ავტორი:

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

ოსური მედიის ცნობით, ლენინგორის (ახალგორი) საოლქო სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატირობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

„ლენინგორის საოლქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ვაჟა ჯონდოს ძე გაფრინდაშვილის მიმართ მოხდა აღკვეთის ღონისძიების, ორთვიანი პატიმრობის შეფარდება“, - აცხადებენ „კაგებეს“ პრესსამსახურში.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

"ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ" - რას იხსენებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გადარჩენილი რუსი სამხედრო მფრინავები

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი