამდენიმე მილიონს გვაძლევდა!ააშენა სამება!აშენებს ქუთაისში უნივერსიტეტს!სურ წყალტუბოს აღორძინება ეგებ ტურიზმით გვეშველოს!ჩვენ კი ვკორტნით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ბიძინა  ივანიშვილის ქონება გაიზარდა - რამდენი მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

ბიძინა  ივანიშვილის ქონება გაიზარდა - რამდენი მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

Bloomberg-ის მილიარდერების მუდმივად განახლებადი ინდექსის მიხედვით, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული კვლავ დაიბრუნა.

ის ამ სიის სათავეში ბოლოს ორი წლის წინ იმყოფებოდა.

ბილ გეითსმა უკან ჩამოიტოვა ბოლო წლების ლიდერი Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი. გეითსის ქონება ბოლო მონაცემებით, 110 მილიარდი დოლარით შეფასდა, მაშინ როცა ბეზოსის ქონებამ 109 მილიარდი შეადგინა. ლიდერთა სამეულს ავსებს ფრანგული კორპორაცია LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy)-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო, რომლის ქონება 103 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მილიარდერთა რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია წარმოდგენილი. Bloomberg-ის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ თვეში 70 მილიონი დოლარით გაიზარდა.

რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 16 ნოემბრის მდგომარეობით 352-ე პოზიციაზე იმყოფება. ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.42 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 15 ოქტომბრის მდგომარეობით მისი ქონება 5.35 მლრდ დოლარი იყო.

5.42 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 4.39 მილიონი უნცია ოქრო და 102 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0301%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 86%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.37%-ს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. იხილეთ ვრცლად

ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები "იმედის" თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

"ბარსელონას" ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ - "პაციენტებისთვის ის ყოველთვის თავდადებული იყო"

ჰაერის ტემპერატურა თბილისში 3 გრადუსამდე დაეცემა - 25 ნოემბრამდე საქართველოში ცივი ამინდია მოსალოდნელი